პროექტის სახელწოდება:
რას აკეთებ თავისუფალ დროს?
ავტორი: მარეხ ბასილიძე
თანაავტორი
: მაია ბაზღაძე
საგნები:
ქართული, ხელოვნება, მათემატიკა, სპორტი
კლასი :
მე-2
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა ჩაატარონ დაწყებით კლასებში გამოკითხვა თემაზე: “ რას აკეთებ თავისუფალ დროს?”, შეაგროვონ სტასტიკური
მონაცემები I-IV კლასებში,
მოიძიონ ინფორმაცია წარსულში არსებულ საბავშვო
თამაშებზე, შეადარონ თანამედროვე თამაშებს, სპორტის გაკვეთილზე გააცოცხლონ ძველი ქართული
საბავშვო თამაშობანი. გამოუმუშავდეთ ჯგუფური მუშაობის, პრობლემის განსაზღვრის, თეორიული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარები.
პროექტის მოკლე
აღწერა:
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე განვახორციელებთ აქტივობას
: ა) “ჩემი ღერბი” ბ) მათემატიკის გაკვეთილზე
შესწავლილ თემას “ მონაცემთა შეგროვება”, გამოვიყენებთ კლასში გამოკითხვის ჩასატარებლად “რას ვაკეთებ თავისუფალ დროს?”, შევადგენთ სქემას
დაფაზე, რვეულში, ბუკში.
ამ ამოცანების
განხორციელების შემდეგ შემომაქვს პროექტის იდეა. მოსწავლეებთან ერთად ვადგენ გეგმას და ვანაწილებ ჯგუფებს.
I ჯგუფი - ჩაატარებს კვლევას I_IV კლასებში
II ჯგუფი -
იღებს ინტერვიუს უფროსებისგან
III ჯგუფი
- მოიძიებს ინფორმაციას ძველ ქართულ
თამაშებზე. რომლებსაც სპორტის გაკვეთილებზე გავაცოცხლებთ.
პროექტის ხანგრძლივობაა 2 თვე
ამ პროექტის განხორციელებისათვის ერთ- ერთი აუცილებელი
პირობაა სადამრიგებლო საათზე განვახორციელო შემდეგი აქტივობები: ა) “ჩემი ღერბი” ბ) პროექციული მეთოდი (წინადადებების დასრულება).
ამ აქტივობების მიზანია : “მე” -კონცეციის ფორმირება,
რეფლექსია,
თვით პრეზენტაცია, ინტერესთა სფეროს გამოკვეთა. ანუ
მოსწავლე იქნება მზად ამოირჩიოს ჩემს მიერ შემოთავაზებულ რომელ ჯგუფში მუშაობა იქნება
მისთვის სასიამოვნო, საინტერესო.
ისტ-ის გამოყენება
სწავლის დროს ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. მოსწავლე ინფორმაციის
პასიური მიმღები კი არ არის, არამედ მას თავად
შეუძლია სასწავლო შინაარსის პროდუქტის შექმნა.
ბუკის გამოყენებამ სწავლების პროცესში
მოსწავლეებს მისცა მეტი შანსი იყვნენ შემოქმედებითნი, ინოვაციურები, მონაწილეობას იღებენ
საკუთარი სწავლის პროცესში.
კლასი
დავყავი 3 ჯგუფად ნ: ” ნორჩი სტატისტიკოსები”,
”ნორჩი ჟურნალისტები”, ”ნორჩი
მაძიებლები”. პირველ ჯგუფს ხელმძღვანელობს - მაია ბაზღაძე , მეორეს მე-12 კლასის
მოსწავლე სალომე გოგიშვილი, მესამეს კი - მე-5
კლასის მოსწავლე ხატია მამუჩარაშვილი და მშობელი,
ნინა არუთინიანი.
“ ნორჩ სტატისტიკოსთა”
ჯგუფის წევრებმა გამოიყენეს კვლევის რიცხობრივი მეთოდი, მასიური ზეპირი გამოკითხვა
და ანკეტირება. ჩაატარებული კვლევის შედეგები
დაამუშავეს, იმუშვეს პროგრამა PowerPoint- ში, შედეგები
ცხრილური და დიაგრამული სახით გააცნეს თანაკლასელებს. ვიმსჯელეთ პრობლემის გადაჭრის გზებზე, გადავწყვიტეთ, რომ აქტიურად გამოვიყენოთ ”ნორჩ მაძიებელთა მიერ” შეგროვებული მასალები სპორტის
გაკვეთილზე. “სტატისტიკოსთა” მონაცემების გაცნობა-დაკვირვების შემდეგ გაჩნდა კითხვა, ნეტავ როგორ ერთობოდნენ უფროსები
როცა პატარები იყვნენ? ამ კითხვაზე პასუხის
მოსაპოვებლად გააქტიურდა მეორე ჯგუფი. მათ უნდა აეღოთ ინტერვიუ უფროსებისგან მათი ბავშვობის დროინდელი თამაშობების შესახებ.
მეორე ჯგუფის ნამუშევრები ორი აქტივობის განხორციელებაში
დაგვეხმარა. 1) მასალის პრეზენტაციის შემდეგ აღმოჩნდა
რომ ბებია-ბაბუები თამაშობდნენ თვითნაკეთი სათამაშოებით. გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა რბილი სათამაშოები
და მოგვეწყო გამოფენა საკლასო ოთახში. თვითნაკეთი სათამაშოების ვიდეო პრეზენტაცია ავტვირთეთ
ბლოგზე, რათა დაინტერესებულმა პირებმა შეძლონ
მისი ნახვა.
საკლასო გამოფენაში გამარჯვებული სათამაშოები გავგზავნეთ
მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში, რბილი სათამაშოების გამოფენაზე.
მეორე აქტივობა, რომელიც “ნორჩ ჟურნალისტთა” ჯგუფის მიერ შეგროვილმა მასალამ განაპირობა
გახლდათ, ის, რომ 2) მოგვეძიებინა ის თამაშები,
რომლებიც დაასახელეს უფროსებმა და რომლებსაც ახლა აღარ თამაშობენ.
პროექტში ჩაერთო “ ნორჩ მაძიებელთა” ჯგუფი. მათ ეტაპობრივად გააცნეს თანაკლსელებს ნამუშევრები, რათა სპორტის
გაკვეთილებზე გაგვეცოცხლებინა ისინი. მასალის მოძიება ინტერნეტ სივრცეში გაჭირდა მწირი
ინფორმაციის გამო, ამიტომ “მაძიებლებმა” გამოიყენეს
წიგნები: ნ. კაპანაძე “ბავშვის აღზრდის ქართული ხალხური ტრადიციები”,”ხალხური სიტყვიერება”
გამომცემლობა “ნაკადული”, ამობეჭდეს მოძიებული
ინფორმაცია, ბუკების საშუალებით შექმნეს ხმოვანი მასალა და თანაკლასელებს გადავუგზავნეთ ბუკებში, რათა ისინი უკეთ გარკვეულიყნვენ მათ შინაარსში. ინფორმაცია აგრეთვე დავდეთ ბლოგზე. ძველ თამაშობებზე მასალა, როგორც გაირკვა,
ინტერნეტ საიტებზე ჯერჯერობით არ იყო განთავსებული
და მეორე კლასელთა ნამუშევრები გამოიწვევს უფროსების მოტივაციას, გააღრმავონ ამ საკითხზე
მუშაობა. სპორტის გაკვეთილებზე მოსწავლეები ხალისით თამაშობდნენ მათთვის უცხო თამაშებს.
მეტი
ინფორმაციულობისათვის ისინი გაესაუბრნენ უფროსებს, გადაღებები მიმდინარეობდა სასკოლო გარემოს
გარეთ. საკლასო ოთახში მხოლოდ გადაღებულ სიუჟეტებზე ხდებოდა მსჯელობა .
პროექტის ერთობლივმა დაგეგმვამ და მისმა ეტაპობრივმა განხორციელებამ მოსწავლეებს
დაანახა, რომ იდეა თანდათან იხვეწება და ხორციელდება,
რომ თავადაც შეუძლიათ უფროსების დახმარებითა და თანადგომით მნიშვნელოვანი რაიმეს შექმნა. მათ ხომ მოიძიეს, ამობეჭდეს, გადაიღეს და
ატვირთეს ინტერნეტ სივრცისათვის ნაკლებად ცნობილი მასალა “ძველ ქართულ საბავშვო თამაშებზე”?! პროექტმა დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია მეორე კლასელებში, ანა ბურკაძემ
და თეკლა აბულაშვილმა საკუთრივ მოფიქრებული თამაში წარმოგვიდგინეს და ვიდეომასალაც
მოგვაწოდეს. ნიცა ბასილიძემ მოგვაწოდა იდეა, რომ სამომავლოდ იმ ბავშვებისთვისაც შევქმნათ ”ციფრული წიგნები” , რომლებსაც კითხვა უყვართ. მისი იდეა მოიწონეს თანაკლსელებმა და დავიწყეთ მუშაობა ახალ პროექტზე “ ჩვენ გვიყვარს კითხვა”.
ამრიგად, ერთმა პროექის წარმატებით განხორციელებამ მეორის წამოწყების იდეა დაბადა. ბლოგზე განთავსებული
პროექტის სამუშაო მასალა საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ პატარების
მიერ ჩატარებულ კვლევას. შესაძლოა პატარების მცდელობამ, შექმნან რაიმე ახალი და ღირებული,
უფროსებში დიდი, კეთილი იდეაც კი წარმოშვას
...
პროექტის დასაწყისშივე
მოსწავლეთა აქტიურობით დაიგეგმა შესასრულებელი სამუშაოები. გაიწერა ვადები. ისინი აღნიშნულ
დღეს მოდიოდნენ საკუთრი ინფორმაციით და კლასში უზიარებდნენ მეგობრებს. ისინი გადაღებისას
უწევენ ერთმანეთს დახმარებას, გადასაღებად
მიდიან მცირე ჯგუფები. მათ ოჯახის წევრებთან
მოახდინეს შეთანხმება რა დროს გადაეღოთ ვიდეო, დაიხმარეს ისინი გადაღების პროცესისას
და შეასწავლეს მათაც ბუკის მეშვეობით ფოტოსა და ვიდეოს გადაღება. მათ მიერ გადაღებული
ფოტო და ვიდეო მასალა გავუგზავნეთ სხვა ჯგუფის წევრებს Classroom
Management--ის საშუალებით
შედგა ჯგუფური მუშაობა, ითანამშრომლეს მე-4 და მე-12
კლასის მოსწავლეებთან. კომუნიკაცია დაამყრეს
უფროსებთან, დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა ბებოებს
და გადაიღეს ვიდეო მასალა. ამ პროექტში ჩართულნი იყვნენ მშობლებიც.