Ярлыки

четверг, 16 декабря 2010 г.

მაინც რა არის ბედნიერება?

თემა : მაინც რა არის ბედნიერება?
სწავლების საფეხური და კლასი : დაწყებითი საფეხური, IIIკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : 25
საკლასო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები
ინფორმაციის წყაროები: .კუხიანიძის "ფერიები"
რ.ინანიშვილი "ბედნიერება'

ტექნიკა და ინსტრუმენტები:
მაგნიტაფონი,ფერადი ფურცლები,გაბერილი ბუშტები.
მიზანი: თავისუფლების,ბედნიერებისა და პასუხისმგებლობის განცდა.შევიცნოთ უკეთ ერთმანეთი.
უნარ-ჩვევები: ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების,საკუთარი აზრის გამოთქმის,სხვისი აზრის მოსმენის,შეფასების,მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევა.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი


III.2 მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა,გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა
* მონაწილეობს ინსცენირებაში,არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს.

III.4.მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას

*თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს ნაცნობ ტექსტში.
*ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს.იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.

III.11.მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
*აღწერს კონკრეტულ ფაქტს/მოვლენას საკუთარი ცხოვრებიდან.

აუცილებელი პირობა: ტექსტების დამუშავება,გმირის რუკის,ერმხრივ ჩანაწერთა დღიურის,თემების,ილუსტრაციების ”აქტივობის რვეულად” აკინძვა-გამოფენა.
მოწვეული სტუმრები: ლაშა ჩიკვაიძე - რეჟისორი
ოლგა ცისკარიშვილი-სოსელია - ჟურნალისტი

მეთოდი: მკითხველთა თეატრი.


გაკვეთილის მსვლელობა:

ტრენინგი "დაწყებითი წიგნიერება"

2010 წლის 6-28 ნოემბერს გავიარეთ ტრენინგის კურსი: "დაწყებითი წიგნიერება". ტრენინგის ხელმძღვანელი გახლდათ ქალბატონი ნინო ბესელია.ჩემთვის ეს დღეები ხალისიანი,ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო.