Ярлыки

четверг, 19 января 2012 г.

”ზამთრის ზღაპარი” -საახალწლო კარნავალი


ზამთრის ზღაპარი
ბაბილინა: გამარჯობათ ძვირფასო სტუმრებო! მე და ბავშვებმა მუსიკალური სპექტაკლი მოგიმზადეთ დათუნიაზე,რომელსაც ზამთარში გამოეღვიძა.თქვენ ალბათ იცით,რომ დათუნიებს ზამთარში სძინავთ,გაზაფხულზე კი იღვიძებენ. აი,ჩვენი ზღაპრის გმირ დაათუნიას კი უცებ ზამთარში გამოეღვიძა.
მაშ ასე,ყურადღებით მომისმინეთ,რადგან თქვენ,ჩემო კარგებო ზღაპრის უშუალო მონაწილეები უნდა იყოთ.
იყო და არა იყო რა,ერთ უღრან ტყეში,პატარა ქოხში,რომელიც თოვლით იყო დაფარული,ერთი დათუნია ცხოვრობდა,სახელად-დრუნჩა.დათნიას,ისევე როგორც როგორც სხვა დათვებს უნდა სძინებოდა და სიზმრების ტკბილ სამყაროში ემოგზაურა.მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მას გაეღვიძა.გაეღვიძა და ფანჯარაში გაიხედა.ტყე თეთრად იყო შემოსილი,ციდან კი თეთრი ფიფქების კორიანტელი ცვიოდა.
დათვი: ეს რა საოცრებაა,ამდენი თეთრი პეპელა არც კი მინახავს.წავალ და მათთან ერთად ვითამაშებ.
ბაბილინა: დრუნჩა ტყეში გავიდა და ფიფქებთან ერთად თამაში დაიწყო.
დათუნი: ეს რა უცნაური პეპლებია,რომ დაიჭერ,მაშინვე ქრებიან.
(სიმღერა ”ფიფქები” )
ბაბილინა: დათუნიამ ფიფქებთან თამაშით გული რომ იჯერა ტყეში გაუდგა გზას.
დათუნია: ეს რა ჭრაჭუნა საბანი გადაუფარებია დედამიწას.ნეტავ სად არიან ფრინველები?
ბაბილინა- დრუნჩამ ალბათ არ იცის რომ ფრინველები გვიან შემოდგომით მიფრინავენ.ბავშვებო,თქვენ ხომ იცით სად მიფრინავენ ფრინველები გამოსაზამთრებლად? ( პასუხი: თბილ ქვეყნებში) ყოჩაღ.მოდით გავაგრძელოთ ზღაპარი.
ჩაფიქრებული მიდიოდა დათუნია ტყეში,უცებ ყვავების სიმღერის ხმა შემოესმა.
სხვათა შორის, ყვევაბი თბილი ქვეყნებისკენ არ მიფრინავენ. რატომ? ( ბავშვების პასუხი:იმიტომ რომ სიცივეს უძლებენ.)
ბაბილინა- ყვავები ამ დროს სკოლაში კითხვაში მეცადინეობდნენ.დრუნჩამ იფიქრა მეც წავიმეცადინებ ცოტასო და ყვავებს შეუერთდა.
(სიმღერა თუ,თუ,თუ)
ბაბილინა: დრუნჩამ ყვავებთან ერთად კითხვაში იმეცადინა,შემდეგ მათ გამომეშვიდობა და გზა განაგრძო.მიადგა კურდღლის სახლს.ბევრი არც უფიქრია,კარი გააღო და სახლში შევიდა.კურდღელი დათუნიას ბევრჯერ ენახა ტყეში,მაგრამ ახლა ის რუხი კი არა,ქათქათა თეთრი იყო,თოვლივით.
თქვენ ხომ იცით რომ კურდღლები ზამთარში ფერს იცვლიან ?
(ბავშვების პასუხი,დიახ,ზაფხულში ნაცრისფერები არიან,აი ზამთარში კი თეთრ ქურქს იცვამენ.)
კურდღელი: ვერ მიცანი? როგორ მოგწონს ჩემი თეთრი ქურქი? ჩვენ კურდღლები ზამთარში ქურქს ვიცვლით.
დათუნია,მოდი ერთი საახალწლოდ ცეკვა ერთად შევასრულოთ.
(ცეკვა ალილო)
ბაბილინ: ამასობაში მოსაღამოვდა. ბინდი ჩამოწვა.
დათუნია: ახლა მე უნდა წავიდე,ნახვამდის კურცქვიტა.
კურდღელი: ნახვამდის,დრუნჩა.
ბაბილინა: დრუნჩა გარეთ გავიდა და შენიშნა რომ სულ მარტო იყო ტყეში.ასეთი ჩუმი ტყე არასოდეს ენახა დათუნიას,ამიტომ შეშინდა კიდეც.ბუნაგისკენ ბაჯბაჯით გაეშურა. თამაშით დაღლილი დრუნჩა საწოლში ჩაწვა და ტკბილად დაეძინა.აი ასეთი იყო ზამთრის ერთი დღე დათუნია დრუნჩას ცხოვრებაში.თქვენც ხომ არ მოგერიათ ძილი? ვიცი რომ ყველაზე კარგად იავნანას სიმღერა გაძინებთ.აბა თვალები დახუჭეთ.ძილი ნებისა.
შემორბის ბავშვი,მოაქვს თოვლის პაპას წერილი. ბააბილინა კითხულობს:
ძვირფასო ბაბილინა,თუ შეიძლება,ბავშვები ჯერ არ დააძინოთ,საახალწლო ზეიმი თქვეს სტუდიაში უნდა გავმართო. თქვენსკენ სიხარულით მოვიჩქარი .კარნავალი ერთად მოვაწყოთ. სანამ მოვალ,არ მოიწყინოთ,იმხიარულეთ.
თქვენი თოვლის პაპა.
ბაბილინა: რა კარგია,კარნავალს გავმართავთ,ბავშვებიც მესტუმრებიან.
(ამ დროს შემოდიან: უგრეხელიძე,ირაკლი,სალომე,ბარდაძე,დემინაშვილი,ლანა,რეიხანოვი,ღონღაძე,ალუდაური,სანდრო,თიკო,გუგა.შალიბაშვილი,თეკლა,ლიზი)
-მოდით ბავშვებო,დასხედით. როგორი ამინდია გარეთ.ბარდნის?
-დიახ,ძალიან.

პირველი თოვლი

მიხარია, რა კარგია! -
თეთრი თოვლი ბრწყინავს!
დღეს პირველი თოვლი მოდის
და თან თითქოს ყინავს!

აი, ახლა გაიხედე:
ზამთარს პირი უჩანს,
თოვლით არის მოფენილი
სახლი, ეზო, ქუჩა.
აბა, ჩქარა ვისაუზმოთ,
საქმე მოვათაოთ
და ფაფუკი თეთრი თოვლით
კარგად ვიგუნდაოთ!
თოვლის შვილიშვილი
გაუჭირდა თოვლის პაპას,
ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.
დავბერდიო, - ასე ამბობს, -
მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!
საჩუქრების დიდი გუდა
ძლივს ასწია, შველა უნდა.
შუბლზე ცვარი მოიწმინდა:
თოვლის შვილიშვილი მინდა!
ბაბილინა: როგორც კი ყველანი მოვგროვდებით საახალწლო კარნავას გავმათავთ.
-საახალწლო კარავალს? როგორ მიყვარს ...
ტანში ჟრუანტელი მივლის,
ახალი წლის დილა დგება,
ფიფქი -თოვლის შვილობილი
ხელზე მტრედად
მაფრინდება.
მელაკუდა რა ხანია
აღარ დასდევს კუდში იხვებს,
დათვი, თითქოს ბატკანია,
თავს გვიკრავს და
ხმას არ იღებს.
მგელს არა აქვს სულაც შიში,
თოვლის პაპა როცა ჩნდება,
ჩვენთან ერთად დგება რიგში
და საჩუქარს ელოდება.
საახალწლო
რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.
საახალწლო
- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?
- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.
ბაბილინა-რომელ ხეს რთავენ ახალ წელს?
-ნაძვის ხეს.
-მოგწონთ ჩევნი ნაძვის ხე?
-დიახ
ნაძვის ხეო
ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე,
თოვლის ბაბუ,
საჩუქრები გვაღირსეო.
ბაბილინა: იცით ქართველები ნაძვის ხის გარდა,ჩიჩილაკსაც რთავდნენ ახალ წელს. ჩიჩილაკი თხილის წკნელებისგან მზადდებოდა. თქვენ ჩიჩილაკზეც გეცოდინებათ ლექსი

იჩახჩახე ჩიჩილაკო

თეთრად ელავს ბურბუშელა
და ფიჭვის ხეს სურნელს აკმევს.

ზედ კი ბებო ნელა-ნელა
ჰკიდებს ვაშლებს, ვერცხლის კაკლებს,
კანფეტებს და მანდარინებს,
ჩურჩხელებს და ჩირის ასხმას
და თან უხსნის შვილიშვილებს:


- ჩემო ირა, ლილი, ასმათ,
ეს ქართული ნაძვის ხეა,

პაპათქვენის ნახელავი,
ალბათ, მიხვდით, რად გეწვიათ -
რომ აგივსოთ კალთა ხვავით.



- რა ჰქვიაო? - თქვა ირაკლიმ.
- რა ჰქვია და... ჩიჩილაკი! -

და სამივემ ლამაზ სტუმარს
მიუმღერა ტაშის დაკვრით:


- ვიცით, ვიცით, ჩიჩილაკო,
ამ ახალ წელს რისთვის ამკობ,

გსურს პატარებს საახალწლო
სიხარული არ მოგვაკლო!
გაგიმარჯოს, ჩიჩილაკო!
იჩახჩახე, ჩიჩილაკო!

(შემოდიან დანარჩენი ბავშვები)
ბაბილინა:მოდით პატარებიო,მოდით. აბა მომიყევით რა ხდება ახალი?
მოსწავლე:უცნაური სიზმარი ვნახე.
ბაბილინა: რა სიზმარი?
(სიმღერა-”კანფეტების წვიმა”)
მოსწავლე:-მალე ახალი წელიც მოვა’

ამინ!

წუთი-წუთზე,
წუთი-წუთზე
წაბრძანდება ძველი
და შემოდგამს კარის ზღურბლზე
ფეხს ახალი წელი...


ბედნიერი ყოფილიყოს
ის წუთი და წამი,
სიხარული დაჰყოლოდეს

ამინ!
ამინ!
ყველა
ამინ!


აგვსებოდეს სასუნსულო
უხვი სასუსნავით,
გველხინოს და გვეჭიკჭიკოს
ამინ!
ამინ!
ყველა
ამინ!


ქრისტეშობას დაგილოცავთ,
დაესწარით მრავალს,
გიდღეგრძელებთ მამულს, კერას,
გენს და შთამომავალს!
ათი მცნება იყოს ჩვენი
საწყის-დასაბამი,
ღვთისმშობელი
გვმფარველობდეს,
ამინ!
ამინ!
ყველა
ამინ!..

(ვითვლით თორმეტქამდე და შემოდის წელი ახალი)
ახალი წელი

თქვენსკენ მოვეშურები,
აბა, ჰერი, მარხილო!
მოვალ წელი ახალი
საამო და სალხინო.

თეთრზე თეთრი ფიფქები
მომყვებიან მტრედებად,
სიუხვე და ბარაქა
სახლში დაგებედებათ.

აბა, ნუ შეგაშინებთ,
თოვლის კორიანტელი,
მომაქვს ქვეყნის სიკეთე
და მშვიდობის ნათელი!
ბაბილინა: ახალი წლის დადგომას ქათრთული ტრადიციებით მეკვლე მოჰყვება.

მეკვლე ვარ!..

თოვლი მოსულა ქათქათა,
მთა-ბარი დაუბარდნია,

მეკვლე ვარ,
- ვარსკვლავბიჭუნა,
ახალი წელიწადია!

ციდან ეშვება ფარფატით
ფიფქები, სხივთაფერება,

მომყვება თოვლის ბაბუა,
ხალისით ამემღერება:
- კარი გამიღეთ,
მეკვლე ვარ!
ახალწლის მახარობელი,

მომაქვს ათასი სიმღერა,
მამულის საგალობელი.

მრავალ-მრავალ ახალ წელს
ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,
ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
საქართველოს სადიდებლად
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
ჩემი გული სიხარულით,
რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,
მშვიდობა და სიყვარული,
მრავალ, მრავალ ახალ წელს!

გილოცავ!

გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ.

ახალი წელია...
თოვლიც გვესალმება...
თოვლიც გვესალმება ციდან...

- ცრემლები?!
გოგონები
- ცრემლებზე - ბოდიში! ბიჭები
- ღიმილი?!
ბიჭები
- ღიმილი -
რამდენიც გინდა...
გოგონები
ბავშვებო!
თქვენსავით
მეც ვიყავ მოსწავლე...
მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!
ბაბილინა
ამიტომ ერთმანეთს,
ამიტომ ერთმანეთს
ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა...

გვიყვარდეს სამშობლო,
სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს,
გვიყვარდეს წიგნი...
მშობელი
რაც უნდა ისურვო,
რაც უნდა ინატრო, -
ესაა ყველაზე დიდი.

გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ -
ვისაც სამშობლო გიყვარს...
ზაზა ხარ!
ლაშა ხარ!
ვაჟა ხარ!
ნინო ხარ!
ეს სულერთია -
ვინ ხარ!


შობის ღამე დგებაო,
სასწაული ხდებაო,
წმინდა სანთელს ავანთებ
ფანჯრის სარკმელზედაო,
შობის ღამეს მოვიხმობთ
დედა ღვთისმშობელსაო,
სახლი მისი სტუმრობით
მადლით აგვევსებაო
შობის რამე დგებაო,
ქრისტე იბადებაო
ყველა საწაული ხომ
შობის რამეს ხდებაო!
ყველა ვედრება ღმერთმა გისმინოს,
ტკბილი სიზმარი ცხადში გენახოს,
და ყველა ნატვრა აგსრულებოდეს,
ამ შობის რამეს რაც კი გენახოს!
მსურს ,მოგილოცო ბრწყინვალე შობა
და ზედ დავურთო ღვთისმშობლის ლოცვა,
შენი ცხოვრების მეგზური იყოს,
სიყვარული და წმინდანთა ლოცვა!

საახალწლო

საქართველოს მზეს,
ყანებსა და ზვრებს,
საქართველოს ცას,
მოლივლივე ზღვას,
საქართველოს მთებს,
საქართველოს რთველს,
რიონს,
ჭოროხს,
არაგვს,
მათ ტალღათა ფერს.
ალაზანს და ხრამს,

რა თქმა უნდა მტკვარს,
ჩვენს საყვარელ ხალხს,
ვინც თესავს და ხნავს,
საქართველოს გზებს,
მის ხვალინდელ დღეს -
სიცოცხლე და დღეგრძელობა
მრავალ ახალ წელს!

მოსწავლე-ბაბილინა,როდის მოვა თოვლის პაპა?
ბაბილინა:როდის მოვა?
მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას,
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.
ბაბილინა: ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.
ბაბილინა: თოვლის პაპამ საჩუქრები რომ მოგვიტანოს წერილი უნდა დაგვეწერა და გაგვეგზავნა. დაწერეთ?
ბავშვები-დიახ.
წერილი თოვლის ბაბუას
ჩემო თოვლის ბაბუა,
მენატრები ძალიან,
გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.
ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,
ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!
ჰოდა, თოვლის ბაბუა,
იცი, მე რას ვნატრულობ?
საახალწლოდ ეგ სავსე
ხურჯინი რომ მაჩუქო!

ანა-გოგოს წერილი

საყვარელო თოვლის პაპა,
ჩემს ნატვრასაც გეტყვი, აბა.
საახალწლოდ მომიტანე
ფუშფუშებიანი კაბა!

ზედ ეხატოს
მზე და მთვარე.
ვარსკვლავებიც
ჰქონდეს, ბარემ!

რომ ჩამოჰკრავს თორმეტჯერ,
საახალწლოდ საათი,
შენც მოქროლდი მარხილით!
არ იარო ტაატით!

ვერცხლის ზანზალაკები
მალე მომიწკარუნე!
დაგახვედრებ გოზინაყს,
პირი ჩაიტკბარუნე.
გელოდები,
იცი, როგორ?
აბა, გკოცნი.
ანა-გოგო.
ბაბილინა: ეჰ,თოვლის პაპა იგვიანებს,ტუმცა წერილი მასაც გამოუგზავნია და ახლა წაგვიკიტხავენ

პაპას წერილი

თოვლის პაპა წერილს წერს,
აწრიპინებს კალმის წვერს,

თან ისწორებს ფაფუკ წვერს,
- მოგილოცავთ ახალ წელს.
საჩუქრები ყუთებში

ვალაგე და ვთვალე,
თქვენთან მომაქვს, ცელქებო,
თქვენ კი გენაცვალეთ.
ლიხის მთიდან დამცქერის
ახალი წლის მთვარე,
თეთრი ეტლით მოვდივარ,
ვინ გამიღებს კარებს.
გია, ნიკო, ანიკო,

თამრიკო და ნანული
გაახარეთ დედ-მამა,
ასახელეთ მამული


(მშობლებისთვის)
ახალი წელი გათენდა
რაიც მთავარია-დღეა მშვენიერი,
რაიც მთავარია- ბალრებს უხარიათ.
ციდან მოფრინავენ ლურჯი ფერიები,
სახლში მოღუღუნე ძველი ბუხარია.
რაიც მთავარია-გვიყვარს ერთმანეთი.
რაიც მთავარია-უნდა ვიარსებოთ,
ხოლო უმთავრესი,იქნებ ერტადერთიც,
მაინც სიმშვიდეა,ჩემო ძვირფასებო.
რაიც მთავარია-ჩვენი მთა და მდელო,
რაიც მთავარია-ჩვენი მზწე დავიცვათ,
ღმერთო მოუმართე ხელი საქართველოს,
ღმერთო მოუმართე ხელი დედამიწას.