Ярлыки

вторник, 11 июня 2013 г.

სპორტის გაკვეთილზე

   მოძრაობა ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მისი ნაკლებობა კი სხვადასხვა დაავადების მიზეზია. მოძრაობა განსაზღვრავს ჩვენს აღნაგობას და ორგანიზმის ფუნქციებს.
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად , ჩვენს ორგანიზმს ფიზიკური აქტიურობის გარკვეული დოზა აუცილებლად სჭირდება.
ისიც აღსანიშნავია, რომ ფიზიკური აქტიურობა მუდმივი უნდა იყოს.
სპორტის გაკვეთილები ხელს უწყობს მოზარდის ფორმირებას და ცხოვრების ჯანსაღი
წესის დანერგვას.


понедельник, 10 июня 2013 г.

ჩვენი ტკბილი ბებიკოები

   ყველა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად ხედავდეს და ურთიერთობა ჰქონდეს  ბებია და ბაბუასთან.  
   ასაკოვან ადამიანში არის რაღაც, რაც არც ერთ ახალგაზრდას არ აქვს  და ეს რაღაც ძალიან კარგია.
   ამბობენ,მოხუცები უფრო მძაფრად განიცდიან სიცოცხლის ფასსამიტომ ისინი უფრო მეტად აფასებენ შვილიშვილებთან გატარებულ წუთებსრომელიც მათი გვარის გამგრძელებლები არიან... 
   ბებია და ბაბუასთვის კი ბავშვთან ურთიერთობის წუთები შეიძლება იყოს განსაკუთრებული ბედნიერება.