გაკვეთილის თემა : სკოლაში ქცევის წესები
სწავლების საფეხური: დაწყებითი საფეხური,I კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 28
გაკვეთილის მნიშვნელობა-აქტუალობა: კარგად ორგანიზებული ქცევის წესები და საკლასო გარემო აუცილებელი წინაპირობაა კარგი სწავლისა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები:
• მოსწავლეებისთვის მოწესრიგებული საკლასო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
• სკოლაში ქცევის წესების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება;
• ხელი შევუწყოთ კლასში ისეთი სოციალური გარემოს შექმნას, სადაც ყველა მოსწავლე უფრთხილდება სასკოლო, პირად თუ თანაკლა-სელთა ნივთებს.
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა,ხაზების გამოყენებით დავალების მონიშვნა.
შეფასების საგანი და პროცედურები: ფასდება წყვილი სიტყვიერი კომენტარითა და ”მომღიმარი მზით”.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: ბუკები,პროექტორი,წინასწარ გამზადებული სავარჯოშო ტესტები.ფორმატი,წებო,ფანქრები.ბუნების სახელმძღვანელო.ვიდეო მასალა: ზღაპარი:”ჩოჩორიკოს ზრდილობა”.
მასალის მოსამზადებლად გამოყენებული ვებგვერდი:
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი: საორგანიზაციო საკითხები 2 წთ.
A ფაზა(გამოწვევა)-15 წთ
მოსწავლეებს მონიტორის დახმარებით, ”დიდ ეკრანზე” ვუჩვენებთ ბაბილინას გადაცემიდან ამოღებულ ზღაპარს ”ჩოჩორიკოს ზრდილობა”
B ფაზა ( შინაარსის რეალიზება)
აქტივობა1. კითხვა- პასუხი . 5-7წთ
ზღაპრის ყურების შემდეგ ვმართავთ დისკუსიას თემაზე ”მართლაც არის თუ არა ეს სამი სიტყვა : გმადლობთ,ბოდიში,თუ შეიძლება ჯადოსნური? მოგვყავს მაგალითები პირადი გამოცდილებიდან.
აქტივობა2. მუსიკალური შესვენება.5 წთ: ვსწავლობთ სიმღერას ”სამი ჯადოსნური სიტყვა”.
აქტივობა3. სიტუაციური ამოცანა.5წთ
შესვენება. მეორე გაკვეთილი
აქტივობა4. 1. თამაში – გვჭირდება თუ არა წესები? (5-7 წთ.)
მასწავლებელი წესებზე წინასწარი საუბრის გარეშე ბავშვებს სთავაზობს ასეთ თამაშს: ყველა დგება წრეზე. წრე უნდა შემჭიდროვდეს. მოსწავლეებმა ხელები წინ უნდა გაიწვდინონ და ჩაჰკიდონ ერთმანეთს – ვის როგორც მოუხერხდება, შემდეგ ხელების გაუშვებლად ბავშვები უნდა შემო-
ტრიალდნენ.მოსწავლეები ამ დავალებას (შემოტრიალებას) ვერ შეასრულებენ და აირევ-დაირევიან.დაიბნევიან და ახმაურდებიან.
შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს სთავაზობს თამაშის ასეთ წესს:თითოეულმა წინგაშვერილი მარჯვენა ხელი უნდა გადაადოს თავის მარცხენა ხელს და ჩასჭიდოს ამხანაგის ხელს (გამოდის მარჯვენა და მარცხენა ხელების გადაჯვარედინება. ნიმუში ნაჩვენებია სახელმძღვანელოს შესაბამის გვერდზეც). ამ წესის დაცვის შემთხვევაში წრეში მდგომი ყველა ბავშვი შეძლებს ისე შეტრიალდეს, რომ ამხანაგს ხელი არ გაუშვას და არც წრე დაირღვეს (ამ შემთხვევაში ბავშვები ხელჩაკიდებულნი ზურგით დადგებიან ერთმანეთთან). თამაში რამდენჯერმე უნდა განმეორდეს. ისინი, რომლებიც ამ წესს დაარღვევენ, ვერ შემოტრიალდებიან ან ხელები გაეშვებათ, თამაშიდან გადიან.
აქტივობა 5. საუბარი. 2წთ.თამაშის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს განუმარტავს, რომ წესების დაცვას სასურველ შედეგამდე მივყავართ, წესების დაუცველობას კი – არეულობამდე. სკოლაში (და კლასში) ყოფნის დროსაც აუცილებელია სკოლაში ქცევის წესების დაცვა, რათა კარგად ვისწავლოთ და წარმატებას მივაღწიოთ.მოდით, ეს წესები ერთად მოვიფიქროთ,შევიმუშაოთ და შევქმნათ პლაკატი.
აქტივობა 6. კლასში ქცევის წესების შემუშავება (3წთ.)
მოსწავლეებს ურიგდებათ ბუქებში ინდივიდუალურად შეასასრულებელი დავალება,რა არის კარგი ჩვევა და რა ცუდი.
აქტივობა 8. წესების ჩამოყალიბება ერთობლივად,მასწავლებლის დახმარებით.3წთ.
I. მასწავლებელი – როცა ერთი ლაპარაკობს, სხვები...
მოსწავლეები – სხვები უსმენენ;
II. მასწავლებელი – როცა რაღაცის თქმა მინდა...
მოსწავლეები – ხელი უნდა ავწიო;
III. მასწავლებელი – როცა კლასში შემოვდივართ...
მოსწავლეები – ვიღიმებით და ერთმანეთს ვესალმებით;
IV. მასწავლებელი – დაუკითხავად ამხანაგის ნივთი არ...
მოსწავლეები – უნდა ავიღოთ.
V. მასწავლებელი – როცა ამხანაგს უჭირს, უნდა...
მოსწავლეები – დავეხმაროთ.
აქტივობა: ცეკვითი ვარჯიშები. 3 წთ
აქტივობა7 მუშაობა წყვილებში. 4-5-წთ. წყვილებს ურიგდებათ სიტუაციური ნახატები.მათ წყვილებში უნდა შეიმუშაონ ქცევის წესები.
წყვილები მსჯელობენ და ნახატის საშუალებით გამოსახავენ წესებს.(ურიგდებატ ჭინასწარ დაბეცდილი მასლა,რომელიც უნდა გამოჩრან და შექმნან ორი დაფა: გიმილიანი კაცუნასათვის,სწორად მოქცევის წესები,მოწკენილი კაცუნასთვის,როცა არასწორად ვიქცევით.შემდეგ მასწავლებელი კედელზე აკრავს მათ ნამუშევრებს და ქმნის კოლაჟს, რომელიც სასურველია, მთელი წლის განმავლობაში იყოს თვალსაჩინოდ
აქტივობა 9. მუშაობა სახელმძღვანელოზე (წყვილებში- 5-7 წთ.)
C ფაზა. (გამთლიანება) 5წთ.
მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას,აკეთებენ დასკვნებს,რა ვისწავლეთ,რაში გამოგვადგება ეს წესები. მასჭავლებელი აფასებს წყვილებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий