Ярлыки

вторник, 21 июня 2011 г.

რატომ იცვლება დედამიწის ზედაპირი?

17 მაისს მესამე კლასში ჩავატარე ბუნებისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი ”რატომ იცვლება დედამიწის ზედაპირი? ”

გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები.
გაკვეთილის ორგანიზატორი და თვასაჩინოების შემქმენელი კლასის ხელმძღვანელი მარეხი ბასილიძე.
ტექნიკურად უზრუნველყო ისტ-ის პედაგოგმა ნატო გელაშვილმა.

Iჯგუფის პრეზენტაცია



II ჯგუფის პრეზენტაცია


III ჯგუფის პრეზენტაცია


IV ჯგუფის პრეზენტაცია

V ჯგუფის პრეზენტაცია

საინტერესო ამბების კოდობანი


ანხელი – ყველაზე დიდი ჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში. მისი ვარდნის სიმაღლეა 979 მეტრი.

სტორმბოლი – ყველაზე აქტიური ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს იტალიაში, ტირენის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა კუნძულ სტომბოლზე. იგი მუდმივად იფრქვევა.

აკონკაგუა – ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს არგენტინაში, ანდების მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 6960 მ

ჯომოლუნგმა ანუ ევერესტი – ყველაზე მაღალი მწვერვალი მსოფლიოში. მდებარეობს ჰიმალაის მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 8848 მეტრი. ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში, პლანეტა მარსზეა – მთა ოლიმპი – მისი სიმაღლე 26 400 მეტრს აღწევს.

კორდილიერები – ყველაზე გრძელი მთიანი სისტემა მსოფლიოში. მისი სიგრძე ანდებთან ერთად შეადგენს 16 000 კმ-ს. ზღვისქვეშა ქედებიდან ყველაზე გრძელია შუა ატლანტიკის ქედი (სიგრძით 11 300 კმ.) რომელიც წარმოდგენილია ატლანტის ოკეანის ფსკერზე.

გრენლანდია – ყველაზე დიდი კუნძული მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილო ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებში. მისი ფართობია 2176 კმ

არაბეთის ნახევარკუნძული – ყველაზე დიდი ნახევარკუნძული მსოფლიოში. მდებარეობს აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 3 მლნ. კმ²-ს აღწევს.

ამაზონი – ყველაზე წყალუხვი მდინარე მსოფლიოში. ერთ წუთში მას 11 კმ³ წყალი ჩააქვს ატლანტის ოკეანეში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.

კასპიის ზღვა – ყველაზე დიდი ტბა მსოფლიოში. სიდიდის გამო უწოდებენ ზღვას. მისი ფართობია 37,5 კმ².


1 комментарий:

  1. ასეთი პედაგოგი დაამშვენებს ნებისმიერ სკოლას , ყოჩაღ მარეხი !!!

    ОтветитьУдалить