Ярлыки

четверг, 15 ноября 2012 г.

შეფასება


შეფასება დაწყებით კლასში
(სსიპ ქალაქ თბილისის N 157 საჯარო სკოლა)

   შეფასების მიზანია:

·         სწავლასწავლების ხარისხის მართვა;
·         მოსწავლის ხელშეწყობა სწავლაში;
·         ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
·         სასწავლო პროგრამების ეფექტიანობის განსაზღვრა და სრულყოფა;
·         მშობლების ჩართვა სწავლების პროცესში და მათთან კომუნიკაციის გამყარება.

    I საფეხური

   ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულია -  “ I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.”  (მუხლი 17. აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა ) მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ საგნის მასწავლებელი   უნდა ფლობდნენ ინფორმაციას თითოეული მოსწავლის მოსწრების შესახებ. უნდა ფასდებოდეს ინფორმაციის ფლობა, უნარ-ჩვევები, კომუნიკაციური უნარები, შემოქმე-დებითობა.

   შეფასების ფორმად გამოყენებულია:

   გარკვეული პირობითი ნიშნები მოსწავლეთა წარმატების აღიარებისა და სწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის. მოსწავლე ფასდება მთელი სემესტრის განმავლობაში.

   მოკლევადიანი  სიტყვიერი და წერილობითი კომენტარი   მოსწავლეთა სწავლაში წარმატების მიღწევაში დახმარებისათვის, სირთულეების დაძლევის გზების ჩვენე-ბისა და რჩევებისათვის საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენისათვის.
ფასდება  მთელი  სემესტრის  განმავლობაში.

   შემაჯამებელი წერილობითი კომენტარი   სემესტრის ბოლოს მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში მოსწავლეთა შესაბამისობის ჩვენებისათვის. შეფასება ხდება, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეფასების სქემების, რუბრიკების ფორმითფასდება  სემესტრის  ბოლოს.



 კათედრის  თავმჯდომარე :  მ. ბასილიძე
 მდივანი :  მ. არქანია

среда, 7 ноября 2012 г.

მე მიყვარს ექსპერიმენტები

გთავაზობთ მეორეკლასელთა მანუშევრებს თემაზე - ”მე მიყვარს ექსპერიმენტები”.
ნახატები შესრულებულია ბუკში,პროგრამა paint-ის გამოყენებით.
ნიცა ბასილიძე
6 წლის
თეკლა აბულაშვილი
7 წლის
ანა ბურკაძე
7 წლის
ანი რეიხანოვი
7 წლის
მარიამ ბახუტაშვილი



вторник, 6 ноября 2012 г.

კათედრის ზოგადი დ ე ბ უ ლ ე ბ ა


კათედრის მიზნები და ამოცანები
 *საგნის სწავლების სტრატეგიის განსაზღვრა;   *გაკვეთილზე დაკვირვების ინდიკატორების განსაზღვრა;   *დაწყებითების კათედრის შეფასების კრიტერიუმების შემუშავება;  * მოსწავლეებს განუვითაროს ზოგადი ესთეტიკური უნარ-ჩვევები,ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების სურვილი.*გამოუმუშაოს მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობისურთიერთდახმარების და თანამშრომლობის უნარები.მოსწავლეებს აუმაღლოს მოტივაცია ახლის შეცნობის და მაძიებლობის შესახებ; *კათედრების მუშაობა უნდა იყოს თანხვედრი სკოლის სასწავლო გეგმასთან;ჯეროვანი ყურადღება მიექცეს მოსწავლეთა ცოდნის ზრდას ერთობლივ შეკრებებზე;
კონკრეტული მიზნები და ამოცანები:სახელმძღვანელოებისა და ფასეული ნამუშევრების შერჩევა;
*
პედაგოგთა პროფესიული განვითარება , ლექცია – სეამინარებისკონფერენციების ,მრგვალი მაგიდისა სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
პრაქტიკული მეცადინეობების ორგანიზება;
პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი;
*
პედაგოგთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაშიდა და გარე პარტნიორული
ურთიერთობის განვითარება;
*
კლასგარეშე ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება მოსწავლეთა მოტივაციის
ასამაღლებლად.
კათედრის წევრობა
 
კათედრის წევრების უფლება-მოვალეობები:
კათედრის
 წევრებს უფლება აქვთ:აირჩიოს ან არჩეულ იქნას კათედრის თავმჯდომარედ;)კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის უფლებით;)ინიციატივებით შევიდეს სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;მონაწილეობა მიიღოს კათედრის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში.
კათედრის წევრ მოვალეობა
დაესწროს კათედრის სხდომებს თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი);მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელოების შერჩევაში;იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე;
კათედრის თავმჯდომარე
თავმჯდომარის არჩევის წესი
)კათედრის თამვჯდომარეს 1 წლის ვადით ირჩევენ კათედრის წევრებისასწავლო წლის დასაწყისშიფარული კენჭისყრითხმათა უმრავლესობით;კანდიდატები ასახელებენ საკუთარ კანდიდატურას ან სახელდება კანდიდატურა კათედრის წევრთა მიერ;კანდიდატი ვალდებულია კათედრის წევრებს წარუდგინოს პროგრამა;

  კათედრის თავმჯდომარის ფუნქციამოვალეობები:
)  უზრუნველყოს კათედრის სხდომის ორგანიზება;) გაუძღვეს კათედრის სხდომას ;კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოს წლის სტრატეგიული გეგმის მომზადება და წარადგინოს ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად;სემესტრში ერთხელ მოამზადოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ და წარადგინოს პედაგოგიურ საბჭოზე;დაინტერესებულ პირს მიაწოდოს კათედრის საქმიანობის შესახბ ინფორმაცია;კათედრის წევრებს შორის უზრუნველყოს ფუნქციების ეფექტური განაწილება და პედაგოგთა განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების (ლექციასეამინარებისკონფერეციებისდებატებისჩატარება;

კათედრის სხდომა
 
გადაწყვეტილებები:კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება :კათედრის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით;) ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი;
 სხდომის ჩატარება
კათედრა უფლებამოსილია ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა , თუ ამის საჭიროება არის და
ამას ითხოვს კათედრის წევრთა 1/3;)კათედრის რიგგარეშე სხდომის შესახებწევრები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ სამი სამუშაო დღით ადრე მაინცგანსახილველი საკითხების მითითებით;კათედრა იკრიბება წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ მაინც;


სადამრიგებლო პროგრამა(მე-2 კლასი)


2012-2013 ს/წ.  I სემესტრის სადამრიგებლო საათის  თემები:
მიმართულება  -  პიროვნული და მორალური განვითარება
1. რას ნიშნავს იყო მეორეკლასელი? რით განსხვავდებით პირველკლასელებისაგან?  ზაფხულის შთაბეჭდილებები ( 1 შეხვედრა)
2. საკლასო წესების შემუშავება. რომელი წესების დაცვა გვეხმარება სწავლაში?     ( 2 შეხვედრა)
3. ემოციები, რომლებიც თან ახლავს სხვადასხვა საქმიანობას   (2 შეხვედრა)
4. თვისებები, რომელთა გამოც ვირჩევთ მეგობრებს; თვისებები, რომლებიც ხელს გვიშლის სწავლასა და მეგობრობაში.  (1 შეხვედრა)
5.   როგორი ვარ მე? ავტოპორტრეტი თვისებებით   ( 1 შეხვედრა)

მიმართულება  -  გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
1.დღის რეჟიმი, დასვენებისა და სასწავლო პროცესის დროს განსხვავებული საქმიანობები, მათი დაგეგმვის აუცილებლობა. ( 2 შეხვედრა)

მიმართულება  - უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
1.ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილები, ძეგლები, მოვლენები.
( 3 შეხვედრა)

მიმართულება  -  თვალსაწიერის გაფართოება
1.არდადეგებზე შეძენილი ცოდნა, წაკითხული  წიგნები..

вторник, 10 июля 2012 г.

воскресенье, 10 июня 2012 г.

ხუთკუნჭულა

მოგესალმებით ჩემო სიხარულებო, ყოჩაღებო და ცუგრუმელებო! ყველანი მომენატრეთ. ვიმედოვნებ, მხიარულად ისვენებთ. გთავაზობთ ხალხურ ზღაპარს,მოუსმინეთ და კომენტარი დამიტოვეთ,მოგეწონათ თუ არა.
სიყვარულით, მარეხი მასწავლებელი :)