კონკურსში გამარჯვებული პედაგოგების დაჯილდოვება
|
მასწავლებლის სახლში ინოვაციური პროექტების კონკურსში
”საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში
2012 (Partners in Learning Georgian Forum 2012)” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
კონკურსი კომპანია
”მაიკროსოფტ საქართველოსა” და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული და მასში საქართველოს სკოლების პირველი კლასის ბუკების მასწავლებლები
მონაწილეობდნენ.
ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებულ
2 მასწავლებელს კომპანია „მაიკროსოფტ საქართველო“
პორტუგალიაში ევროპის ფორუმზე გაუშვებს,
სადაც ჩატარდება კონკურსი და გამარჯვებული პროექტი ნომინირებული იქნება მსოფლიო ფორუმზე
(Partners in Learning Global Forum 2012). ფორუმი ოქტომბერში
ათენში
ჩატარდება.
პორტუგალიაში გამართულ ფორუმზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით კიდევ
3 მასწავლებელი გამემგზავრება. საუკეთესო ხუთეულში მოხვედრილი პედაგოგები ფორუმში მონაწილეობის გარდა ადგილზე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ჩატარებულ მასტერ-კლასებსაც დაესწრებიან.
საუკეთესო ხუთეულში მოხვდვნენ:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პორტუგალიაში მასტერ-კლასებზე დასასწრებად პედაგოგებთან ერთად დამატებით
2 ტრენერსაც გაუშვებს.
კონკურსი დაფუძნებული იყო სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებაზე და მისი მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის გზით,
განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
კონკურსში ყველა ის მასწავლებელი მონაწილეობდა,
რომელიც
დაწყებითი საფეხურის
I კლასში ასწავლის და სწავლების პროცესში ნეთბუკს
“ბუკი” იყენებს (1:1 ელექრონული სწავლება).
|
http://www.tpdc.ge/ge/news/konkurssi-gamarjvebuli-pedagogebis-dajildoveba (ტექსტი ამ ვებგვერდიდანაა დაკოპირებული, სურათი საკუტრივ ავტვირთე)