Ярлыки

пятница, 11 ноября 2011 г.

თამაშის როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში

თამაში 5-6 წლის ბავშვის წამყვანი ქცევის ფორმაა. თამაშში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები და პიროვნული თავისებურებები.ამ დროს განვითარებას იწყებს ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება.
თამაშის ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედებაც,რომელიც მოგვიანებით ქცევის წამყვანი ფორმა ხდება.სწავლა შემოაქვს მოზრდილს (მასწავლებელს,აღმზრდელს,მშობელს),ის უშუალოდ არ აღმოცენდება თამაშიდან.
5-6- წლის ასაკის ბავშვი სწავლას თამაშში იწყებს.იგი მას ისე ეკიდება,როგორც გარკვეული წესების მქონე თავისებურ როლურ თამაშს.ასრულებს რა ამ წესებს,ბავშვი შეუმჩნევლად ეუფლება ელემენტარულ სასწავლო მოქმედებას.მას უყალიბდება სწავლის მოტივი და სურვილი.
5-6- წლის ასაკის ბავშვებისთვის ტიპიურია: მოტორული თამაშები,თამაში -”ბრძოლა-ძალების მოსინჯვა”,როლური და წესებიანი თამაში.
აქტივობა -”მანქნები”
მიზანი:განტვირთვა,გუნება-განწყობის ამაღლება;
მიმდინარეობა:ყველა მოსწავლე ხელებს წევს მაღლა და ”პი-პი”-ს ძახილით იწყებს მოძრაობას ოთახში.წამყვანი დაიძახებს რაიმე ციფრს და ყველა უნდა გაერთიანდეს შესაბამისი რაოდენობის ჯგუფებად.წამყვანიც ცდილობს,რომელიმე ჯგუფში მოხვდეს...ვინც ვერ მოასწრებს და მარტო დარჩება წამყვანი ხდება.ეს თამაში შეიძლება გამოვიყენოთ მცირე ჯგუფის შესქმნელად.1-2 რაუნდის შემდეგ ვასახელებთ იმ ციფრს,რამხელა ჯგუფიც გვინდა შევქმნათ.
აქტივობა -დოღი და ოპერატორი
მიზანი:განტვირთვა,გუნება-განწყობის ამაღლება;
მიმდინარეობა:ბავშვები დგებიან წრეში. მასწავლებელი აწვდის ინსტრუქციას: ” წარმოიდგინეთ,რომ მე ოპერატორი ვარ.გადავიღე დოღი,მაგრამ ხმა გამიფუჭდა.თქვენ ყველანი უნდა დამეხმაროთ გახმოვანებაში.როცა ვახმოვანებთ ცხენების სირბილს ასფალტზე,მაშინ ხელებს ვირტყამთ მკერდზე,ბალახზე სირბილისას - ფეხებზე,გუბეების გადალახვისას -ლოყებზე,როცა ცხენები ახტებიან ბარიერს მაშინ იძახიტ ”ჰოპ-ჰოპს”, მაყურებლის ოვაციაზე _ ”უუუუ”.ჯგუფი ასრულებს მოძრაობებს სინქრონულად,რაც ეხმარება ჯგუფს შეჭიდულობის გაზრდაში.
გამოყენებული ლიტერატურა. ნ.ლაბარტყავა;მ.მელიქიშვილი;თ.კერძაია-” 5წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებანი”.

пятница, 28 октября 2011 г.

თემა : ჩემი ოჯახი

სადამრიგებლო საათი
mimarTuleba – pirovnuli da moraluri ganviTareba:
თემა: ჩემი ოჯახის წევრები
მოწვეული სტუმრები: 1 კლასის მოსწავლის, ილია ხუციშვილის მშობლები
მიზანი: მიეცეს მოსწავლეს შესაძლებლობა გამოთვან აზრი თავიანთი ოჯახის და მისი წევრების შესახებ.
გაიცნონ მეგობრის ოჯახის წევრები,მათ შესახებ გარკვეული წაროდგენების შექმნა.
მსვლელობა:
1.პოეზიის ”წია-წია წიპონია,
ერთმანეთი გვიპოვნია
მამს დედა,დედას-შვილი
შვილს ღიმილი,ღიმილს-მზე;
გაფოთლილა საქართველოს
მშვიდობის და რწმენის ხე.
2. კითხვა -პასუხი
3.აქტივობა:მხიარული ოჯახი” -ყველანი ერთად ვცეკვავთ (სტუმრებიც და მასპინძლებიც)

суббота, 15 октября 2011 г.

პროექტები


პროექტის გეგმა
პროექტის სახელი : შემოდგომა

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან შემოდგომის სეზონს,ამ დროს მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს,მცენარეთა,ფრინველთა და ცხოველთა სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს, რაც მათი ასაკისთვის საჭირო, გასაგები და საინტერესოა.

პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში მიმდინარე იმ ცვლილებეზე,რომელსაც ადგილი აქვს შემოდგომაზე. დააკვირდებიან ამინდის ცვალებადობას , ჩაინიშნავენ ცხრილის სახით და დაკვირვების შედეგად გააკეთებენ დასკვნებს.მოიძიებენ ინფორმაციას შემოდგომის ხილზე,თუ რა არის რთველი,როგორ ამზადებენ ჩურჩხელას. მოეწყობა ექსკურსია თბილისის ბოტანიკურ ბაღში.პროექტის დასკვნით ეტაპზე ჩავტარებთ შემაჯამებელ გაკვეთილს,ოვაწყობ პრეზენტაციას მოძიებული მასალის გამოყენებით, გავაკეთებ სტენდ,მოსწავლეები  წარადგენენ  შემოდგომის თემაზე შექმნილ საკუთარ ფერწერულ ნამუშევრებს.
მოსწავლეთა ასაკი : 5-6-7-10 წელი

ვადები და ხანგრძლივობა : 2თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები დაიყოფიან 5ჯგუფად და გადანაწილდება დავალებები. I ჯგუფი დააკვირდება ამინდის ცვალებადობას,II მცენარეებს,III ცხოველთა სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს,IV შეაგროვებს ინფორმაციას შემოდგომის ხილზე,V ბებოსგან აიღებს ინტერვიუს როგორ მზადდება ჩურჩხელა,პაპისგან-რა არის რთველი,ბადაგი,ღვინო,მარანი.ჯგუფებს დაენიშნებათ მეოთხეკლასელები( ჩემი ყოფილი მოსწავლეები) ჯგუფის ხელმძღვანელებად.
პროექტის პროვოცირებისთვის  წარვმართავ  პრეზენთაციას ”ეს საოცარი შემოდგომა”,  ,რაც გამოიწვევს მოტივაციის ამაღლებას.  პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებს ვაჩვენებ ფოტოკოლაჟას”შემოდგომის ფოთლების ფანტაზია”და ვთხოვ მსგავსი ტექნიკით შექმნან აპლიკაციები.

მოსალოდნელი შედეგები: ჩატარებული კვლევის შედეგად ბავშვები გაიგებენ სასურველ ინფორმაციებს ,ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,გამოუმუშავდებათ პრეზენტაციისათვის საჭირო ელემენტარული უნარ-ჩვევა.

სარგებლობა სხვებისათვის: მოცემულ თემაზე მოძიებულ მასალას დაამუშავებენ და კომპაქტური სახით ჩაწერენ უფროსკლასელიები. სკოლის მოსწავლეებისათვის მისაბაძი იქნება ენთუზიაზმი, ასაკით პატარების დახმარება,რაიმე ახლისა და საინტერესოს შექმნის მცდელობა; პროექტის გეგმასა და მოძიებულ მასალას განვათავსებ ჩემს  ბლოგზე,  http://marexbasilidze.blogspot.com. ბლოგის  საშუალებით, დაინტერესებული პირები გაეცნობიან მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, აღნიშნულ საკითხზე.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბუნ. I. 6.  მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.
* აკვირდება, აღწერს და ხატავს მის გარშემო არსებულ ობიექტებს;
* დაკვირვების საფუძველზე აღწერს ლოკალურ გარემოს და ქმნის ნახატებს.

ბუნ. I. 5.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს დღე­ღამის  მონაცვლეობასთან დაკავშირებული მოვლენები.
* აღწერს ცხოველთა  ქცევას დღე-ღამის განმავლობაში, სეზონის მიხედვით , გადმოსცემს მისთვის საინტერესო ისტორიას  და აკეთებს ჩანახატებს.

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
• მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);

ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
• მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;

ს.გ.I.2.   მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას   ნამუშევრის შექმნისას.
• ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს; 

ისტ.I
ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.

პროექტის ფასილიტატორი: მარეხ ბასილიძე

პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: m.basilidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://marexbasilidze.blogspot.com

სადამრიგებლო კონცეფცია


Tbilisis   სსიპ. 157-e sajaro skolis
I klasis დამრიგებლის  m.basiliZis
I semestris sadamrigeblo koncefcia
mimarTuleba – pirovnuli da moraluri ganviTareba
·         “me skolaSi mvidivar” – saubari, saklaso sazogadoebis Camoyalibeba _ erTmaneTis gacnoba, skolasTan Segueba _ ratom davdivarT skolaSi? urTierTobis ganmtkiceba, erTmaneTis mimarT mzrunveli damokidebulebis Camoyalibeba.,ra molodini aqvT axal saswavlo wels? A(2 Sexvedra)

·         “ SevimuSaoT qcevis wesebi” _ rogor moviqceT klasSi(ufrosebTan misalmebis, mimarTvis _”Tqven“ formis gamoyenebis saWiroeba, xelis awevis kultura, saklaso nivTebis movlis aucilebloba; sakuTar da sxvisi  sakuTrebis  gafrTxileba ( 2 Sexvedra)

·         socialurad Rirebul qcevebze/qcevis wesebze saubari – eTika, zrdiloba  saklaso garemoSi (jadosnuri sityvebi: gmadlobT, bodiSi, Tu SeiZleba) ვუცქიროთ ბაბილინას ზღაპარს ”ჩოჩორიკოს ზრდილობა.” ( 2 შეხვედრა)



mimarTuleba _inteleqtualuri da esTetikuri ganviTareba
·         ” ჩემი დედიკო ჩემი კლასის სტუმარია ’-თვეში ერთხელ რამოდენიმე მშობელი კლასის სტუმრად სახელდება.ისინი 15წთ. განმავლობაში მოსწავლეებს უკითხავენ ზღაპრებს.აღნიშნული აქტივობა მოსწავლეს ეხმარება ადაპტაციაში,ამასთანავე გრძნობენ,რომ სკოლა ისევე მნიშვნელოვანია უფროსებისთვის,როგორც მათთვის.

·         xelovnebis sxvadasxva dargis nimuSebi, mxatvroba; Teatri, sayvareli filmebi da multfilmebi, musika. ბუკების გამოყენებით ვუყურებთ მულტფილმებს; ”ბომბორა”, ”ბომბორა სკოლაში მიდის( 2 შეხვედრა)



mimarTuleba – garemos dacviTi kultura da cxovrebis jansaRi wesi

·         პროექტი: ”შემოდგომის ფერები” - პროექტის მოკლე აღწერამოსწავლეები გაეცნობიან შემოდგომის სეზონს,ამ დროს მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს,მცენარეთა,ფრინველთა და ცხოველთა სამყაროში მიმდინარე ცვლილებებსრაც მათი ასაკისთვის საჭიროგასაგები და საინტერესოა.(ვადა  2 თვე).

·         bunebis mofrTxilebis aucilebloba (xeebis movla, quCaSi sisufTavis dacva), bunebis dacviTi RonisZiebebi; bunebis movlenebi, maTi mniSvneloba, cxovelebis, frinvelebis cxovrebis niri da Segueba garemosTan, urTierToba Sinaur cxovelebTan .

·         piradi higiena, Tavis movlis Cvevebi; jansaRi kveba da sasargeblo produqtebi    sportuli aqtivobis mniSvneloba (1 Sexvedra);


понедельник, 10 октября 2011 г.

კლასის საათი
თემა:ზღაპრების სამყარო-ჩემი შვილის საყვარელი ზღაპარი.
შინაარსი: ორი თვის მანძილზე , ოთხშაბათობით, დედები სტუმრად გვეწვევიან კლასში,რათა შვილის მეგობრებს საყვარელი ზღაპარი წაუკითხონ. ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლის სკოლაში ადაპტაციას.ამასთანავე ბავშვები გრძნობენ,რომ სკოლა მშობლისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი და საყვარელია,როგორც მათთვის.
   ჩვენი კლასის პირველი სტუმრები გახლდნენ: ირმა ირემაძე, ნინო ბუკია, ნინო წულუკიძე. მათ პატარებს შესთავაზეს ქართული ხალხური ზღაპარი: ”რწყილი და ჭიანჭველა”.




четверг, 8 сентября 2011 г.

გილოცავთ 2011-2012 ს.წ.


წელს პირველი კლასი მყავს.ჩემი აზრით, ყველაზე რთული და ამავე დროს სახალისოა პირველ კლასში მუშაობა.
მინდა რამოდენიმე საინტერესო ინფორმაცია შემოგთავაზოთ.
I კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 35 წუთს.
გაკვეთილის სტრუქტურა: გაკვეთილი უნდა შედგებოდეს სხვადასხვა აქტივობებისაგან.
10-15 წუთიანი სასწავლო აქტივობის შემდეგ ბავშვს უნდა შევთავაზოთ განმავითარებელი სავარჯოშოები,მოტორული თამაშები.სასურველია,ყოველი გაკვეთილის განმავლობაში ასეთი სახის ჩართვას 2-ჯერ ჰქონდეს ადგილი.
აქტივობები განტვირთვისათვის
აქტივობა ”წვიმა”
მიმდინარეობა: ბავშვები დგებიან წრეში.მასწავლებელი აწვდის ინსტრუქციას:ჩვენ ახლა უნდა გავახმოვანოთ წვიმა.როცა ვიტყვი”წვრილი წვეთები”!-გაატკაცუნებთ თითებს. ”წვიმა”!-ხელებს ვირტყამთ მუხლებზე.”ჭექა-ქუხილი”!-ვაბრახუნებთ ფეხებს,”ამოდის მზე”!-ხელებს ვწევთ მაღლა.

” დავდივარ ისე როგორც...”
მიზანი: განტვირთვა,თვითრეგულაციის,სწრაფად კოორდინირების უნარის განვითარება.
მიმდინარეობა: მოსწავლეები დადიან კლასში.მასწავლებელი აწვდის ინსტრუქციას:დავდივართ ისე,როგორც ნელი ადამიანები.დავდივართ ისე,როგორც ძალიან ნელი ადამიანები,დავდივართ ისე,როგორც ადამიანები წვიმის დროს,დავდივართ ისე,როგორც ადამიანები ძლიერი სიცხის დროს,ცხელ ქვებზე და ა.შ.

среда, 13 июля 2011 г.

სიყვარული,ყვავილები და ...

ყვავილები-ყველაზე მარტივი და ლამაზი საშუალებაა რათა გადმოსცე შენი გრძნობები თუ ემოციები, აუმაღლო გუნება-განწყობილება შენთვის საყვარელ პიროვებებს ,ასევე საკუთარ თავსაც:) ყვავილებიშეგიძლია სიხარული შეიგრძნო, განქარწყლო დეპრესია, ან შეიმსუბუქო დეპრესიით განცდილი სულიერი ტკივილი
ჩემს მიერ შექმნილ ამ ფოტოკოლაჟს ვუძღვნი ყველა იმ ადამიანს,ვისაც სიყვარული ჯერ კიდევ შეუძლია :)