მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. II.1. მოსწავლეს შეუძლია
ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს სამეტყველო სიტუაციის
ადრესანტს (ვინ ლაპარაკობს), ადრესატს (ვის ელაპარაკებიან) და საუბრის თემას;
·
სამეტყველო სიტუაციისა და ადრესატის
გათვალისწინებით შეარჩევს მართებულ გამონათქვამს (როგორ ხარ? / ბრძანდებით?);
მიმართულება: კითხვა
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ
მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში
მოიძიებს მითითებულ სიტყვებს (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, სათამაშოს და სხვ.);
·
პოულობს ტექსტის კონკრეტულ
მონაკვეთში ილუსტრაციის შესაბამის ეპიზოდს.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების
დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოკლედ წერს პირადი გამოცდილების
შესახებ (“ჩემი საყვარელი თამაში”);
·
პასუხობს კითხვებს ზეპირად
და შემდეგ წერილობით;
ს.გ.II.2. მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს სხვადასხვა
მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ბუნებრივი და ხელოვნური მასალის (გირჩა, ტოტი, მძივი, ფოთოლი,
მარცვლეული, პლასტილინი, ხის ქერქი, ფუჩეჩი და სხვ.) გამოყენებით ქმნის სათამაშოს.
ს.გ.II.4. მოსწავლეს
შეუძლია ნამუშევრების
შექმნა
შთაბეჭდილებებისა
და წარმოსახვის მეშვეობით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასახავს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს .
·
ხატავს ფანტაზიით შექმნილ გარემოს და სიუჟეტებს;
·
ქმნის ლიტერატურული ნაწარმოების მარტივ ილუსტრაციებს.
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია
ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ
მოსწავლე:
·
იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის
მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
·
ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს);
ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია
კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
·
იყენებს ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებს ამოცანების ამოხსნის, ცნებების,
იდეებისა და ისტორიული მოვლენების თვალსაჩინოდ წარმოდგენის მიზნით (მაგალითად: ვიზუალური
მასალა, საგანმანათლებლო თამაშები და სხვა);
·
იყენებს ისტ-ს სწავლის გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის წასახალისებლად.
|