Ярлыки

среда, 13 июля 2011 г.

სიყვარული,ყვავილები და ...

ყვავილები-ყველაზე მარტივი და ლამაზი საშუალებაა რათა გადმოსცე შენი გრძნობები თუ ემოციები, აუმაღლო გუნება-განწყობილება შენთვის საყვარელ პიროვებებს ,ასევე საკუთარ თავსაც:) ყვავილებიშეგიძლია სიხარული შეიგრძნო, განქარწყლო დეპრესია, ან შეიმსუბუქო დეპრესიით განცდილი სულიერი ტკივილი
ჩემს მიერ შექმნილ ამ ფოტოკოლაჟს ვუძღვნი ყველა იმ ადამიანს,ვისაც სიყვარული ჯერ კიდევ შეუძლია :)

понедельник, 27 июня 2011 г.

თავისუფალი ამბების კიდობანი

Artiste non reconnu et incompris de son vivant, Van Gogh est un des grands peintres du XIXème siècle.ვენსან ვან გოგი-მე-19 საუკუნის უდიდესი მხატვარი,უცნობი და შეუცნობელი თავის სიცოცხლეში

სიყვარულს, ისევე როგორც მთელს ბუნებას აქვს ჭკნობისა და ყვავილობის პერიოდი, მაგრამ მთლიანად არასდროს კვდება, ზღვა მაინც ზღვაა, მოიქცევა თუ უკუიქცევა. სიყვარულშიც, ეს იქნება ქალისა თუ ხელოვნების სიყვარული არის წუთები, როცა იგი მიილევა, ძალა ეცლება, მაგრამ რწმენის სრული დაკარგვა ალბათ, არ ხდება. სიყვარულს, როგორც მეგობრობას მარტოოდენ გრძნობად როდი ვთვლი, სიყვარული უპირველესად მოქმედებაა და როგორც ყოველ მოქმედებას ,მასაც დიდი დაძაბულობა ახლავს თან. ამიტომაც ბუნებრივია სიყვარულსაც აქვს შესუსტებისა და მილევის ჟამი. მტკიცე და წრფელი სიყვარული დიდი მადლია,თუმც არც ის არის გამორიცხული, მძიმე წუთები სიყვარულმაც განგაცდევინოს.”
ვან გოგი
მისი ეს სიტყვები მე მომწონს. თქვენ?


.




вторник, 21 июня 2011 г.

”მინდა,გინდა,უნდა...”


თემა: სურვილები და მოვალეობები
კლასი: მე-3 და მე-6
სტუმრები: ოლღა ცისკარიშვილი-სოსელია (ჟურნალისტი), ლაშა ჩიკვაიძე (რეჟისორი) ნინო მზექალაშვილი(დიზაინერი,მსახიობი)
სასაუბრო მასალა: სილვესტაინის ”გულუხვი ხე”,ბისეტის ”გინდა,გინდა,გინდა”.
( P.S.წარმოდგენილი მასალა არასრულია.უკაცრავად.შევავსებ მოგვიანებით)
გულუხვი ხე

იყო და არა იყო რა,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.იყო ერთი ხე.იყო და უყვარდა ერთი ბიჭუნა,რომელიც ყოველდგე მიდიოდა მასთან.ამ პატარა ბიჭს მეფობანას თამაში მოსწონდა.მივიდოდა ხესთან,მისი ფოთლებით გვირგვინს შეკრავდა,გვირგვინით თავს დაიმშვენებდა და ტყის მეფესავით დაბრძანდებოდა.დაიღლებოდა მეფობანას თამაშით და ახლა გემრიელი ვაშლით ჩაიტკბარუნებდა პირს.
ხანდახან დახუჭობანას ეთამაშებოდა,ხან საქანელასავით ჩამოშვებულ მეგობრის მკლავებს დაეკიდებოდა და მხიარული სიცილ-კისკისით ჩამოკონწიალებული,გაექან-გამოექანებოდა ხოლმე.მტელი დგის ანცობით დაგლილი იქვე ხის ძირში იძინებდა ტკბილი ძილით.
ბიჭს უყვარდა ვაშლის ხე,ძალიან უყვარდა. ხე გრძნობდა ამ სიყვარულს და ბედნიერი იყო.
დღე-დღეს მისდევდა. ბიჭუნაც თვალსა და ხელს შორის იზრდებოდა და ვაშლის ხე სულ უფრო ხშირად რჩებოდა მარტო. იდგა ნაღვლიანი და გაჰყურებდა გზას,საიდანაც მისი პატარა მეგობარი უნდა გამოჩენილიყო.
ერთ დღესაც,როგორც იქნა,მოიცალა ბიჭმა საქმეებისგან და მივიდა ხესთან.გული ამოუჯდა ხეს,თავისი ტოტებით ეფერებოდა ძველ მეგობარს და თანაც ეუბნებოდა:
-მოდი,ჩემო მეგობარო,ძველებურად ვიმხიარულოთ. ამოდი,ვაშლით ჩაიტკბარუნე პირი,გაექან-გამოექანე,გაიხსენე ბავშობა და კვლავ იგრძენი ბედნიერება.
ბიჭი აძვრა ხეზე,დაკრიფა ვაშლები და თან წაიგო და იდგა ხე ბედნიერი.(ბედნიერი,ბედნიერი,ბედნიერი.)
ამის შემდეგ ბიჭი დიდხანს აღარ გამოჩენილა.
ხემ მოიწყინა,დადარდიანდა. არავინ იცის,რამდნეი ხანი გავიდა და აი, ერთხელაც,გამოჩნდა ბიჭი.
-დამიბრუნდა მეგობარი.მოდი ჩემო მეგობარო,ძველებურად ვიმხიარულოთ.ამოდი,ვაშლით ჩაიტკბარუნე პირი,ინებივრე ჩემს ტოტებზე,გაიხსენე ბავშვობა და კვლავ იგრძენი ბედნიერება.
-მე დაკავებული კაცი ვარ,სად მაქვს შენს ტოტებზე საძრომიალო დრო.მე სახლი მჭირდება,რომ გავთბე. მე მინდა მყავდეს ცოლი და შვილები,გესმის? მე სახლი მჭირდება.შენ შეგიძლია მომცე სახლი?
-მე არა მაქვს სახლი,ტყეა ჩემი თაშესაფარი,მაგრამ არა უშავს,დაგეხმარები. შენ შეგილია დამაჭრა ტოტები და ააშენო სახლი,ალბათ,მაშინ მაინც იქნები ბედნიერი.
და ბიჭმა დააჭრა ტოტები და თან წაიღო.
და იდგა ხე ბედნიერი.(ბედნიერი,ბედნიერი.)
ძალიან,ძალიან დიდხანს აგარ გამოჩენილა ბიჭი.როცა დაბრუნდა,ბიჭის დანახვაზე ხე ერთნაირად ათრთოლდა,მღელვარებისა და ბედნიერებისგან გული ისე უცემდა,რომ ძლივსღა იბრუნებდა ენას.
-მოდი,ჩემო ბიჭუნავ,მოდი,ითამაშე.
-რაღა დროს თამაშია ჩემი ხნის კაცისთვის,დარდი შემომწოლია გულს.
მე ნავი მჭირდება,რომ აქაურობას მოვშორდე.შენ შეგიძლია,მომცე ნავი?
-მე არ მაქვს ნავი,მაგრამ დაგეხმარები მემხერხე და მორისგან გააკეთე ნავი. ასე შეიძლება მოსცილდე აქაურობას.იქნებ ბედს ეწიო.
ბიჭმა მოხერხა ვაშლის ხე,გააკეთა ნავი და გაცურა.და იდგა ხე ბედნიერი,მაგრამ რაღაც უცნაური ტკივილი კი გაუჩნდა.
ვინ უწყის,რა დრომ განვლო ამ ამბის შემდეგ და აი,ერთ დღეს ისევ დაბრუნდა ბიჭი.
-მომიტევე,ჩემო მეგობარო,ვაი,რომ აღარაფრის მოცემა აგარ შემიძლია.ვაი,რომ ვეგარ გიმასპინძლებ ვაშლებით.
-სადღა მაქვს ვაშლის საკბეჩი კბილები.
-აღარც ტოტები მაქვს.ვაი,რომ ვეგარ ინებივრებ მათზე.
-ეჰ!რა ხანია სიბერე შემომეპარა,სადგა შემიძლია შენს ტოტებზე ქანაობა.
-აღარც ტანი მაქვს,რომ ზედ ამოცოცდე.
-მე ძალიან დამღალა ცხოვრებამ,სადგა შემიძლია ცოცვა!
-მაპატიე,მაპატიე,მე მინდოდა,რაღაც მაინც მომეცა შენთვის,მაგრამ არაფერი დამრჩა. მე ერთი უსარგებლო,ძველი კუნძი ვარ,მაპატიე...
-მე ახლა ბევრი არაფერი მჭირდება. უბრალოდ სიმშვიდე მომენატრა,მინდა დავჯდე და დავისვენო,ძალიან დავიღალე.
-კარგი,დაგეხმარები.ძველი კუნძი იმდენს კი შეძლებს,რომ მასზე მოხერხებულად ჩამოჯდე და დაისვენო. მოდი,ჩემო მეგობარო,მოდი,დაჯექი და დაისვენე.
ჩამოჯდა ბიჭი კუნძზე და იჯდა ასე.
და იდგა ხე ბედნიერი.


რატომ იცვლება დედამიწის ზედაპირი?

17 მაისს მესამე კლასში ჩავატარე ბუნებისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი რატომ იცვლება დედამიწის ზედაპირი? ”

გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები.
გაკვეთილის ორგანიზატორი და თვასაჩინოების შემქმენელი კლასის ხელმძღვანელი მარეხი ბასილიძე.
ტექნიკურად უზრუნველყო ისტ-ის პედაგოგმა ნატო გელაშვილმა.

Iჯგუფის პრეზენტაცია



II ჯგუფის პრეზენტაცია


III ჯგუფის პრეზენტაცია


IV ჯგუფის პრეზენტაცია

V ჯგუფის პრეზენტაცია

საინტერესო ამბების კოდობანი


ანხელიყველაზე დიდი ჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში. მისი ვარდნის სიმაღლეა 979 მეტრი.

სტორმბოლი ყველაზე აქტიური ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს იტალიაში, ტირენის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა კუნძულ სტომბოლზე. იგი მუდმივად იფრქვევა.

აკონკაგუა ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს არგენტინაში, ანდების მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 6960

ჯომოლუნგმა ანუ ევერესტიყველაზე მაღალი მწვერვალი მსოფლიოში. მდებარეობს ჰიმალაის მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 8848 მეტრი. ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში, პლანეტა მარსზეამთა ოლიმპიმისი სიმაღლე 26 400 მეტრს აღწევს.

კორდილიერები ყველაზე გრძელი მთიანი სისტემა მსოფლიოში. მისი სიგრძე ანდებთან ერთად შეადგენს 16 000 კმ-. ზღვისქვეშა ქედებიდან ყველაზე გრძელია შუა ატლანტიკის ქედი (სიგრძით 11 300 კმ.) რომელიც წარმოდგენილია ატლანტის ოკეანის ფსკერზე.

გრენლანდიაყველაზე დიდი კუნძული მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილო ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებში. მისი ფართობია 2176 კმ

არაბეთის ნახევარკუნძულიყველაზე დიდი ნახევარკუნძული მსოფლიოში. მდებარეობს აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 3 მლნ. კმ²- აღწევს.

ამაზონი ყველაზე წყალუხვი მდინარე მსოფლიოში. ერთ წუთში მას 11 კმ³ წყალი ჩააქვს ატლანტის ოკეანეში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.

კასპიის ზღვაყველაზე დიდი ტბა მსოფლიოში. სიდიდის გამო უწოდებენ ზღვას. მისი ფართობია 37,5 კმ².


пятница, 15 апреля 2011 г.

ყვავილების მეჯლისი

თემა: გაზაფხული და ყვავილები





თემა : გაზაფხული - ყვავილების მეჯლისი
კლასი: მე-3
მოსწავლეთა რაოდენობა : 25
პედაგოგი: მარეხ ბასილიძე
ინტეგრირებული საგნები: ქართული ენა,ბუნება,ხელოვნება,მათემატიკა.
მიზანი: მოძიებული მასალის წარდგენა,ლექსის მხატვრულად წაკითხვა,ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
შედეგი/ინდიკატორი:
ქართ.III.2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის
მოსმენა,გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.

•მონაწილეობს ინსცენირებაში,არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს.
•ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.

ხელოვნება. ს.გ. III მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა მასალას ,ტექნიკასა და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
•ხატავს პასტელით,აკვარელით,გუაშით.
•სხვადასხვა მასალით ქმნის გამოსახულებებს,კომპოზიციებს.

ბუნება. III.10 მოსწავლე იკვლევს ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნებას.
•ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს და აღწერს მათ თავისებურებას.

მათემატიკა
•იყენებს ზეპირი ანგარიშის ხერხებს რიცხვითი გამოსახულებების მნიშვნელობების გამოსათვლელად.
•ზეპირად ასრულებს გამრავლება-გაყოფას მარტივ შემთხვევებში.

აუცილებელი პირობა: ხელოვნების გაკვეთილზე შექმნილი გაზაფხულის პეიზაჟებისა და ნატურმორტების გამოფენის მოწყობა.
კლასი დავყავი 5 ჯგუფად,თითოეული ჯგუფის ხელმძღვანელად სურვილის მიხედვით შევარჩიე მშობელი .ჯგუფის ხელმძღვანელს გადავეცი მოსწავლეების მიერ გაზაფხულის თემაზე მოძიებული მასალა:ლექსები,სამკურნალო ბალახებზე ინფორმაცია,აგრეთვე მოსწავლეთა მიერ შექმნილი თხზულებები ,რათა მათ ჯგუფის წევრებზე თანაბრად გადაენაწილებინათ წარსადგენი მასალა.

суббота, 9 апреля 2011 г.

ზღვებისა და ოაკეანეების საოცარი ბინადარნი

A ფაზა
კითხვები (გამეორებისათვის)
დედამიწის უმეტესი ნაწილი წყლითაა დაფარული.მას მსოფლიო ოკეანე ეწოდება.რომელი ოკეანეებისგან შედგება მსოფლიო ოკეანე? (ატლანტის,წყნარი,ჩრდილო-ყინულოვანი,ინდოეთის)
რომელი ყველაზე ღრმა და დიდი ოკეანე? (წყნარი)

რა არის ზღვა? (ოკეანის ნაჭილი,რომელიც ხმელეთშია შეჭრილი)
რატომ ჩანს ზღვები ცისფრად? (ასე იმიტომ გვეჩვენება,რომ ზღვის წყალში ცა აირეკლება)
რომელი ზღვა ესაზღვრება საქართველოს დასავლეთით? (შავი ზღვა)
რატომ უწოდეს შავ ზვას ”შავი”?(მეზობელ ’აზოვის ზღვასთან’ შედარებით უფრო მუქია)
რატომ უწოდებენ შავ ზღვას ”ორსართულიანს”?
რომელი ოკეაინის ნაწილია შავი ზღვა? (ატლანტის)
რომელი ცხოველები ბინადრობენ ზღვებსა და ოკეანეებში? ( თევზები, ზღვის ძუძუმწოვრები, წვრილი უხერხემლოები,ზღვის ნაწლავღრუიანები...)






მოსწავლეთა ნამუშევრები


ჯგუფების მიერ მოძიებული მასალის პრეზენტაციები