პროექტის გეგმა
პროექტის სახელი : შემოდგომა
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან შემოდგომის სეზონს,ამ დროს მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებს,მცენარეთა,ფრინველთა და ცხოველთა სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს, რაც მათი ასაკისთვის საჭირო, გასაგები და საინტერესოა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მცენარეთა და ცხოველთა სამყაროში მიმდინარე იმ ცვლილებეზე,რომელსაც ადგილი აქვს შემოდგომაზე. დააკვირდებიან ამინდის ცვალებადობას , ჩაინიშნავენ ცხრილის სახით და დაკვირვების შედეგად გააკეთებენ დასკვნებს.მოიძიებენ ინფორმაციას შემოდგომის ხილზე,თუ რა არის რთველი,როგორ ამზადებენ ჩურჩხელას. მოეწყობა ექსკურსია თბილისის ბოტანიკურ ბაღში.პროექტის დასკვნით ეტაპზე ჩავტარებთ შემაჯამებელ გაკვეთილს,მოვაწყობთ პრეზენტაციას მოძიებული მასალის გამოყენებით, გავაკეთებთ სტენდს,მოსწავლეები წარადგენენ შემოდგომის თემაზე შექმნილ საკუთარ ფერწერულ ნამუშევრებს.
მოსწავლეთა ასაკი : 5-6-7-10 წელი
ვადები და ხანგრძლივობა : 2თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები დაიყოფიან 5ჯგუფად და გადანაწილდება დავალებები. I ჯგუფი დააკვირდება ამინდის ცვალებადობას,II მცენარეებს,III ცხოველთა სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს,IV შეაგროვებს ინფორმაციას შემოდგომის ხილზე,V ბებოსგან აიღებს ინტერვიუს როგორ მზადდება ჩურჩხელა,პაპისგან-რა არის რთველი,ბადაგი,ღვინო,მარანი.ჯგუფებს დაენიშნებათ მეოთხეკლასელები( ჩემი ყოფილი მოსწავლეები) ჯგუფის ხელმძღვანელებად.
პროექტის პროვოცირებისთვის წარვმართავ პრეზენთაციას ”ეს საოცარი შემოდგომა”, ,რაც გამოიწვევს მოტივაციის ამაღლებას. პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეებს ვაჩვენებ ფოტოკოლაჟას”შემოდგომის ფოთლების ფანტაზია”და ვთხოვ მსგავსი ტექნიკით შექმნან აპლიკაციები.
მოსალოდნელი შედეგები: ჩატარებული კვლევის შედეგად ბავშვები გაიგებენ სასურველ ინფორმაციებს ,ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,გამოუმუშავდებათ პრეზენტაციისათვის საჭირო ელემენტარული უნარ-ჩვევა.
სარგებლობა სხვებისათვის: მოცემულ თემაზე მოძიებულ მასალას დაამუშავებენ და კომპაქტური სახით ჩაწერენ უფროსკლასელიები. სკოლის მოსწავლეებისათვის მისაბაძი იქნება ენთუზიაზმი, ასაკით პატარების დახმარება,რაიმე ახლისა და საინტერესოს შექმნის მცდელობა; პროექტის გეგმასა და მოძიებულ მასალას განვათავსებ ჩემს ბლოგზე, http://marexbasilidze.blogspot.com. ბლოგის საშუალებით, დაინტერესებული პირები გაეცნობიან მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, აღნიშნულ საკითხზე.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს აღწერა.
* აკვირდება, აღწერს და ხატავს მის გარშემო არსებულ ობიექტებს;
* დაკვირვების საფუძველზე აღწერს ლოკალურ გარემოს და ქმნის ნახატებს.
ბუნ. I. 5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს დღეღამის მონაცვლეობასთან დაკავშირებული მოვლენები.
* აღწერს ცხოველთა ქცევას დღე-ღამის განმავლობაში, სეზონის მიხედვით , გადმოსცემს მისთვის საინტერესო ისტორიას და აკეთებს ჩანახატებს.
ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
• მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს);
ქართ. I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
• მინიშნებებზე, ილუსტრაციებზე და ა. შ. დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას.
• ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს;
ისტ.I
ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.
პროექტის ფასილიტატორი: მარეხ ბასილიძე