Ярлыки

четверг, 30 января 2020 г.

პროექტი "ერთად წიგნიერებისკენ"

მშობელთა ჩართულობა ხელს უწობს მოსწალვეთა ჩართულობას 


პედაგოგის,მარეხ ბასილიძის, პრეზენტაცია


აკაკი ძაგანიას მშობლის, სოფო კარანაძის , პრეზენტაცია




ბარბარე ლიპარტიას მშობლის, თამარ ლაგვილავას, პრეზენტაცია



ლუკა შუკაკიძის მშობლის, ნინო დოხნაძის პრეზენტაცია


суббота, 25 мая 2019 г.

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა

ორგანიზატორი მასწავლებლი :      მარეხ ბასილიძე                                 
შეხვედრების თარიღი : 15,20,23 მაისი 2019 წელი
შეხვედრის საათი : 14:30
შეხვედრის ადგილი : სსიპ ქალაქ თბილისის N151 საჯარო სკოლა
შეხვედრაში მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა :  4
სამუშაო შეხვედრის თემა: სასწავლო ბლოგის შექმნა/ელექტრონული პორტფოლიო

პირველი შეხვედრა
თემა - რა არის ბლოგი; როგორ გამოვიყენო Googl-ის ინსტრუმენტები
შეხვედრის მიზანი:
ü  მოტივაციის ამაღლება ისტ-ის მიმართულებით;
ü  ისტ-ის უნარ-ჩვევების განვითარება;
ü  Google -ის ინსტრუმენტების აღწერა;
ü  ბლოგის შექმნის და გამოყენების მიზანი;
ü  ელექტრონული ფოსტის (უკვე არსებულის)  გააქტიურება ახალი ელექტრონული ფოსტის შექმნა;
ü  Google -ის ანგარიშის გამოყენება ბლოგის შესაქმნელად;
ü  საკუთარი ბლოგის შექმნა ( პედაგოგის პორტფოლიო) ;
აქტუალურობა: პედაგოგის საქმიანობის წარმართვისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ფლობა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში. პედაგოგთა უმრავლესობას აქვს პრობლემა, როდესაც მათ სჭირდებათ ერთი მოწყობილობიდან ფაილების გადატანა სწრაფად. მაგალითად, გარე მეხსიერებებიდან/ ფლეშკიდან,  ტელეფონიდან ან სხვა მოწყობილობებიდან  კომპიუტერზე. ამ მიზნით მოსახერხებელია Google Drive- ის გამოყენება. იგი  მომხმარებელს საშუალებას აძლევს15 გბ სივრცე გამოიყენოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენახვისა და დუბლირებისთვის. მასწავლებლებs კი ხშირად გვჭირდება სხვადასხვა ფაილებთან მუშაობა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში. ამ მიზნით ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი და უპრიანია გამოვიყენოთ Google Drive,ამასთანავე ამ სივრცის კარგად ფლობა ბლოგის მართვის საშუელაბეას გვაძლევს.
მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა:  4

პირველი შეხვედრის სამუშაო გეგმა
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები



15.05.2019
ü  Google -ის ინსტრუმენტების აღწერა;
ü  ბლოგის შექმნის და გამოყენების მიზანი;
ü  ელექტრონული ფოსტის (უკვე არსებულის)  გააქტიურება ახალი ელექტრონული ფოსტის შექმნა;
ü  Google -ის ანგარიშის გამოყენება ბლოგის შესაქმნელად;
ü  საკუთარი ბლოგის შექმნა ( პედაგოგის პორტფოლიო) ;

გუგლის დისკის ინეტერფეისის გაქართულება;
საქაღალდის შექმნა და მასში ფაილის ატვირთვა;
ფაილისა და საქაღალდის გაზიარება;
 დოკუმენტის გამოქვეყნება
ფაილის გამოქვეყნება ვებ-გვერდზე  Emdeb code-ის საშუალებით.
ბლოგის შექმნა, სახელის დარქმევა.

მეორე შეხვედრა

თემა - ბლოგზე გვერდების შექმნა , პოსტის დაწერა , ინფორმაციის განთავსება;
შეხვედრის მიზანი:
     1.      ბლოგის ინტერფეისის მიმოხილვა
     2.      უნიკალური მისამართი
     3.      დიზაინის შეცვლა
     4.      რა შეიძლება განვათავსოთ ბლოგზე ( ბეჭდური მასალა, პრეზენტაციები, ტესტები, ფოროები,ვიდეოები). პოსტის გამოქვეყნება. გამოქვეყნებული პოსტის დათვალიერება/რედაქტირება.

მეორე შხვედრის სამუშაო გეგმა
შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები



20.05.2019
ü  Google -ის ინსტრუმენტების აღწერა;
ü  ბლოგის ინტერფეისის მიმოხილვა.
ü  ბლოგის დიზაინი
გუგლის დისკის ინეტერფეისის მიმოხილვა( გამეორება)
ბლოგის უნიკალური მისამართის შექმნა/განხილვა,ბლოგისთვის სახლის  სახელის შეცვლა. ინსტრუმენტების პანელის გაცნობა, ბლოგის დიაზაინის ცვლილებისთვის.ფონტის,შრიფტის, ბლოგის ზომების,აბზაცების ზომებისა და ლინკების ფერების ცვლილება.



მესამე შეხვედრა

თემა - ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის გამოქვეყნება და გაჯეტები.რეფლექსიის შექმნა google forms-ში.
მიზანი:
     1.      პოსტის გამოქვეყნების ინსტრუმენტების განხილვა და გამოყენება. პოსტზე ვიდეოს ატვირთვა კომპიუტერიდან/youtub.com პორტალიდან.
     2.      ბლოგზე პრეზენტაციის გამოქვეყნება.
     3.      ბლოგზე google-  დოკიმენტით გამოკითხვის ჩატარება/ტესტების შექმნა

შეხვედრის თარიღი
შეხვედრის მიზანი
შეხვედრის ძირითადი საკითხები



23.05.2019
ü  პოსტის გამოქვეყნების ინსტრუმენტების განხილვა და გამოყენება.

ü  ბლოგზე google-  დოკიმენტით გამოკითხვის ჩატარება/ტესტების შექმნა

პოსტზე power point-ის ჩასმა, ვიდეოს ატვირთვა კომპიუტერიდან ან youtub.com პორტალიდან, ფოტოების ატვირთვა და ზომების შეცვლა. ტესტების/გამოკითხვის გადაგზავნა. რეფლექსიის დაწერა google form-ის გამოყენებით/ ან კითხვარის დახმარებით word-ში დაბეჭდვა.


   რეფლექსია N1
მონაწილე მასწავლებელი: თეონა ქავთარაძე
სამუშაო შეხვედრის თემა: სასწავლო ბლოგის შექმნა/ელექტრონული პორტფოლიო
შეხვედრის ორგანიზატორი: მარეხ ბასილიძე
შეხვედრის ჩატარების თარიღები: 15,20,23 მაისი 2019 წელი
შეხვედრის ადგილი : სსიპ ქალაქ თბილისის N151 საჯარო სკოლა
შეხვედრის მიზანი:
·         Google-ის ანგარიშების გაცნობა
·         ელექტრონული ფოსტის შექმნა
·         საკუთარი ბლოგის შექმნა
·         ბლოგის ინტერფეისის მიმოხილვა
·         ბლოგის დასახელება, უნიკალური მისამართი და დიზაინი
·         ბლოგზე მასალების ატვირთვა
·         პოსტის გამოქვეყნების ინსტრუმენტები
·         გამოქვეყნებული პოსტის კომენტირება
·         გაჯეტების დამატება
შევქმენი საკუთარი ბლოგი, https://teoblogiteo.blogspot.com/ ანუ ჩემი ვირტუალური სამყარო. შევისწავლე მასში მუშაობა და შემდგომი გამოყენება, რაც დამეხმარება, შემდგომში გავუზიარო და გავაცნო მოსწავლეებს, მათ მშობლებს თუ კოლეგებს ესა თუ ის აზრი, სამუშაო თუ ჩანაფიქრი, ასევე ის გამომადგება ინფორმაციის გასაცვლელად, უკუკავშირისთვის. ბლოგზე თავმოყრილი მასალა, რომელსაც დროდადრო გავამრავალფეროვნებ, დამეხმარება პროფესი ზრდასა და წინსვლაში. მოვიძიებ ახალ-ახალ ინფორმაციას და სასწავლო პროცესს მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო საინტერესოს გავხდი, რაც ჩემი და ჩემი მოსწავლეების მოტივაციას აამაღლებს, რაც თავის მხრივ აამაღლებს მათი ცოდნის დონესა და ხარისხს.
შეხვედრა იყო ძალზე საინტერესო და ნაყოფიერი. შევისწავლე როგორ უნდა შეიქმნას ბლოგი, რა ფუნქციითა და როგორ შეიძლება მისი გამოყენება,რა უპირატესობა აქვს ბლოგით სარგებლობას. საინტერესო იყო შეხვედრის  როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილი. შეხვედრაზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში, რაც დამეხმარება შემდგომი საქმიანობისა და შედეგების გაუმჯობესებაში.
და ბოლოს მინდა ვუპასუხო კითხვაზე რატო იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
ეს შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემი, როგორც მასწავლებლის პროფესიული საქმიანობისთვის.შეხვედრის ორგანიზატორმა გაგვიზიარა პირადი გამოცდილება, მასალა მოგვაწოდა საინტერესო და გასაგებ ენაზე. შემიძლია ეს სამუშაო შეხვედრა  შევაფასო, როგორც ძალიან ეფექტური და სამომავლოდ განმავითარებელ-მასტიმულირებელი. ბლოგის შექმნით შემიძლია გავიზიარო კოლეგების გამოცდილება, ასევე ჩემი გამოცდილება გავუზიარო სხვებს.

23.05.2019

თეონა ქავთარაძე