Ярлыки

пятница, 18 октября 2013 г.

პროექტი, ”ჩვენი მწვანე ქალაქი”,ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში

10 ოქტომბერს ვესტუმრეთ ბოტანიკურ ბაღს. მოსწავლეებმა ჩანაწერები გააკეთეს , გადაიღეს სურათები,მოინიშნეს საინტერესო მცენარეების სახელები,რათა საკუთრივ  მოძიებული მასალით შეექმნათ სლაიდები .ბუნების გაკვეთილისათვის.

суббота, 28 сентября 2013 г.

გაკვეთილის გეგმა ,-” თოჯინა”

გაკვეთილის მთავარი თემა
თოჯინა

სწავლების საფეხური
საფეხური -დაწყებითი
კლასი მე-2

ინტეგრირებული საგნების დასახელება:
ქართული, ხელოვნება, ისტ-ი.
მოსწავლეთა  პროფილი
29 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
ზეპირმეტყველების უნარის გავარჯიშება- „რისი გაკეთება შემიძლია ჩემი ხელით“,კითხვის უნარის გავარჯიშება- შეძლოს მოთხრობის წაკითხვა და გაგება,სააზროვნო უნარების განვითარება-შეძლოს სასწავლო და საყოფაცხოვრებო ნივთების კლასიფიკაცია.ისტ-ის
გამოყენება შემოქმედებითი თვალსაზრისით (მაგ:სლაიდზე მოთვასებული ფოტოებისგამოყენებით წინადადების  შედგენა ). მოსწალეს განუვითაროთ ხელოვნური მასალით სათამაშოს შექმნის უნარი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიმართულება:  ზეპირმეტყველება
ქართ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
·         სამეტყველო სიტუაციისა და ადრესატის გათვალისწინებით შეარჩევს მართებულ გამონათქვამს (როგორ ხარ?  / ბრძანდებით?);
მიმართულება: კითხვა
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა სახელებს,  სათამაშოს და სხვ.);
·         პოულობს ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მოკლედ წერს პირადი გამოცდილების შესახებ (ჩემი საყვარელი თამაში”);
·         პასუხობს კითხვებს ზეპირად და შემდეგ წერილობით;
ს.გ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ბუნებრივი და ხელოვნური მასალის (გირჩა, ტოტი, მძივი, ფოთოლი, მარცვლეული, პლასტილინი, ხის ქერქი, ფუჩეჩი და სხვ.) გამოყენებით ქმნის სათამაშოს.
ს.გ.II.4.  მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის     მეშვეობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასახავს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს .
·           ხატავს ფანტაზიით შექმნილ გარემოს და სიუჟეტებს;
·           ქმნის ლიტერატურული ნაწარმოების მარტივ  ილუსტრაციებს.
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
·           ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს);
ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.

·           იყენებს ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებს ამოცანების ამოხსნის, ცნებების, იდეებისა და ისტორიული მოვლენების თვალსაჩინოდ წარმოდგენის მიზნით (მაგალითად: ვიზუალური მასალა,  საგანმანათლებლო თამაშები და სხვა);
·           იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის  წასახალისებლად.


წინასწარი ცოდნა
 შეუძლიათ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა
შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი შეფასება. სიტყვიერი კომენტარი: კითხულობს გამართულად, პასუხობს კითხვებს, ფლობს ხელოვნურ მასალას, შეუძლია სივრცობრივი კონსტრუქციის შექმნა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ბუკები, პროექტორი. ქართული ენის  სახელმძღვანელო. ბაზერაშვილის მოთხრობა „ თოჯინა“. დაფა, ცარცი, ფერადი ფანქრები მუყაო, ორი ფანქარი ( ან წვრილი ჯოხი) დიდი და პატარა. ვიდეო მასალამე-2 კლ.მოსწავლე, თეონა ძამსაშვილის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ, მუსიკალური კლიპი „თოჯინები“












გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობათა თანმიმდევრობა
აქტივობა1. გამოწვევა. მოტივაციისთვის, მასწავლებელს შემოაქვს ხელთათმანი და რბილი სათამაშო პეპელა. მიმართავს მოსწავლეებს „ მე ამისგან გავაკეთებ... “ ამაგრებს პეპელას ხელთათმანზე,იკეთებს ხელზე და კითხულობს ლექსს:
 დაჯექ,დაჯექ,პეპელა
ახალ კაბას გიკერავ,
თუ არ დაგდები,
არ შეგიკერავ!“
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს კითხვებით: მე  რა გავაკეთე? თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი ხელებით? მოსწავლეები გამოთქვამენ სხვადასხვა აზრს.  (5-7 წთ)
აქტივობა 2. მასწავლებელი პროექტორის საშუალებით უჩვენებს თანაკლასელებს თეონას მიერ ბებიასგან აღებულ ინტერვიუს.( 2 წთ)
აქტივობა 3. პასუხობენ კითხვებს,თუ როგორ გაიგეს მოსმენილი ტექსტი. (3 წთ)
რომელი სიტყვებით დაიწყო თეონამ ინტერვიუს აღება?
რის შეახებ საუბრობდა ბებია?
როგომელი სიტყვებით დაამთავრა თეონამ ინტერვიუ?
 თქვენ როგორ დაამთვრებდით?
აქტივობა 4. ნ.ბაზერაშვილის მოთხრობის „თოჯინა“   დამოუკიდებლად წაკითხვა  მოსწავლეების მიერ. (5 წთ)
აქტივობა 5. მოსმენილისა და წაკითხული ტექსტის დაკავშირება. (3 წთ)
 აქტივობა 6. მოტორული ვარჯიში  მუსიკის თანხლებით „თოჯინები”.
                    უკვე მზად ვართ შემდეგ აქტივობაზე გადასასვლელად. (3წთ)
აქტივობა 7 . წინადადების შედგენა სლაიდზე მოცემუი სურათების მიხედვით . ( 2 წთ)
აქტივობა 8. დაასახელონ მუშობა დაფაზე3წთ) მოძებებნე მოთხრობაში მსგავსი სიტყვები:
 დედოფალა-
გაამშვენიერა-
კოხტა-
აქტივობა 9  ბუნებრივი მასალით,ორი ფანქრითა და მრგვალად გამოჭრილი მუყაოს (თავი) საშუალებით თოჯინის შექმნა.(10წთ)
აქტივობა 10. ნამუშევრების პრეზენტაცია ( 5 წთ)
აქტივობა 11.  შეჯამება. შეფასება. შეძლო საუბარი თემაზე „რისი გაკეთება შემიძია ჩემი ხელით“,შეძლო მოთხრობის წაკითხვა,გაგება და მისი შინაარსის დაკავშირება მოსმენილთან,შეძლო მარტივი თოჯინის აწყობა.(2წთ)
 
დავალება: 1.  მოძიებული ნივთებით  გააკეთე სახლში სათამაშოები: თოჯინა,ბზრიალა,ურიკა,რაიმე ცხოველი...დაიხმარეთ უფროსები,გაახსენეთ ბავშვობა. თვითნაკეთი სათამაშოებით  კლასში მოვაწყობთ გამოფენას და გამარჯვებულ სათამაშოს გავამგზავრებთ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში,რბილი სათამაშოების კონკურსზე.
2. ბუკში ამობეჭდე შენი აზრი თემაზე „ ჩემი საყვარელი თამაში“



пятница, 13 сентября 2013 г.

მასტერკლასი ”კვლევა და ექსპერიმენტი”

10 სექტემბერი, თბილისი -მასტერკლასი "კვლევა & ექსპერიმენტები"




суббота, 13 июля 2013 г.

ვიდეო,როგორც სასწავლო რესურსი

ტრენინგის დასახელება: ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“ ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო). ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი.გლდანი. გმირ კურსანტთა ქ N1 ტრენინგის ხანგრძივობა: 1 დღე (4 საათი). 6.07.2013 ტრენერი: ლალი გიგაური მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან ვიდეომასალის შექმნასა და სასწავლო პროცესში ამ მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების თავისებურებებსა და სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - კლიპების მომზადებას პროგრამა „Movie Maker“ - ის გამოყენებით, ასევე მასალია განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში,ბლოგზე. ტრენინგის მოკლე აღწერა ტრენერმა გაგვაცნო სამუშაო პროგრამა: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა Movie Maker -ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში , შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს საშუალება გვქონდა ტრენერისთვის დაგვესვა კითხვები. ტრენერმა განმარტა, რომ movie maker არის ვიდეო კლიპების დამზადების MicroSoft - ის უფასო პროგრამა და windows XP – ს ვერსიას იგი ავტომატურად მოყვება. Windows 7 - ის ზოგ ვერსიას შეიძლება არ მოყვეს, ამიტომ ტრენერმა დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს Micro Soft - ის საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება. ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie maker - ის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო - კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, სატიტულეე კადრების შექმნა, ვიდეო - ფაილების დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული პროექტის და დასრულებული სახით. აგვიხსნა განსხვავება ამ 2 სახის შენახვას შორის. პარალელურად თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა კომპიტერთან ახსნილი მასალის გაგება - განმტკიცებაზე. ტრენერი პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას. ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება: აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ყველაფერი. ძალიან მომეწონა პროგრამა Movie Maker და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო. კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე. ტრენინგის შემდეგ: ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რომელიც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად გამემტკიცებინა შესწავლილი მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი,დავამუშავე პროექტის,-“ რას აკეთებ თავუისუფალ დროს?“- ვიდეორგოლი და ავტვირთე Youtube - ში. მარეხი ბასილიძე 7.07.13

вторник, 11 июня 2013 г.

სპორტის გაკვეთილზე

   მოძრაობა ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მისი ნაკლებობა კი სხვადასხვა დაავადების მიზეზია. მოძრაობა განსაზღვრავს ჩვენს აღნაგობას და ორგანიზმის ფუნქციებს.
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად , ჩვენს ორგანიზმს ფიზიკური აქტიურობის გარკვეული დოზა აუცილებლად სჭირდება.
ისიც აღსანიშნავია, რომ ფიზიკური აქტიურობა მუდმივი უნდა იყოს.
სპორტის გაკვეთილები ხელს უწყობს მოზარდის ფორმირებას და ცხოვრების ჯანსაღი
წესის დანერგვას.


понедельник, 10 июня 2013 г.

ჩვენი ტკბილი ბებიკოები

   ყველა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად ხედავდეს და ურთიერთობა ჰქონდეს  ბებია და ბაბუასთან.  
   ასაკოვან ადამიანში არის რაღაც, რაც არც ერთ ახალგაზრდას არ აქვს  და ეს რაღაც ძალიან კარგია.
   ამბობენ,მოხუცები უფრო მძაფრად განიცდიან სიცოცხლის ფასსამიტომ ისინი უფრო მეტად აფასებენ შვილიშვილებთან გატარებულ წუთებსრომელიც მათი გვარის გამგრძელებლები არიან... 
   ბებია და ბაბუასთვის კი ბავშვთან ურთიერთობის წუთები შეიძლება იყოს განსაკუთრებული ბედნიერება.

понедельник, 20 мая 2013 г.

პროექტზე მუშაობის ამსახველი ფოტომასალა.
შენიშვნა: ”ნორჩ ჟურნალისტთა” ფოტოების ატვირთვა ვერ მოვახერხე,ვიმედოვნებ,რომ ჩემი მოსწავლეები არ მიწყენენ.მათი ვიდეო-ინტერვიუები ვრცლად გამოვაქვეყნე ამავე ბლოგზე

პროექტის -”რას აკეთებ თავისუფალ დროს?” -ფოტოგალერეა

სპორტის გაკვეთილებზე

    მოძრაობა ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილებაამისი ნაკლებობა კისხვადასხვა დაავადების მიზეზიამოძრაობა განსაზღვრავს ჩვენს აღნაგობას დაორგანიზმის ფუნქციებს.
   ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად , ჩვენს ორგანიზმს ფიზიკური აქტიურობის გარკვეული დოზა აუცილებლად სჭირდება.