Ярлыки

понедельник, 29 апреля 2013 г.

ძველი ქართული საბავშვო თამაშობანი: ღინღილო,ძერა-ძერა,ტაშორია,კენჭობია,ასკინკილა

          ღინღილო,  ოქროს  ღილო
            [ჩაწერილია  ახალციხეში]
გოგოები  ორ  ჯგუფად  გაიყოფიან.  ხელი  ხელს  ჩაჰკიდებენ  და ერთმეორისაგან  ოციოდ  ნაბიჯზე  გაჩერდებიან. მერე  ერთი  ჯგუფის დედა მეორეს დაუძახებს:
_ღინღილო!
_ოქროს ღილო,
_ქალო, ვინა?
_მე  გახლავარ!
_დე,  მობრძანდი!
_აქაცა  ვარ!
იტყვის  ბოლოს  და  გაექანება  მეორე  ჯგუფისაკენ. თუ გაწყვიტა მათი ჯაჭვი, ერთი ბავშვი უნდა წაიყვანოს. მერე ისევ თავიდან იწყებენ „ღინღილოს“. თუ ვერ გაწყვიტა, მაშინ  გაუწყვეტელი გუნდიდან  დაიძახებენ  „ღინღილოს“ და ასე  აგრძელებენ  თამაშს.
მასალა მოიძია და  ამობეჭდა მე-2 კლასის მოსწავლე გიორგი ჩიკვაიძემ

ძერა-ძერა

       ერთ   ბავშვს  კრუხად   აირჩევენ,  მას  უკან   მიბმული   ჰყავს  „  წიწილები“    მეორე  ბავშვი   ძერაა  და   ცდილობს       წიწილების    მოტაცებას.
        კრუხი   დაკუზული  ქექავს  მიწას   და   ძერას     ეკითხება:
-         ძერა,  ძერა   რას   აკეთებ?
ძერა  უპასუხებს:
-          წინდის  ჩხირსა!
-         წინდის  ჩხირი   რად   გინდა?
-         წინდას   მოვქსოვ !
-         წინდა  რად  გინდა?
-         შვილს   ჩავაცმევ!
-         შვილი  რად  გინდა ?
-         წყალს  მომიტანს!
-         წყალი  რად  გინდა?
-         ცომს  მოვზელ!
უკანასკნელ   სიტყვებთან  ერთად   ხელებგაშლილი   ძერა  წიწილების   მოსატაცებლად    გაექანება.   კრუხი   წინააღმდეგობას    უწევს  და  იმართება  ხელჩართული  ბრძოლა.
მასალა მოიძია და ამობეჭდა ანი რეიხანოვმა

კენჭაობა (ვაჟური ზურგა)
   თამაშის დამწყები ხუთივე კენჭს დაილაგებს ხელის გულზე,თამაშისთვის საჭიროა თხილისოდენა 5 კენჭი,მოწინააღმდეგე ერთ-ერთ კენჭს ამოარჩევს.მოთამაშემ იმავე ხელისა და თითების მოხერხებული მოძრაობით მეორე ხელის დაუხმარებლად, ამორჩეული კენჭის გარდა ყველა ძირს უნდა ჩამოყაროს.სულ ბოლოს უნდა ჩამოკაფოს ამორჩეული კენჭი.ეს იქნება ზურგა ამასმოსდევს კაფა.მოთამაშე მუჭში მოამწყვდევს ხუთივე კენჭს,ერთად აისვრის ჰაერში და შეუშვებს გაშლილი ხელის ზურგს,რომ კენჭები კვლავ უნდა აისროლოს  და იმავე ხელის ზემოდან დატაცებით ყველა ჰაერშივე დაიჭიროს.
   მოთამაშეს უფლება აქვს კაფა იმდენჯერვე გაიმეოროს ,რამდენჯერაც ჩამოკაფავს ხუთივე კენჭს. ყოველ ასეთ კაფაზე ეთვლება  5 ქულა.თუ მხოლოდ ოთხი ან სამი კენჭი ჩამოკაფა ამდენივე ქულა ექნებათ.თუ მოთამაშეს ამორჩეული კენჭი გდმოუვარდა ,კაფას დროს შეკავდა სამზე ნაკლები კენჭი ,ანდა შეკავებულთაგან ყველა ვერ  ჩამოკაფა ჩაჭრილია და თამაშს იწყებს მოწინააღმდეგე. ვინც უფრო ადრე შეასრულებს ქულათა დათქმულ რიცხვს გამარჯვებულია და შეუძლია თამაშითავიდან დაიწყონ.
  მასალა მოიძია და ამობეჭდა გუგა გუდავაძემ
                                                კენჭაობა  (ქალური)
     დამწყები მოთამაშე ხუთივე კენჭს ერთად გააბნევს,მათგან ამოირჩევს ერთს და ისვრის პაერში.მან უნდა მოასწროს ერთი კენჭის აყვანა და პაერში ასროლილის დაჭერაც.ასე,სათითაოდ აკრეფს ძირს დარჩენილ სამივე კენჭსაც .ამას ეწოდება „თითონა’’.მას მოსდევს „ორონა ‘’,“ორონაც’’ ასევე სრულდება,მხოლოდ თითოს ნაცვლად ხდება ორ-ორი კენჭის აყვანა .
      შემდეგ არის „სამონა’’-ჯერ ერთ კენჭს აიყვანს და შემდეგ სამს ერთად.
       „სამონას’’მოსდევს „ოთხონა’’შესრულების დროს მოთამაშეს ოთხი კენჭი მუჭაში აქვს , ერთი კი ცერით და საჩვენებელი თითით უჭირავს. ამ უკანასკნელს აისვრის, დანარჩენებს ერთად დააწყობს მიწაზე და მოასწრებს ასროლის  დაჭერას. ისევ აისვრის, დალაგებულ კენჭებს ოთხივეს ერთად აიყვანს და ასროლილსაც დაიჭერს.
    ამის შემდეგ იწყებს ჩვეულებრივ „კაფას’’,როგორც ეს მოცემულია კენჭაობის ვაჟურ ვარიანტში.
     თუ მოთამაშეს დაუვარდა ქაერში ასროლილი კენჭი, ვერ მოასწრო სათანადო ოდენობის კენჭების აყვანა, ხელის გულზე გაუჩერდა სამზე ნაკლები  კენჭი,ან „კაფას’’ დროს დროს გაუვარდა კენჭი ,იგი „ჩაჭრილია’’ და თამაშს იწყებს მოპირდაპირე.
     თამაში, ყოველთვის გრძელდება იქიდან,სადაც შეჩერდა მოთამაშე.
      ვინც უფრო ადრე შეასრულებს დათქმულ რიცხვს (100-200)-მოგებულია.
მასალა მოიძა და ამობეჭდა მარიამ ბარდაძემ

ასკინკილა

   ასკინკილა ,საბავშვო თამაში,ცალ ფეხზე ხტუნვა-სირბილი. ასკინკილას  სხვადასვანაირად თამაშობენ.ზოგჯერ  ორ გუნდს შორის იმართება შეჯიბრება ასკინკილათი სირბილში. თამაშობენ ასეც: მიწაზე დახაზავენ 8 ან 10 უჯრედს და ასკინკილა ხტომით, ფეხის წვერით გადააქვთ ბრტელი ქვა  ერთი უჯრედიდან ("ბოსტნიდან") მეორეში; თუ ქვა ხაზზე შერჩა, მოთამაშე "ჩაჭრილია". მოგებულად ის ითვლება, ვინც ბოლომდე "ჩაუჭრელად" გავა
 მასალა მოიძია ლიზი გობრონიძემ

ტაშორია
   თამაშობდა ორი მოთამაშე.ორივე ერთდროულად ჯერ მუხლებზე დაირტყამდა ხელს,შემდეგ ხელებს ერთმანეთზე მიარტყამდა,მერე ერთი მოთამაშის მარჯვენა ხელს,მერე მეორე მოთამაშის მარცხენა ხელს მიარტყამდა.შემდეგ მარჯვენას-მარცხენას. თანდათან აძლიერებდნენ ტემპს რიტმულად;მოთამაშეებს რომელიმე მოძრაობა თუ შეეშლებოდათ,თამაშიც აირეოდა და წაგებული ის იქნებოდა.
მასალა მოიძია და ამობეჭდა  მე- 2 კლასის მოსწავლე ლიზი გობრონიძემ
                                                                                 
გამოყენებული ლიტერატურა  : ნ.კაპანაძე
”ბავშვის არზრდის ხალხური ტრადიციები”

Комментариев нет:

Отправить комментарий