Ярлыки

вторник, 21 июня 2011 г.

”მინდა,გინდა,უნდა...”


თემა: სურვილები და მოვალეობები
კლასი: მე-3 და მე-6
სტუმრები: ოლღა ცისკარიშვილი-სოსელია (ჟურნალისტი), ლაშა ჩიკვაიძე (რეჟისორი) ნინო მზექალაშვილი(დიზაინერი,მსახიობი)
სასაუბრო მასალა: სილვესტაინის ”გულუხვი ხე”,ბისეტის ”გინდა,გინდა,გინდა”.
( P.S.წარმოდგენილი მასალა არასრულია.უკაცრავად.შევავსებ მოგვიანებით)
გულუხვი ხე

იყო და არა იყო რა,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.იყო ერთი ხე.იყო და უყვარდა ერთი ბიჭუნა,რომელიც ყოველდგე მიდიოდა მასთან.ამ პატარა ბიჭს მეფობანას თამაში მოსწონდა.მივიდოდა ხესთან,მისი ფოთლებით გვირგვინს შეკრავდა,გვირგვინით თავს დაიმშვენებდა და ტყის მეფესავით დაბრძანდებოდა.დაიღლებოდა მეფობანას თამაშით და ახლა გემრიელი ვაშლით ჩაიტკბარუნებდა პირს.
ხანდახან დახუჭობანას ეთამაშებოდა,ხან საქანელასავით ჩამოშვებულ მეგობრის მკლავებს დაეკიდებოდა და მხიარული სიცილ-კისკისით ჩამოკონწიალებული,გაექან-გამოექანებოდა ხოლმე.მტელი დგის ანცობით დაგლილი იქვე ხის ძირში იძინებდა ტკბილი ძილით.
ბიჭს უყვარდა ვაშლის ხე,ძალიან უყვარდა. ხე გრძნობდა ამ სიყვარულს და ბედნიერი იყო.
დღე-დღეს მისდევდა. ბიჭუნაც თვალსა და ხელს შორის იზრდებოდა და ვაშლის ხე სულ უფრო ხშირად რჩებოდა მარტო. იდგა ნაღვლიანი და გაჰყურებდა გზას,საიდანაც მისი პატარა მეგობარი უნდა გამოჩენილიყო.
ერთ დღესაც,როგორც იქნა,მოიცალა ბიჭმა საქმეებისგან და მივიდა ხესთან.გული ამოუჯდა ხეს,თავისი ტოტებით ეფერებოდა ძველ მეგობარს და თანაც ეუბნებოდა:
-მოდი,ჩემო მეგობარო,ძველებურად ვიმხიარულოთ. ამოდი,ვაშლით ჩაიტკბარუნე პირი,გაექან-გამოექანე,გაიხსენე ბავშობა და კვლავ იგრძენი ბედნიერება.
ბიჭი აძვრა ხეზე,დაკრიფა ვაშლები და თან წაიგო და იდგა ხე ბედნიერი.(ბედნიერი,ბედნიერი,ბედნიერი.)
ამის შემდეგ ბიჭი დიდხანს აღარ გამოჩენილა.
ხემ მოიწყინა,დადარდიანდა. არავინ იცის,რამდნეი ხანი გავიდა და აი, ერთხელაც,გამოჩნდა ბიჭი.
-დამიბრუნდა მეგობარი.მოდი ჩემო მეგობარო,ძველებურად ვიმხიარულოთ.ამოდი,ვაშლით ჩაიტკბარუნე პირი,ინებივრე ჩემს ტოტებზე,გაიხსენე ბავშვობა და კვლავ იგრძენი ბედნიერება.
-მე დაკავებული კაცი ვარ,სად მაქვს შენს ტოტებზე საძრომიალო დრო.მე სახლი მჭირდება,რომ გავთბე. მე მინდა მყავდეს ცოლი და შვილები,გესმის? მე სახლი მჭირდება.შენ შეგიძლია მომცე სახლი?
-მე არა მაქვს სახლი,ტყეა ჩემი თაშესაფარი,მაგრამ არა უშავს,დაგეხმარები. შენ შეგილია დამაჭრა ტოტები და ააშენო სახლი,ალბათ,მაშინ მაინც იქნები ბედნიერი.
და ბიჭმა დააჭრა ტოტები და თან წაიღო.
და იდგა ხე ბედნიერი.(ბედნიერი,ბედნიერი.)
ძალიან,ძალიან დიდხანს აგარ გამოჩენილა ბიჭი.როცა დაბრუნდა,ბიჭის დანახვაზე ხე ერთნაირად ათრთოლდა,მღელვარებისა და ბედნიერებისგან გული ისე უცემდა,რომ ძლივსღა იბრუნებდა ენას.
-მოდი,ჩემო ბიჭუნავ,მოდი,ითამაშე.
-რაღა დროს თამაშია ჩემი ხნის კაცისთვის,დარდი შემომწოლია გულს.
მე ნავი მჭირდება,რომ აქაურობას მოვშორდე.შენ შეგიძლია,მომცე ნავი?
-მე არ მაქვს ნავი,მაგრამ დაგეხმარები მემხერხე და მორისგან გააკეთე ნავი. ასე შეიძლება მოსცილდე აქაურობას.იქნებ ბედს ეწიო.
ბიჭმა მოხერხა ვაშლის ხე,გააკეთა ნავი და გაცურა.და იდგა ხე ბედნიერი,მაგრამ რაღაც უცნაური ტკივილი კი გაუჩნდა.
ვინ უწყის,რა დრომ განვლო ამ ამბის შემდეგ და აი,ერთ დღეს ისევ დაბრუნდა ბიჭი.
-მომიტევე,ჩემო მეგობარო,ვაი,რომ აღარაფრის მოცემა აგარ შემიძლია.ვაი,რომ ვეგარ გიმასპინძლებ ვაშლებით.
-სადღა მაქვს ვაშლის საკბეჩი კბილები.
-აღარც ტოტები მაქვს.ვაი,რომ ვეგარ ინებივრებ მათზე.
-ეჰ!რა ხანია სიბერე შემომეპარა,სადგა შემიძლია შენს ტოტებზე ქანაობა.
-აღარც ტანი მაქვს,რომ ზედ ამოცოცდე.
-მე ძალიან დამღალა ცხოვრებამ,სადგა შემიძლია ცოცვა!
-მაპატიე,მაპატიე,მე მინდოდა,რაღაც მაინც მომეცა შენთვის,მაგრამ არაფერი დამრჩა. მე ერთი უსარგებლო,ძველი კუნძი ვარ,მაპატიე...
-მე ახლა ბევრი არაფერი მჭირდება. უბრალოდ სიმშვიდე მომენატრა,მინდა დავჯდე და დავისვენო,ძალიან დავიღალე.
-კარგი,დაგეხმარები.ძველი კუნძი იმდენს კი შეძლებს,რომ მასზე მოხერხებულად ჩამოჯდე და დაისვენო. მოდი,ჩემო მეგობარო,მოდი,დაჯექი და დაისვენე.
ჩამოჯდა ბიჭი კუნძზე და იჯდა ასე.
და იდგა ხე ბედნიერი.


Комментариев нет:

Отправить комментарий