Ярлыки

суббота, 13 июля 2013 г.

ვიდეო,როგორც სასწავლო რესურსი

ტრენინგის დასახელება: ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“ ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო). ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი.გლდანი. გმირ კურსანტთა ქ N1 ტრენინგის ხანგრძივობა: 1 დღე (4 საათი). 6.07.2013 ტრენერი: ლალი გიგაური მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან ვიდეომასალის შექმნასა და სასწავლო პროცესში ამ მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების თავისებურებებსა და სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - კლიპების მომზადებას პროგრამა „Movie Maker“ - ის გამოყენებით, ასევე მასალია განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში,ბლოგზე. ტრენინგის მოკლე აღწერა ტრენერმა გაგვაცნო სამუშაო პროგრამა: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა Movie Maker -ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში , შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს საშუალება გვქონდა ტრენერისთვის დაგვესვა კითხვები. ტრენერმა განმარტა, რომ movie maker არის ვიდეო კლიპების დამზადების MicroSoft - ის უფასო პროგრამა და windows XP – ს ვერსიას იგი ავტომატურად მოყვება. Windows 7 - ის ზოგ ვერსიას შეიძლება არ მოყვეს, ამიტომ ტრენერმა დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს Micro Soft - ის საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება. ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie maker - ის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო - კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, სატიტულეე კადრების შექმნა, ვიდეო - ფაილების დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული პროექტის და დასრულებული სახით. აგვიხსნა განსხვავება ამ 2 სახის შენახვას შორის. პარალელურად თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა კომპიტერთან ახსნილი მასალის გაგება - განმტკიცებაზე. ტრენერი პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას. ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება: აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ყველაფერი. ძალიან მომეწონა პროგრამა Movie Maker და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო. კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე. ტრენინგის შემდეგ: ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რომელიც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად გამემტკიცებინა შესწავლილი მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი,დავამუშავე პროექტის,-“ რას აკეთებ თავუისუფალ დროს?“- ვიდეორგოლი და ავტვირთე Youtube - ში. მარეხი ბასილიძე 7.07.13