გაკვეთილის თემა
მწერები-საოცარი არსებები
აქტივობის მიზანი და მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ზოგიერთი მწერის ამოცნობა და დასახელება.მწერებზე დაკვირვების შედეგად საკონფერენციო მასალის მომზადება.
ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევა.
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების,საკუთარი აზრის გამოთქმის,სხვისი აზრის მოსმენის,გააალიზების,შეფასების უნარ-ჩვევა.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
ბუნება
ბუნ.II.1 მოსწავლე აღწერს მცენარის და ცხოველის ძირითად გარეგან ნაწილებს.
•თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს ორგანიზმის ძირითად გარეგან ნაწილებს,ასახელებს და გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ.
•ასრულებს მარტივ ინსტუქციებს და ფრაგმენტებიდან ქმნის ცხოველის
გამოსახულებას.
ბუნ.II.10. მოსწავლე აღწერს მცენარეებისა და ცხოველების მნიშვნელობას ადამიანებისათვის.
•ახასიათებს და აჯგუფებს ცხოველებს ადამიანის მიერ მათი გამოყენების სფეროების მიხედვით.
•გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ცოცხალი ორგანიზმისათვის მიყენებული ზიანის მიმართ, მოჰყავს მაგალითები.
თემატური ელემენტები
მწერების ზოგადი დახასიათება.
მავნე და სასარგებლო მწერები.
ფუტკარი.
შეფასება
მუშაობის ხარისხი და სისწრაფე-რამდენად ზუსტად და სწრაფად არჩევს სასურველ მასალას;
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარი-რამდენად შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში სხვისი დახმარება.
მოსმენისა და გადმოცემის უნარი-რამდენად შეუძლია სხვისი მოსმენა და საკუთარი აზრის გადმოცემა.
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო
რესურსები
ტენიკა:კომპიუტერი,პროექტორი
გამოყენებული ლიტერატურა: ბუნების სახელმძღვანელო (IIკლასი.კვანტალიანი)
http://children.iatp.ge/main_blue.htm “|ჭიანჭველების ენა”,”ფუტკარი”,ჭიანჭელა”.
ფუტკარი
ფუტკარი მეტად სასარგებლო მწერია.იგი გვაძლევს თაფლს,ცვილს,ყვავილის მტვერს,ფუტკრის შხამს,ფუტკრის რძეს,დინდგელს.
ფუტკრები საზოგადოებებად ცხოვრობენ,მათ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლიათ.თუ ფუტკარს თვისტომთ ჩამოაშორებთ,რამდენიმე საათში დაიღუპება.
იცით, რა ჰქვია ფუტკრების სახლს? (სკა) ფუტკრები სკებში ცხოვრობნენ.ყოველ სკას 1 დედა ფუტკარი, ათასობით მუშა და რამოდენიმე ასეული მამრი ფუტკარი ჰყავს.დედა ფუტკარი დიდი პატივით სარგებლობს.მას სკაში ცალკე შესასვლელი აქვს, რომლითაც სხვა ფუტკრები ვერ ისარგებლებენ.
ფუტკრის გამრავლებას ყრა ჰქვია. დედა ფუტკარი დღე-ღამეში 1500-2000 კვერცხს დებს ფიჭის უჯრედებში.
პირველად დადებული კვერცხებიდან მუშა ფუტკრები იჩეკებიან,მოგვიანებით კი მამრი ფუტკრები ჩნდებიან. მატლები,რომლითაც დედა ფუტკარი უნდა განვითარდეს განსაკუთრებულ საკვებს იღებს.ესაა ფუტკრის რძე.დანარჩენები კი ფუტკრის პურით,ეგრეთწოდებული “პერგუთი” იკვებებიან.
ნაყარის დროს ძველი დედა ფუტკარი სკას ტოვებს. მას სკის მობინადრეთა ნახევარი მიჰყვება.ნაყარი მზვერავ ფუტკრებთა ერთად ახალი ბინის მოსაძებნად მიფრინავს. სკაში კი ახალი დედა ფუტკარი რჩება.
შემოდგომაზე,სიცივეების დადგომის წინ ფუტკრები კლავენ ან სკიდან ერეკებიან მამალ ფუტკრებს,რადგან ზამთარში დედა ფუტკარი კვერცხის დებას წყვეტს და მათი განაყოფიერებაც საჭირო აღარ არის,ამრიგად მამრი ფუტკრები უფუნქციოდ რჩებიან და მუქთამჭამელებად იქცევიან.მათ გამოკვებას კი ბევრი თაფლი სჭირდება.ზამთარში ფუტკრები გუნდასავით იკვრებიან და ასე ატარებენ ცივ დღეებს,თუმცა თუ ფიჭაში თაფლი არის სკაში ტემპერატურა განსაკუთრებული სიცივეების დროსაც კი 12-15 გრადუსზე დაბლა არ ეცემა.
საკვების შესაგროვებლად ფუტკრები გზავნიან
მზვერავებს,რომლებიც საგულდაგულოდ ეძებენ ნექტრით მდიდარ ადგილებს და მათ შესახებ თვისტომთ ატყობინებენ. ამისათვის სკაში დაბრუნებული მზვერავები უცნაურად მოძრაობენ,რასაც ადამიანები ფუტკრების ცეკვას უწოდებენ. წრიული ცეკვა ნიშნავს, რომ ნექტარი ახლოსაა. ქანქარისებური ცეკვა კი იმის მაუწყებელია,რომ ნექტარი შორსაა.მზვერავები საოცარი სიზასტით გადასცემენ მუშა ფუტკრებს საკვების ადგილმდებარეობას,აგრეთვე იმას,თუ რამდენი “საწვავი” დაეხარჯებათ იქ მისაღწევად.
იცით რა არის ფუტკრების საწვავი?(თაფლი).ცნობილია რომ სკიდან გამოფრენამდე მუშა ფუტ კრები აუცილებლად იღებენ საზრდოდ გარკვეული რაოდენობის თაფლს,რათა ძალები მოიკრიბონ.
ფუტკრის ოჯახში შრომა უცნაურადაა განაწილებული.საქმე იმაშია,რომ სიცოცხლის მანძილზე ფუტკარი სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული. მაგალითად,ახალგაზრდა ფუტკარი მატლებს კვებავს,შემდგომ იგივე ფუტკარი სანთელს წარმოქმნის და მშენებლად იქცევა.მერე სანიტრის მოვალეობას ასრულებს,კიდევ უფრო გვიან სკის განიავების საქმეს ემსახურება,ღალის ასაღებად ფრენას კი სიცოცხლის დასარულს იწყებს,მისი ეს საქმიანობა მხოლოდ 3-4 კვირას გრძელდება,სულ ბოლოს კი დარაჯის მოვალეობას ასრულებს.
მუშა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვადასხვა დროს სხვადასხვაა.
ზაფხულში მთავარი ღალიანობის პერიოდში, ის 30-35 დღემდე აღწევს;
სუსტი ღალიანობის პერიოდში- გაზაფხულსა და შემოდგომაზე ,ორი თვის ფარგლებში.
ხოლო უღალო პირობებში გვიან შემოდგომიდან დაწყებული გაზაფხულამდეც კი, შეიძლება 7-8 თვემდე გაგრძელდეს.
ვახსენე სიტყვა ღალა,იცით რა არის ღალა? ღალას ფუტკრები ყვავილისაგან იღებენ.მოგროვილ ყვავილის მტვერს ისინი ფეხებზე იკრობენ და ასე ეზიდებიან სკაში.
განცვიფრებას იწვევს
ფუტკრების მიერ აშენებული ფიჭა,რომლის უჯრედებიც ზუსტად ერთი ზომისა და ფორმის ექვსკუთხა ფორმის ჯამებია.ამ ჯამებში ფუტკრები აგოვებენ თაფლს და ათავსებენ თავიანთ მატლებს.ფუტკრები სკაში რამოდენიმე ფიჭის დაფას აგებენ,რომლებიც ერთმანეთისგან ზუსტად ერთნაირი მანძილითაა დაშორებული
არსებობს მეთაფლია ფუტკრის 18 ჯიში.მათ შორის განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა ქართული ფუტკარი. ისი დამახასიათებელი თვისებაა,არ ინესტრება.რას ნიშნავს თქვენი აზრით,სიტყვა,არ ინესტრება?(არ იკბინება),თვინიერია და მისი ნახვა მცირე ღალიანობისას,ანუ როცა თაფლს არ აგროვებენ, შეიძლება უპირბადოდ. ქართული ფუტკარი იტანს სუსხიან ამინდებს,ნექტარს ნისლსა და ჟინჟლში კი აგროვებს. მას მსოფლიოში ყველაზე დიდი ხორთუმი აქვს.ხორთუმის სიგრძე 7,1 მმ-ია.
ქართული ფუტკარი თავისი განსაკუთრებული თვისებების გამო სამჯერ დააჯილდოვეს ოქროს მედლით.
სკიდან თაფლის ამოღებას დახილვას უწოდებენ. თაფლს შემოდგომით იღებენ სკიდან. ეს პროცესი დაახლოებით ასე ხდება. იღებენ ფიწის ჩარჩოებს და ათავსებენ,თაფლის გამოსახდელ ხელსაწყოში,რომელსაც ციბრუტს ეძახიან.მასში მრგვალი ფორმის,ლითონის ფირფიტებია ჩადგმული.ამ ფირფიტებს შორის ათავსებენ ჩარჩოებს და წურავენ.გადმოდის თაფლი.ციბრუტიდან ჩარჩოს ისევ სკაში აბრუნებენ. თაფლის გამოწურვის შემდეგ ცარიელი ფიჭიდან სანთელს ამზადებენ.
ფუტკრის პროდუქტებს სამკურნალო თვისებები აქვს.თაფლს,ცვილს,ყვავილის მტვერს,ფუტკრის შხამს,ფუტკრის რძეს და დინდგელს იყენებენ ფარმაკოლგიასა და კოსმეტოლოგიაში.