Ярлыки

суббота, 18 сентября 2010 г.

გილოცავთ 2010-2011სასწავლო წელს



თბილისის 157-ე საჯარო სკოლის
III კლასის პედაგოგ მ.ბასილიძის
I სემესტრის სადამრიგებლო კონცეფცია

მიმართულება – პიროვნული და მორალური განვითარება
• “მე უკვე მესამეკლასელი ვარ” – ზაფხულის შთაბეჭდილებები, მათი ინტერესი,ჰობი,რომელი გაკვეთილი მოენატრათ ყველაზე ძალიან,რა მოლოდინი აქვთ ახალ სასწავლო წელს? (1 შეხვედრა)
• “ შევიმუშაოთ ქცევის წესები” _ როგორ მოვიქცეთ კლასში,როგორი ჩაცმულობა იქნება ჩვენთვის მისაღები,წახალისებისთვის როგორი პირობითი ნიშანი მოგვეწონებოდა? ( 1 შეხვედრა)
• “ჩვენ ერთმანეთს ვგევართ და ამასთანავე განვსხვავდებით” _ რაზე ოცნებობენ ჩვენი თანატოლები? გავიხსენოთ ზაფხულში წაკითხული ნაწარმოები : “ტომ სოიერის თავგადასავალი”(მარკ ტვენი) და ”პეპი გრძელიწინდა”(ა.ლინდგრენი); დისკუსია-”მე ასეთი ვარ”-ჩემი საყვარელი 3 სათამაშო,საყვარლი ცხოველი,ფრინველი,ყვავილი,კერძი,ჩემი ჰობი;სურვილისამებრ შეხვედრა რომელიმე მოსწავლის მშობელთან,ბები-ბაბუასთან,დასთან ან ძმასთან. დავუსვავთ კითხვებს მათ შესახებ. ( 2 შეხვედრა)
მიმართულება _ უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პარტიოტული ცნობიერება
• “ვიწყებთ ჩვენი ქალაქის გაცნობას” – პროექტი. Aექსკურსიები თბილისის სხვადასხვა უბანში,ექსკურსიებს წინ უძღვის პროექტში მონაწილე უფროსკლასელთან,ან მშობლის მიერ მოძიებული ინფორმაცია მითითებულ მარშრუტზე.
ა)მოსაძიებელი მასალა: თბილისის დაარსება,მდინარე მტკვარი,მეტეხისა ტაძარი,ფერისცვალების დედათა მონასტერი,ღვინის აღმართი. Eექსკურსიის მარშრუტი:სკოლის ეზო-მეტეხის ტაძარი-ფერისცვალების დედათა მონასტერი-ღვინის აღმართი-სკოლის ეზო.
Bბ)მოსაძიებელი მასალა: თოჯინების თეატრი,თოჯინების მუზეუმი,ანჩისხარის ეკლესია,საპატრიარქო,მშვიდობის ხიდი.ექსკურსიის მარშუტი:სკოლის ეზო-ანჩისხატის ეკლესია-თოჯინების მუზეუმი_მშვიდობის ხიდი-სკოლის ეზო.
გ) მოსაძიებელი მასალა: ნარიყალა,თბილისის აბანოები. Eექსკურსიის მარშრუტი: სკოლის ეზო,ნარიყალა-სკოლის ეზო.
მიმართულება: გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
• “წყალი - სიცოცხლის წყარო”,-ჩემი სოფლის მდინარე,ტბა,წყალსაცავი,
Nნაკადული,წყარო,ზღვა...მოსწავლეთა მიერ ზაფხულის არდადეგების განმავლობაში მოძიებული მასალის პრეზენტაცია ამ თემაზე. ( 1 შეხვედრა)
• “თამაშობები,რომელიც ჩემს დედ-მამასა და ბებია-ბაბუას უყვარდა ბავშვობაში”, - ზაფხულის არდადეგებზე მოძიებული მასალის წარდგენა თანაკლასელების წინაშე,თუ მოსახერხებელი იქნება გათამაშება.(1-2შეხვედრა)
• საუბარი თემაზე: სხეულის სისუფთავე, ეპიდემია, გრიპის ეპიდემია პროფილაქტიკა.სამკურნალო მცენარეები: ჭრილობისა და ტრამვებისგან თავის დაცვა. სიტუაციების იმიტაცია და გამოსავლის პოვნა.( 2-3შეხვედრა)
მიმართულება _ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება
• მითითებული წიგნის,მოთხრობის,ლექსების წაკითხვისას მირებული შთაბეჭდილებების გაზიარება. Pპოეზიის საღამო (წყვილები- დედა-შვილი ან და-ძმა,საყვარელ ლექსს წაგვიკითხავენ მხატვრულად: ( 3 შეხვედრა)
• საახალწლო ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
( 2 შეხვედრა)

среда, 26 мая 2010 г.

ფოტოგალერეა - Galerie de photos 2009/2010 ს/წ.




დედის დღე - La fête des Mères





ბუნების გაკვეთილზე


ქართულისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი


მწერები-საოცარი არსებები


გაკვეთილის თემა
მწერები-საოცარი არსებები

აქტივობის მიზანი და მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ზოგიერთი მწერის ამოცნობა და დასახელება.მწერებზე დაკვირვების შედეგად საკონფერენციო მასალის მომზადება.
ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევა.
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების,საკუთარი აზრის გამოთქმის,სხვისი აზრის მოსმენის,გააალიზების,შეფასების უნარ-ჩვევა.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი

ბუნება
ბუნ.II.1 მოსწავლე აღწერს მცენარის და ცხოველის ძირითად გარეგან ნაწილებს.

•თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს ორგანიზმის ძირითად გარეგან ნაწილებს,ასახელებს და გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ.
•ასრულებს მარტივ ინსტუქციებს და ფრაგმენტებიდან ქმნის ცხოველის
გამოსახულებას.

ბუნ.II.10. მოსწავლე აღწერს მცენარეებისა და ცხოველების მნიშვნელობას ადამიანებისათვის.

•ახასიათებს და აჯგუფებს ცხოველებს ადამიანის მიერ მათი გამოყენების სფეროების მიხედვით.
•გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ცოცხალი ორგანიზმისათვის მიყენებული ზიანის მიმართ, მოჰყავს მაგალითები.

თემატური ელემენტები
მწერების ზოგადი დახასიათება.
მავნე და სასარგებლო მწერები.
ფუტკარი.

შეფასება
მუშაობის ხარისხი და სისწრაფე-რამდენად ზუსტად და სწრაფად არჩევს სასურველ მასალას;
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარი-რამდენად შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში სხვისი დახმარება.
მოსმენისა და გადმოცემის უნარი-რამდენად შეუძლია სხვისი მოსმენა და საკუთარი აზრის გადმოცემა.


საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო
რესურსები

ტენიკა:კომპიუტერი,პროექტორი
გამოყენებული ლიტერატურა: ბუნების სახელმძღვანელო (IIკლასი.კვანტალიანი)
http://children.iatp.ge/main_blue.htm “|ჭიანჭველების ენა”,”ფუტკარი”,ჭიანჭელა”.







ფუტკარი

ფუტკარი მეტად სასარგებლო მწერია.იგი გვაძლევს თაფლს,ცვილს,ყვავილის მტვერს,ფუტკრის შხამს,ფუტკრის რძეს,დინდგელს.
ფუტკრები საზოგადოებებად ცხოვრობენ,მათ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლიათ.თუ ფუტკარს თვისტომთ ჩამოაშორებთ,რამდენიმე საათში დაიღუპება.
იცით, რა ჰქვია ფუტკრების სახლს? (სკა) ფუტკრები სკებში ცხოვრობნენ.ყოველ სკას 1 დედა ფუტკარი, ათასობით მუშა და რამოდენიმე ასეული მამრი ფუტკარი ჰყავს.დედა ფუტკარი დიდი პატივით სარგებლობს.მას სკაში ცალკე შესასვლელი აქვს, რომლითაც სხვა ფუტკრები ვერ ისარგებლებენ.
ფუტკრის გამრავლებას ყრა ჰქვია. დედა ფუტკარი დღე-ღამეში 1500-2000 კვერცხს დებს ფიჭის უჯრედებში.
პირველად დადებული კვერცხებიდან მუშა ფუტკრები იჩეკებიან,მოგვიანებით კი მამრი ფუტკრები ჩნდებიან. მატლები,რომლითაც დედა ფუტკარი უნდა განვითარდეს განსაკუთრებულ საკვებს იღებს.ესაა ფუტკრის რძე.დანარჩენები კი ფუტკრის პურით,ეგრეთწოდებული “პერგუთი” იკვებებიან.
ნაყარის დროს ძველი დედა ფუტკარი სკას ტოვებს. მას სკის მობინადრეთა ნახევარი მიჰყვება.ნაყარი მზვერავ ფუტკრებთა ერთად ახალი ბინის მოსაძებნად მიფრინავს. სკაში კი ახალი დედა ფუტკარი რჩება.
შემოდგომაზე,სიცივეების დადგომის წინ ფუტკრები კლავენ ან სკიდან ერეკებიან მამალ ფუტკრებს,რადგან ზამთარში დედა ფუტკარი კვერცხის დებას წყვეტს და მათი განაყოფიერებაც საჭირო აღარ არის,ამრიგად მამრი ფუტკრები უფუნქციოდ რჩებიან და მუქთამჭამელებად იქცევიან.მათ გამოკვებას კი ბევრი თაფლი სჭირდება.ზამთარში ფუტკრები გუნდასავით იკვრებიან და ასე ატარებენ ცივ დღეებს,თუმცა თუ ფიჭაში თაფლი არის სკაში ტემპერატურა განსაკუთრებული სიცივეების დროსაც კი 12-15 გრადუსზე დაბლა არ ეცემა.
საკვების შესაგროვებლად ფუტკრები გზავნიან მზვერავებს,რომლებიც საგულდაგულოდ ეძებენ ნექტრით მდიდარ ადგილებს და მათ შესახებ თვისტომთ ატყობინებენ. ამისათვის სკაში დაბრუნებული მზვერავები უცნაურად მოძრაობენ,რასაც ადამიანები ფუტკრების ცეკვას უწოდებენ. წრიული ცეკვა ნიშნავს, რომ ნექტარი ახლოსაა. ქანქარისებური ცეკვა კი იმის მაუწყებელია,რომ ნექტარი შორსაა.მზვერავები საოცარი სიზასტით გადასცემენ მუშა ფუტკრებს საკვების ადგილმდებარეობას,აგრეთვე იმას,თუ რამდენი “საწვავი” დაეხარჯებათ იქ მისაღწევად.
იცით რა არის ფუტკრების საწვავი?(თაფლი).ცნობილია რომ სკიდან გამოფრენამდე მუშა ფუტ კრები აუცილებლად იღებენ საზრდოდ გარკვეული რაოდენობის თაფლს,რათა ძალები მოიკრიბონ.
ფუტკრის ოჯახში შრომა უცნაურადაა განაწილებული.საქმე იმაშია,რომ სიცოცხლის მანძილზე ფუტკარი სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული. მაგალითად,ახალგაზრდა ფუტკარი მატლებს კვებავს,შემდგომ იგივე ფუტკარი სანთელს წარმოქმნის და მშენებლად იქცევა.მერე სანიტრის მოვალეობას ასრულებს,კიდევ უფრო გვიან სკის განიავების საქმეს ემსახურება,ღალის ასაღებად ფრენას კი სიცოცხლის დასარულს იწყებს,მისი ეს საქმიანობა მხოლოდ 3-4 კვირას გრძელდება,სულ ბოლოს კი დარაჯის მოვალეობას ასრულებს.
მუშა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვადასხვა დროს სხვადასხვაა.
ზაფხულში მთავარი ღალიანობის პერიოდში, ის 30-35 დღემდე აღწევს;
სუსტი ღალიანობის პერიოდში- გაზაფხულსა და შემოდგომაზე ,ორი თვის ფარგლებში.
ხოლო უღალო პირობებში გვიან შემოდგომიდან დაწყებული გაზაფხულამდეც კი, შეიძლება 7-8 თვემდე გაგრძელდეს.
ვახსენე სიტყვა ღალა,იცით რა არის ღალა? ღალას ფუტკრები ყვავილისაგან იღებენ.მოგროვილ ყვავილის მტვერს ისინი ფეხებზე იკრობენ და ასე ეზიდებიან სკაში.

განცვიფრებას იწვევს ფუტკრების მიერ აშენებული ფიჭა,რომლის უჯრედებიც ზუსტად ერთი ზომისა და ფორმის ექვსკუთხა ფორმის ჯამებია.ამ ჯამებში ფუტკრები აგოვებენ თაფლს და ათავსებენ თავიანთ მატლებს.ფუტკრები სკაში რამოდენიმე ფიჭის დაფას აგებენ,რომლებიც ერთმანეთისგან ზუსტად ერთნაირი მანძილითაა დაშორებული
არსებობს მეთაფლია ფუტკრის 18 ჯიში.მათ შორის განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა ქართული ფუტკარი. ისი დამახასიათებელი თვისებაა,არ ინესტრება.რას ნიშნავს თქვენი აზრით,სიტყვა,არ ინესტრება?(არ იკბინება),თვინიერია და მისი ნახვა მცირე ღალიანობისას,ანუ როცა თაფლს არ აგროვებენ, შეიძლება უპირბადოდ. ქართული ფუტკარი იტანს სუსხიან ამინდებს,ნექტარს ნისლსა და ჟინჟლში კი აგროვებს. მას მსოფლიოში ყველაზე დიდი ხორთუმი აქვს.ხორთუმის სიგრძე 7,1 მმ-ია.
ქართული ფუტკარი თავისი განსაკუთრებული თვისებების გამო სამჯერ დააჯილდოვეს ოქროს მედლით.
სკიდან თაფლის ამოღებას დახილვას უწოდებენ. თაფლს შემოდგომით იღებენ სკიდან. ეს პროცესი დაახლოებით ასე ხდება. იღებენ ფიწის ჩარჩოებს და ათავსებენ,თაფლის გამოსახდელ ხელსაწყოში,რომელსაც ციბრუტს ეძახიან.მასში მრგვალი ფორმის,ლითონის ფირფიტებია ჩადგმული.ამ ფირფიტებს შორის ათავსებენ ჩარჩოებს და წურავენ.გადმოდის თაფლი.ციბრუტიდან ჩარჩოს ისევ სკაში აბრუნებენ. თაფლის გამოწურვის შემდეგ ცარიელი ფიჭიდან სანთელს ამზადებენ.

ფუტკრის პროდუქტებს სამკურნალო თვისებები აქვს.თაფლს,ცვილს,ყვავილის მტვერს,ფუტკრის შხამს,ფუტკრის რძეს და დინდგელს იყენებენ ფარმაკოლგიასა და კოსმეტოლოგიაში.


понедельник, 21 декабря 2009 г.

პროექტის გეგმა: ”მე ვიწყებ ჩემი ქალაქის გაცნობას”.

პროექტის სახელი : ვიწყებ ჩემი ქალაქის გაცნობას

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან თბილისის რამოდენიმე ღირშესანიშნაობას, რაც მათი ასაკისთვის საჭირო, გასაგები და საინტერესოა.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ლეგენდას თბილისის დაარსების შესახებ, მოიძიებენ ინფორმაციას მეტეხის ტაძარზე, რადგან ამ ადგილიდან ეყრებოდა საფუძველი თბილისს და აქვეა ვახტანგ მეფის ძეგლი, მოიძიებენ ინფორმაციას საკუთარ უბანზე(მათთვის თბილისი ხომ საკუთარი უბნიდან იწყება),საკუთარ სკოლაზე, “თოჯინების თეატრზე”, ”ე.ახვლედიანის სახ. ბავშვთა გალერეაზე”, ზოოპარკსა და ცირკზე, მთაწმინდის პანთეონსა და გასართობ პარკზე “ბომბორა”. მოეწყობა ექსკურსიები ზოოპარკსა და მთაწმინდაზე. ეწვევიან “თოჯინების მუზეუმს”. პროექტის დასკვნით ეტაპზე მეწყობა პრეზენტაცია, გაკეთდება სტენდი, წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
მოსწავლეთა ასაკი : 7-11-12 წელი

ვადები და ხანგრძლივობა : 2-3 კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, დაენიშნებათ უფროსკლასელები ჯგუფის ხელმძღვანელებად და გადანაწილდება დავალებები.

მოსალოდნელი შედეგები: ჩატარებული კვლევის შედეგად ბავშვები გაიგებენ სასურველ ინფორმაციებს მათი ქალაქისა და საყვარელი ადგილების შესახებ. შეიქმნება ბლოგი

სარგებლობა სხვებისათვის: მოცემულ თემაზე მოძიებულ მასალას დაამუშავებენ და კომპაქტური სახით ჩაწერენ უფროსკლასელიები. სკოლის მოსწავლეებისათვის მისაბაძი იქნება ენთუზიაზმი, ასაკით პატარების დახმარება,რაიმე ახლისა და საინტერესოს შექმნის მცდელობა; მეტი ინტერესით გაეცნობიან თბილისს , მოისმენენ ახალ ისტორიებს,
შექმნილი ბლოგის საშუალებით, დაინტერესებული პირები გაეცნობიან მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, აღნიშნულ საკითხზე.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.II.5 კითხულობს და იგებს მცირე მოცულობის ტექსტებს.
*ადეკვატურად პასუხობს წაკითხული ტექსტის ირგვლივ კითხვებს.
*შეუძლია ადაპტირებულ წერილობით წყაროებზე მუშაობა.
ქართ.II.8 მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს მცირე მოცულობის ტექსტებს ნაცნობი ლექსიკონის გამოყენებით.
ისტ.ქ
ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.

პროექტის ფასილიტატორი: მარეხ ბასილიძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:m.basilidze@gmail.com