Ярлыки

понедельник, 21 декабря 2009 г.

პროექტის გეგმა: ”მე ვიწყებ ჩემი ქალაქის გაცნობას”.

პროექტის სახელი : ვიწყებ ჩემი ქალაქის გაცნობას

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან თბილისის რამოდენიმე ღირშესანიშნაობას, რაც მათი ასაკისთვის საჭირო, გასაგები და საინტერესოა.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ლეგენდას თბილისის დაარსების შესახებ, მოიძიებენ ინფორმაციას მეტეხის ტაძარზე, რადგან ამ ადგილიდან ეყრებოდა საფუძველი თბილისს და აქვეა ვახტანგ მეფის ძეგლი, მოიძიებენ ინფორმაციას საკუთარ უბანზე(მათთვის თბილისი ხომ საკუთარი უბნიდან იწყება),საკუთარ სკოლაზე, “თოჯინების თეატრზე”, ”ე.ახვლედიანის სახ. ბავშვთა გალერეაზე”, ზოოპარკსა და ცირკზე, მთაწმინდის პანთეონსა და გასართობ პარკზე “ბომბორა”. მოეწყობა ექსკურსიები ზოოპარკსა და მთაწმინდაზე. ეწვევიან “თოჯინების მუზეუმს”. პროექტის დასკვნით ეტაპზე მეწყობა პრეზენტაცია, გაკეთდება სტენდი, წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
მოსწავლეთა ასაკი : 7-11-12 წელი

ვადები და ხანგრძლივობა : 2-3 კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, დაენიშნებათ უფროსკლასელები ჯგუფის ხელმძღვანელებად და გადანაწილდება დავალებები.

მოსალოდნელი შედეგები: ჩატარებული კვლევის შედეგად ბავშვები გაიგებენ სასურველ ინფორმაციებს მათი ქალაქისა და საყვარელი ადგილების შესახებ. შეიქმნება ბლოგი

სარგებლობა სხვებისათვის: მოცემულ თემაზე მოძიებულ მასალას დაამუშავებენ და კომპაქტური სახით ჩაწერენ უფროსკლასელიები. სკოლის მოსწავლეებისათვის მისაბაძი იქნება ენთუზიაზმი, ასაკით პატარების დახმარება,რაიმე ახლისა და საინტერესოს შექმნის მცდელობა; მეტი ინტერესით გაეცნობიან თბილისს , მოისმენენ ახალ ისტორიებს,
შექმნილი ბლოგის საშუალებით, დაინტერესებული პირები გაეცნობიან მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, აღნიშნულ საკითხზე.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.II.5 კითხულობს და იგებს მცირე მოცულობის ტექსტებს.
*ადეკვატურად პასუხობს წაკითხული ტექსტის ირგვლივ კითხვებს.
*შეუძლია ადაპტირებულ წერილობით წყაროებზე მუშაობა.
ქართ.II.8 მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს მცირე მოცულობის ტექსტებს ნაცნობი ლექსიკონის გამოყენებით.
ისტ.ქ
ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.

პროექტის ფასილიტატორი: მარეხ ბასილიძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:m.basilidze@gmail.com

воскресенье, 20 декабря 2009 г.

გაკვეთილზე (ფოტომასალა)

არსებითი სახელის ბრუნება



გაკვეთილის გეგმა

პედაგოგი მ.ბასილიძე
საგანი ქართული ენა
კლასი მე-4
თემა არსებითი სახელის ბრუნება.
მიზანი არსებითი სახელის ბრუნების პრინციპის გაგება, მოსწავლემ უნდა შეძლოს ნიმუშის მიხედვით აბრუნოს თანხმოვანფუძიანი არსებითი სახელები, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, ჯგუფური მუშაობის შედეგად, შექმნან მცირე მოცულობის მოთხრობა ან ლექსი არსებითი სახელის ბრუნვითი ფორმების გამოყენებით.
აქტივობები: თხრობა, კითხვა-პასუხი, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია.
რესურსი პლაკატი “არსებითი სახელის ბრუნება” (მხატვარი: ზ.ძიძავა)
ლექსები.
გაკვეთილის მსვლელობა
დავალების შემოწმება 5 წთ
ახალი მასალის ახსნა და განმტკიცება 20 წთ
(მასწავლებელი თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით, მოსწავლეთა ინტერესის გაღვიძების მიზნით, თხზავს არჯაკელისა და ბეღურას შესახებ საინტერესო ამბავს. )
ჩვენი, ადამიანების საერთო სახლი დედამიწაა. Dედამიწაზე ქართველების სამკვიდრებელი საქართველოა. საქართველო ლამაზია მოხატული მთებით, მდელოებით, მოჩუხჩუხე მდინარეებით, ხშირი ტყეებით.(თხრობისას მიუთითებს ნახატზე)
დიახ, ეს ის ტყეა, რომლის შესახებაც პოეტს უთქვამს:
“ტყეს ნურავის აჩეხინებთ
ყმაწვილებო, ჩემო,
სოკოს, მარწყვის, წყაროს წყალის
არ დავკარგოთ გემო.”
ტყის პირას ცხოვრობდა ბეღურა და ხვიარა არჯაკელი.
და აი, შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ბეღურა არჯაკელს ეკითხება:
_ თქვი, არჯაკელო, ხვიარა’
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
_რა ვი, ღრუბელზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა.
_მეც სხვათა შორის ვიკითხე
სალაპარაკოდ კი არა…”
(ა.კალანდაძე)
_ ბავშვებო, მოდით დავფიქრდეთ, ვის ან რას შეიძლება ჩამოევლო ქსანზე?
_ ( ბავშვების პასუხები)
_თურმე ქსანზე ამ დროს პატარა,დარდიანმა ფოთოლმა ჩამოიარა. იცით რას დარდობდა? რას ჩიოდა?

ქარ-ი მოვარდა,
ქარ-მა მომაგნო,
ქარ-ს გავეკიდე,
ქარ-ის ბრალია,
ქარ-ით დაღლილი
ქარ-ად ვიქეცი,
ქარ-ო, როდემდის ვიქნები ასე!
_რა მოხდა? რა შეიცვალა ფოთოლმა?
_ მიმართულება, ადგილმდებარეობა.
_ახლა დავაკვირდეთ ფოთლის უკან დამალულ სიტყვას,-“ქარი”, რა შეიცვალა ამ სიტყვამ?
-ფორმა
_სახელის ფორმის ასეთ ცვლას, ბრუნება ეწოდება.
დავთვალოთ სახელი რამდენნაირად იცვლის ფორმას?
_ შვიდნაირად.
_ მოდით , ერთხელ კიდევ წავიკითხოთ და ჩამოვწეროთ თუ როგორ იცვლება სიტყვა “ქარი”.
(მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს არსებითი სახელის ”ქარი” ბრუნებას)
_სახელი შვიდნაირად იცვლის ფორმას, ანუ სახელს შვიდი ბრუნვის ფორმა აქვს. თითოეულ Bბრუნვას კი საკუთარი სახელი გააჩნია. დააკვირდით, მე ჩვენს მიერ ნაბრუნებ სიტყვას მივუწერ შესაბამის ბრუნვის სახელებს.(სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი)

მასწავლებელი აგრძელებს თხრობას : დავუბრუნდეთ ჩვენს ნახატს

ცხოვრებაში სევდას სიხარული ცვლის, ავდარს – დარი.
მზემ სხივები მოჰფინა დედამიწას, ღრუბელი მიმოფანტა.

მზე
მზე ელოდება ვენახში მეზვრეს,
მზემ გაიღვიძა დიდი ხანია,
მზეს დილის ცვარი ათინათს ესვრის,
მზის სიხარულით გაუხარია,
მზით ავსებულა ყველა მტევანი,
და მზედ ქცეულა წვეთი ყოველი,
ამაღლებულა მზეო, შენამდე
მადლიერ მიწის საგალობელი.

_დავაკვირდეთ ლექსში ბრუნვითი ფორმების თანმიმდევრობებს და ვაბრუნოთ სიტყვა ბალახი, ყვავილი. (ბავშვები აბრუნებენ სიტყვას ნიმუშის მიხედვით)

ჯგუფური მუშაობა. 15წთ.
კლასს ვყოფთ 6 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება, შექმნან მცირე მოცულობის მოთხრობა ან ლექსი, არსებითი სახელის ბრუნვითი ფორმების დახმარებით.
პრეზენტაცია. 5 წთ
ფასდება ჯგუფები.

суббота, 19 декабря 2009 г.

ჩემი გაკვეთილები LeMill-ზე


მათემატიკა რიცხვთა სიმფონიაა





ტყე ქვეყნის სიმდიდრეა





გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა

ტყე ქვეყნის სიმდიდრეა


სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება

საფეხური -დაწყებითი
კლასი III
გაკვეთილის ტიპი -შემაჯამებელი
ინტეგრირებული საგნების დასახელება: ბუნებისმეტყველება, ქა
რთული,სახვითი ხელოვნება, ინფორმატიკა


მოსწავლეთა რაოდენობა

28


აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ იმსჯელონ ტყის მნიშვნელობაზე. გამართონ დისკუსია და ასაკის შესაბამისად გამოიტანონ დასკვნა,- რა არის საჭირო ტყისა და იქ მობინადრე ცხოველების გადარჩენისათვის. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ინტერნეტში ასაკის შესაბამისი დავალების შესრულება, პლაკატის შექმნა პროგრამა pint.point-ში
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, საკუთარი აზრის გამოთქმის, სხვისი აზრის მოსმენის, გაანალიზების, შეფასების, თანამშრომლობის უნარ_ჩვევა
ისტ-ის ინტეგრაცია ისტ-ის გამოყენება შემოქმედებითი თვალსაზრისით (მაგ: ფოტოების დათვალიერება, ვიდეოკლიპის ნახვა მათი შემდომი გამოყენების მიზნით).


ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ბუნებისმეტყველება
ბუნება.III.2. მოსწავლე განმარტავს გარემოს მნიშვნელობას ცოცხალი ორგანიზმისთვის.
. აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმის გარემოზე დამოკიდებულებას.
ბუნ.III.12. მოსწავლე ამჟღავნებს გარემოზე ზრუნვის ელემენტებს.
. განასხვავებს გარემოსთვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებეს.
. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ცოცხალი ორგანიზმებისათვის მიყენებული ზიანის მიმართ, მოჰყავს მაგალითები.
. თანაკლასელებთან ერტად მონაცილეობს გარემოში ქცევის წესების შემუშავებაში.
ქართ.III. 2. მოსწავლე ისმენს ლიტერატურულ ტექსტებს, იგებს და გადმოსცემს მათ შინაარსს.
. მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს.
ქართ.III. 3. მოსწავლე სათანადოდ იყენებს ძირითად ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს.
. სასაუბრო თემისათვის იყენებს სპეჩიალურ ლექსიკას.
. განარჩევს და სწორად იყენებს ჩვეულებრივ და თავაზიანობის გამომხატველ ფორმებს.
..III. მოსწავლე გამოსახავს სხვადასხვა მოტივის საფუძველზე წარმოშობილ იდეებს.
. ასახავს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს.
. ხატავს წარმოსახვით.
..III. მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
. ცდილობს დასმული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად.
ისტ. 1 ძირითადი ცნებები და ოპერაციები
. სწორად იყენებს ისტ-ის საშუალებებთან ურთიერთქმედების, შეტანა-გამოტანის მოწყობილობებს ამ საშუალებების წარმატებით ფუნქციონირებისთვის (მაუსი, კლავიატურა, მონიტორი)
. იყენებს ინტერნეტში ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამის არსებულ რესურსებს.
. ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს( პლაკატს)


გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობები ნაბიჯ-ნაბიჯ
შესავალი
აქტივობა 1. ( 3 wT)
განწყობის შესაქმნელად გაკვეთილი იწყება მუსიკალური ნომრით. ბავშვები ასრულებენ სიმღერას ბასტი-ბუბუს რეპერტუარიდან. ( იხ. თანდართული კარაოკე)
სიმღერის შემდეგ წარმოვადგენთ წინასწარ მომზადწბულ ინსცენირება.
აქტივობა 2 . ინსცენირება: 8 wT ( unda aRiniSnos, rom inscenireba amiT ar sruldeba, igi mTel mTel gakveTils gasdevs)
ორი მოსწავლე , “ოჩოპინტრედაადგილის დედამხატვრულად კითხულობენ . ჩარკვიანის ლექსს - “საქართველოს ტყეს”. ამავდროულად ეკრანზე ვუჩვენებ მასწავლებლის მიერ წინდოწს მოვიე მაიკერ-ში შექმნილ ლექსის შესაბამის კლიპსსაქართველოს ტყეს”.
წარმოვადგენთ .ინანიშვილის მოთხრობაზე ,“ტყის შვილებიდადგმულ მინი სპექტაკლს.
. ჩარკვიანისსაქართველოს ტყეს
თინო ჩხიკვიმღერის . (კარაოკებასტი ბუბუსრეპერტუარიდან)
თომა ჩხიკვი მას სიმგერას აწყვწტინებს.
- თინო, თინო!
_ რა გინდა, რა!
_ გაიხედე ერთი, გაიხედე! გზაზე გაიხედე მეთქი, გზაზე!
_ იი, მოიგონებ ხოლმე რაღა თითო რამესა. აბა, რა არის, რასა ხედავ ისეთსა?
_ ხი,ხი,ხი.
_ ეგ ვიღას დარჩენია ,ქა!
_ ვერა სცნობ? იჩოა!
_ ვისი იჩო?
_გაბიდაურებისა.
_უყურე მაგ ცინგლიანს, მაგასაც რომ თოფი აუღია! აი, მეხი კი დავაყარე მაგის წარუკა დედასა, აჰა! იმ კარგი მამის თოფი მაგას როგორ ჩაუგდო ხელში?
_ , იძახი, რაღა! ერთი ჩვენი ბარტყები გვიჯერებენ ხოლმე და მეორე ეგ დაუჟერებდა თავის დედასა! მერე რა ქვის ნატეხია რომ იცოდე!
_ დახე როგორ მოდის! დახე! რას იცინი, კაცო, სასაცილო რა არის? ამ აღმართს თავში, კუნელძე შაშვებისხედან, შევატყობინოთ, ემანდ რამე არ ავნოს მაგ უხეირომ.
_ მეზობლებო, ცოტა ფრთხილად იყავით, ქვემოდან მონადირე მოდის.
_ ვინ მონადირე, ქა, ამ შუადღისით, ვინა?
_ ვინა და გაბიდაურების პატარა ბიჭი იჩო.
_ეგ ისეთი მავნე რამ ყმაწვილია, ჯერ შურდულით არ გვაძლევდა მოსვენებას და თოფით ხომ მთლად ამოგვჟუჟავს დედაბუდიანად!
_შვილო, გაფრინდი აი მანდ, მლაშე წყალთან ობოლი ბაჭია სძოვს და უთხარი გაერიდოს, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, მერე ობოლი ნუკრიც გააფრთხილე, არ დაგავიწყდეს, ნიამორსაც მიაძახე.
_ ერთი ჭკუის მასწავლებელი უნდა იყოს ვინმე, რომა... ( თომა)
_ ვინღა დარჩა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი, ამ ჩვენს ტყეში ეგეთი!
_ თევდორე დათვი იყო ხოლმე ჩვენი Qქომაგი და ისიც შარშან გამოასალმა წუთისოფელს Bბრუციანმა ესტატემ.
_ იმის გოგოსთვის რომ გვეთხოვა, აშლაპუნესთვის? დოლას მე ვნახე. ამ სერს გადაღმა გავალთ თუ არა, დაბლა პანტებს ბერტყავდა.
_ ეგ ბიჭიც სწორედ იქით მიდის.
_ იქნებ ეგ ბიჭი დააშინოს, თორემ მაგან თუ ხელი გაიჩვია აღარავის დაგვედგომება აქ.
( მიდიან აშლაპუნესთან, დათვის ბელთან)
_ გვიშველე, იმ შჰენი კარგი მამის დღეგრძელობამ, გვიქენი სიკეთე და აი, თოფიანი ბიში რომ მოდის გზაგე, ის შეგვიშინე, თორემ გაგვჟუჟავს, მთლად ამოგვჟლეტს.
_ დამშვიდდით, დაწყნარდით! აბა, მიჩვენეთ სად არის ის ბიჭი.
_ გძიდან გადმოუხვია და ახლა ბილიკს მოჰყვება.
_ ხოო, ეგ არის? თქვენ ცოტა იქით გადადით, მე ვასწავლი მაგას ჭკუას.
დამიდექ, დამიდექ! , ფეხებს ერთადგილას აბრახუნებს, შეშინებული იჩო გარბის, ჯდება და ტირილს იწყებს.
_ გზა ამებნა, რა მეშველება?
იჩოსთან ოჩოპინტრე მოდის.
_ აა, შენ იჩო ხარ არა?
_ კი.
_ მე კი ოჩოპინტრე, ნადირ ფრინველთა მფარველი.
გზას ვერ პოულობ ხომ?
_ ვერა.
_ სანამ ადგილის დედა განრისხებულია,სახლისჼbr/>?ენ მიმავალ ბილიკს ვერ ნახავ. იცი ვინ არის ადგილის დედა?
_ არა.
_ამ ტყის მფარველია. იგი ტყის ბინადართა მშვიდობიან ცხოვრებას იცავს და ამ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზეც ზრუნავს. წამო, წაგიყვან, ადგილის დედა მოსწავლეებს ეკოლოგიის გაკვეთილს უტარებს, მოუსმინე, იქნებ მისი დავალებები შეასრულო და შეგიწყალოს.მერე ბილიკსაც მიგანიშნებს და შინ მშვიდობით წახვალ.
მიდიან ადგილის დედასთან.
_ ადგილის დედავ, იჩო მოგიყვანეტ! იქნებ დანაშაული ცოდნით გამოისყიდოს?!
პატარა კურიოზი: გოგონა, რომელიც ადგილის დედის როლს ასრულებს, ჩემთან მოდის და მთხოვს:
_ მასწავლებელო, თუ შეიძლება მეც კომპიუტერთან დავჯდები დავალებების შესასრულებლად?
_ მერე ვინ იქნებაადგილის დედა”?
_ თქვენ იყავით, კარგით?
_ კარგი, რადგან ასე გსურს, მე პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას,- ვთანხმდები მე.
_ აი, ინებეთ ჩემი გვირგვინი. ( თავზე ყვავილების გვირგვინს მადგამს და კომპიუტერისკენ მიიჩქარის)
_ ადგილის დედავ, იჩო ბიჭი მოვიყვანე, იქნებ დანაშაული ცოდნით გამოისყიდოს?
_ ეს ის ონავარი იჩოა ჩემს ტყეში რომ მყუდროება დაარღვია? დაბრძალდი იჩო, ყურადღებით მომისმინე, ჩვენი შემაჯამებელი გაკვეთილის თემაა : “ ტყე ქვეყნის სიმდიდრეა’ . თუ დავალებებს თავს გაართმევ, ტყის ბილიკიც გამოჩნდება და შინ დაბრუნების უფლებასაც მოგცემ.
აქტივობა 3. კითხვა - პასუხი 4-5 wT
_ რა არის ტყე?
_ როგორი შეიძლება იყოს ტყე?
_ რა მნიშვნელობა აქვს ტყეს?
_ რას ქმნის ადამიანი ბუნების შესანარჩუნებლად?
_ რომელი ნაკრძალი შეიქმნა პირველად საქართველოში?
მასწ. მოსწავლეებს ეკრანზე უჩვენებს 30 wm ვიდეო მასალას ნაკრძალების შესახებ.


იჩოს დავალებად ეძლევა, დათვალოს რამდენი ნაკრძალი იქნება წარმოდგენილი, თუ დავალებას თავს გაართმევს მიიგებს 1 გასაღებს.
_ რა არის წითელი წიგნი? რა არის მისი დანიშნულება?
_ როგორი ცხოველებია შეტანილი წითელ წიგნში?
აქტივობა 4 თხრობა. – “ წიელი წიგნის ბინადართა ცხოვრება 5-6 wT
მასწავლებლის
საუბარი:
ახლა კი მოვუსმინოთწითელი წიგნისბინადარ ცხოველთა გულისტკივილს. თქვენს წინაშე წარსდგებიან: ჯიქი, ნიამორი,ჯეირანი, ზოლებიანი აფთარი, კავკასიური ფოცხვერი, კავკასიური ირემი. ( გამოყენებული ლიტერატურაეკოლოგიის ან-ბანი”, .არეშიძე,. ჭკუასელი,.მარშანია.)
ზემოთხსენებული ცხოველთა სატკივარს მოსწავლეები ეკრანიდან კითხულობენ. (იხ. სლაიდშოუ)
აქტივობა 5 . ჯგუფური მუშაობა 4 wT
მონაწილეობას ღებულობენ მოსწავლეები, მშობლები და მოწვეული სტუმრები.
დავალებები იხილეთ დანართში( სლაიდშოუ)


Aaqtivoba 6 ინდივიდუალური მუშაობა კომპიუტერთან. 2-3 wT
http://www.childtopia.com/index.php?module=home&func=jue
gos&myidioma=eng&idphpx=educational-games

აქტივობა 7. ჯგუფური მუSაობა 2. 7-8wT
სიტუაციური ამოცანა.
მასწავლებელი ბავშვებს პატარა ამბავს უამბობს ტყისპირა სოფლის შესახებ. თხრობა ვიდეოკლიპის თანხლებით ხდება. (იხ, დანართიტყისპირა სოფელი”)

ტყისპირა სოფელი

ტყის პირას პატარა, ლამაზი სოფელი მდებარეობდა. სოფლის მოსახლეობა დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად მუშაობდა. გლეხებს კოხტა ეზოებში პატარა ქოხები და თივის ზვინები ედგათ, ზამთარში პირუტყვი რომ გამოეკვებათ.
სოფელთან მდინარე ჩამოედინებოდა. როგორც ვთქვით, მას ირგვლივ ტყე ეკრა. ტყეში ათასწლოვანი ხეები აზიდულიყვნენ, სხვადასხვა ჯიშის ფრინველები დანავარდობდნენ, ცხოველები ბინადრობდნენ: შველი, დათვი, მგელი, ფოცხვერი, დიახ, კავკასიური ფოცხვერი... მდელოზე მელიის ლეკვები კოტრიალობდნენ, ირმები ტყისკენ მიიწევდნენ, ზოგჯერ ისინი ერთმანეთს პირველობისა და სიყვარულისთვის ერკინებოდნენ. მდინარე? მდინარე დუდუნით მიედინებოდა.საღამოობჼbr/>? მას დათვი ესტუმრებოდა ხოლმე. ბანაობდა, თევზებს იჭერდა და ბელებისთვის მიჰქონდა.
დრო გადიოდა... ბნელდებოდა, მზე დედამოწას ეთხოვებოდა, კიოდაბუ ღამის მთეველი”, ირმები დაისს ყივილით ხვდებოდნენ... არსად ისე ლამაზად არ ღამდებოდა, როგორც იქ, იმ სოფელში.


და აი, ამ სოფელში გამოჩნდა ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებმაც მოსახლეობას ტყის გაჩეხვის სანაცვლოდ სოფლის კეთილმოწყობა შესთავაზეს. ამ ჭინადადების გაცნობის შემდეგ სოფლის მოსახლეობა ორად გაიყო , ტყის გაჩეხვის მომხრეებად და მოწინაღმდეგებად.
ბიზნესმენთა ჯგუფის წინადადება:
ტყის გაჩეხვის მომხრეების არგუმენტები:

მოწინააღმდეგეთა არგუმენტები:

დისკუსიაში ერთვებიან მშობლები – “ ბუნების დამცველები” .
მათი არგუმენტები:

( იხ. ვიდეოკლიპი 2.www. dpa.gov.ge.)
აქტივობა 8 . მუშაობა წყვილებში. პლაკატის შექმნაგავუფრთხილდეთ ტყეს1 ” 7wT
მოსწავლეები მუSაობენ პროგრამაში pant.point და ქმნიან შესაბამის პლაკატებს. ( იხ. დანართი)
აქტივობა 9. პრეზენტაცია 3 wT

Sefaseba: fasdeba jgufebi da wyvilebi