წელს პირველი კლასი მყავს.ჩემი აზრით, ყველაზე რთული და ამავე დროს სახალისოა პირველ კლასში მუშაობა.
მინდა რამოდენიმე საინტერესო ინფორმაცია შემოგთავაზოთ.
I კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 35 წუთს.
გაკვეთილის სტრუქტურა: გაკვეთილი უნდა შედგებოდეს სხვადასხვა აქტივობებისაგან.
10-15 წუთიანი სასწავლო აქტივობის შემდეგ ბავშვს უნდა შევთავაზოთ განმავითარებელი სავარჯოშოები,მოტორული თამაშები.სასურველია,ყოველი გაკვეთილის განმავლობაში ასეთი სახის ჩართვას 2-ჯერ ჰქონდეს ადგილი.
აქტივობა ”წვიმა”
მიმდინარეობა: ბავშვები დგებიან წრეში.მასწავლებელი აწვდის ინსტრუქციას:ჩვენ ახლა უნდა გავახმოვანოთ წვიმა.როცა ვიტყვი”წვრილი წვეთები”!-გაატკაცუნებთ თითებს. ”წვიმა”!-ხელებს ვირტყამთ მუხლებზე.”ჭექა-ქუხილი”!-ვაბრახუნებთ ფეხებს,”ამოდის მზე”!-ხელებს ვწევთ მაღლა.
” დავდივარ ისე როგორც...”
მიზანი: განტვირთვა,თვითრეგულაციის,სწრაფად კოორდინირების უნარის განვითარება.
მიმდინარეობა: მოსწავლეები დადიან კლასში.მასწავლებელი აწვდის ინსტრუქციას:დავდივართ ისე,როგორც ნელი ადამიანები.დავდივართ ისე,როგორც ძალიან ნელი ადამიანები,დავდივართ ისე,როგორც ადამიანები წვიმის დროს,დავდივართ ისე,როგორც ადამიანები ძლიერი სიცხის დროს,ცხელ ქვებზე და ა.შ.