Ярлыки

среда, 23 ноября 2011 г.

ამონარიდი

"უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მეტად რთული პერიოდი გვხვდა წილად ჩვენი ცხოვრების გზაზე. ეს დრო განსაკუთრებით იმიტომაცაა რთული, რომ ფასეულობათა გადაფასება ხდება.
და მაინც, რა არის ის, რასაც ჩვენ ფასეულობებს ვუწოდებთ? ამა თუ იმ ადამიანისთვის ხშირად სხვადასხვა რამაა ღირებული, რადგან ის, თუ რას მიენიჭება უპირატესობა, პიროვნებაზეა დამოკიდებული. არსებობს სულიერი, კულტურული, ეროვნული, მატერიალური ფასეულობანი და კიდევ მრავალი სხვა. გააჩნია, რას აირჩევს ადამიანი; ზოგს ურჩევნია, ჰქონდეს ბევრი ფული, თანამდებობა, ძალაუფლება, ავტომობილები, სახლები და ა.შ., ყველაფერი მრავლად, თითქოს ერთი არ არის საკმარისი. ასეთი ადამიანი ნაკლებად ფიქრობს სულიერ ფასეულობებზე. ზოგს კი პირიქით მიაჩნია, რომ მთავარია სულიერი ღირებულებები, სხვა დანარჩენი კი - მეორეხარისხოვანია.
ადრეც მითქვამს თქვენთვის, ერთი ბრძენი, ეროვნებით ებრაელი კაცის შესანიშნავი სიტყვები: თუ დაკარგე სიმდიდრე - არაფერი დაგიკარგავს, რადგან სიმდიდრეს კვლავ დააგროვებ, მოიფიქრებ რამეს, გაანალიზებ, იშრომებ; თუ არ მოგემართა ხელი ერთ საქმეში, აუცილებლად მიაგნებ მეორე საქმეს, მესამეს, თუნდაც მეათეს და ბოლოს მაინც მიაღწევ საწადელს, თუ ეცდები. სრული ჭეშმარიტებაა: თუ სიმდიდრე დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს!.. და შემდეგ: თუ ჯანმრთელობა დაკარგე, - არა უშავს, ცოცხალი ხომ გადარჩი! მაგრამ თუკი დაკარგე მადლი ღვთისა, შენ მართლაც ყველაფერი დაგიკარგავს!
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ დავკარგოთ მადლი სულისა წმინდისა! ოდითგანვე ქართველი კაცი, მუდამ სულიერ ფასეულობებს იუნჯებდა. იგი აგროვებდა არა ოქრო-ვერცხლს, არა მატერიალურ სიმდიდრეს, არამედ, უმეტესად, - სულიერ საუნჯეს, იუნჯებდა მადლს ღვთისა! "

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება მთავარანგელოზობის დღესასწაულზე

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №39, 2010 წ.

пятница, 18 ноября 2011 г.

”მეგობრობა”-საკლასო ღონისძიება




თემა: მეგობრობა
ინსცენირება: 1.
-ქეთინო,იქნებ ფანქარი გაქვს?
-როგორ არა! აი ფანქარი,აიღე!
-მალე დაგიბრუნებ.
-შენი იყოს,მე კიდევ მაქვს.
გმადლობთ.
-არაფერს.
ინსცენირება 2. ”ჩემია”
-ვისია ეს მანქანა?
-ჩემია,ხელი არ ახლო!
-ეს ბურთი?
-ჩემია,ხელი არ ახლო!
-მათხოვე,არ შეიძლება?
-არა,ჩემია!
-შენ აჩჳკო კი არა,ჩემია უნდა გერქვას.
ინსცენირება 3.
-ჩემს თოჯინებს კითხვა უნდა ვასწავლო.
ეს არის ა-ნი,ეს არის ბ-ანი.ისწავლეთ,გენაცვალეთ.
(შემორბის მეგობარი )
-ნიციკო,როგორ არიან ჩენი თოჯინები?
-კარგად!
-კიდევ ასწავლი კითხვას?
-ვასწავლი,მაშ!
-მერე,ისწავლეს?
-ჯერ არა!
-გჯერა რომ ისწავლიან?
ისწავლიან თუ იბეჯითებენ!
-ისწავლიან,რადგან შენ ამბობ. ნიცა,წამოდი,ლალი და მანანა ვინახულოთ.
ინსცენირება 4. ”ლალი და მანანა”
-ლალი, ლალი, ჩემო ლალი,
-რაო,ჩემო მანანა?
-ეგ თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა?
-რასა ბრძანებ, ქალბატონო,
არ გათხოვებ არასდროს.
გინდა ისევ გააიცივო,
ისევ სურდო დამართო?
-რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე!
-არაფერიც,არაფერიც,
არაფერსაც არ მოგცემ.
იმ ვაშლისთვის აღარ გახსოვს
ლოყაზე რომ გაკოცე?
-მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?
-მერე მე რომ მოგარჩინე
ექიმი რომ ვიყავი?
-ჰო,ჰო,ჰო,ჰო დიდი საქმე ,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს,მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
-მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?
-მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი,გრძელი ლექსები?
-როგორც ვხედავ,ქალბატონო,
უმადურიც ბრძანდები.
დაგავიწყდა,გუშინწინ რომ
გამომართვი ბაფთები?
-არც თოჯინა მინდა შენი,
აღარც შენი ვაშლები,
ბუტე,ბუტე,გაგებუტე,
აღარ გეთამაშები!
(ლალი და მანანა გაბუტულები დგებიან ზურგშექცევით.შემორბის,ნიციკო)
ნიციკო : ლალი,ლალი,მანანა
თქვენთან მინდა თამაში.
რაო,თქვენ გაებუტეთ?
ეს არ არის ლამაზი!
ლალი მანანას:
მანანა : ლალი,ლალი,შევრიგდეთ,
არ შეგვშვენის მდურობა
სკოლაში რომ გაგვიგონ,
ყველას გაუკვირდებათ.
ორივე გოგონა: ნეკი,ნეკისა,შერიგებისა,
ვინც გაიბუტოს,
ნემსი ეჩხვლიტოს.
ინსცენირება 5. შემორბის ერთ-ერთი მეგობარი
-ბავშვებო,იცით რა მოხდა გუშინ?
-რა?
პაატა,ჭაბუა და მარიამი სკოლაში გარბოდნენ.
-ჩქარობდნენ?
-კი,აგვიანდებოდათ!
-მერე?
-მარიამმა ქვას ფეხი წამოკრა და წაიქცა!
-იტკინა რამე?
-კი,მუხლი გადაუტყავდა.
-როგორ მწყინს! ბიჭები არ დეხმარნენ?
-დაეხმარნენ,როგორ არა! მაშინვე მხრებში ამოუდგნენ და ექიმთან წაიყვანეს.
-რა კარგი ბიჭები ყოფილან პაატა და ჭაბუა!
-ძალიან!
სწორედ ამაზეა ნათქვამი,კაცი კაცის მალამოაო.
ინსცენირება 6.
-ბავშვებო,იცით რა გავიგე?
-რა?
-ბროლიკელა ბროლიას ლელა უწერს ”ორიანს”!
-რაში,რაში?
-სიმღერაში.
-რაო,რა დააშავა?
-რა და მი,მის ნაცვლად დამმღერა ავ,ავ!
-ოო,ჩემო ბატონო,მოქცეულა მკაცრად.
-ოთხი ვის დაუწერა?
-ვის და ცინდალს,აცემინა დიდხანს.
ოთხი კიდევ თიკნებს ერგოთ
ნაცარას და წვერას.
-ათიანი?
-ჩვენმა ლელამ თვითონ დაიწერა.
( შემოდის აჩიკო)
მასწ: ბავშვებო,მიდით,დავეხმაროთ აჩიკოს რომ ”ჩემია” არ დაერქვას.
მოსწ. საკუთარ აზრს გამოთქვამე მეგობრობაზე.ბოლოს აჩიკოც დათმობს სიჯიუტეს.
აჩიკო: კარგით ,ერთად ვითამაშოთ,ეს ჩემი სათამაშოა,მაგრამ ერთად ვითამაშოთ.
(ყველანი რიგდებიან და მღერიან : ”თუ,თუ,თუ”)
-რა კარგია,ხვალ დასვენებოს დღეა.
-მე სკოლაც ძალიან მიყვარს.
-გვიყვარს ჩვენი კარგი სკოლა,
სადაც ვსწავლობთ ანაბანას,
სადაც ვსწავლობთ წერა-კითხვას,
სადაც ვკენკავთ სიბრძნის ყანას!
-სადაც ვსწავლობთ ჩვენი ქვეყნის
მოვლასა და პატრონობას,ხმაგუგუნა ბიჭები
და გოგონები ხმატოროლა!
-განა მარტო გაკვეთილებს?
ვსწავლობთ ქცევას,თამაშს,შრომას.
ვსქავლობთ ვინ გვყავს მტერ-მოყვარე,
მეგობრობას ვსწავლობთ სწორად!
-მეგობარი ვინ არის?
-ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა,
ირემმა ირემს ნეტავ რა უწოდა?
-მ ე გ ო ბ ა რ ი .
-წიწილამ წიწილას საკენკი დაუთმო,
წიწილამ წიწილას ნეტავ რა გაუთბო?
-გ უ ლ ი.
მარტოკა დარჩენილ მარტორქას ათბობდა ბეღურა.
ბეღურას რა უთხრა მარტორქამ?
- მ ა დ ლ ო ბ ა.
ინსცენირება 7.
თოჯინების თეატრი წარმოგიდგენთ ზღაპარს: გვრიტი
მთხრობელი 1. იყო და არა იყო რა, იყო ერთი გვრიტი, ცხოვრობდა თავისთვის ერთ ხეზე, იდგამდა ბუდეს, ჩეკდა ბარტყებს და მზრუნველადაც უვლიდა, ადრე დილიდან მზის ჩასვლამდე ფრთებჩაუკრეფლად დაფრინავდა და შვილებს საზრდოს უზიდავდა. მთხრობელი 2. საღამოობით დაღლილ-დაქანცული, მაგრამ ბედნიერი, ჩამოჯდებოდა ბუდის გვერდით და მიდამოს ნელი გვრინით ატკბობდა.
მთხრობელი 1. ერთხელაც ბარტყებისათვის საჭმლის საშოვნელად შორს მოუხდა გაფრენა და ბუდეს დიდი ხნით მოშორდა. ერთმა გლეხმა ამით ისარგებლა, ამოსხა ბუდიდან გვრიტის პაწაწინა ბარტყები და შინ წაიყვანა.
მთხრობელი 2. დაბრუნდა გვრიტი შორეული მოგზაურობიდან და საზრდოც - ჭიაღუა და მსუქანი მატლები - ბლომად მოიტანა, მაგრამ სადღა არიან ბარტყები? ბუდე ცარიელი დახვდა. დაღონდა გვრიტი, ბუდის გევრდით ფრთებჩამოყრილი ჩამოჯდა და მწარედ ატირდა.
მთხრობელი 1. ტირილით რომ გული მოიოხა, ადგა და შვილების საძებნელად წავიდა. ცოტა გზა რომ გაიარა, წინ მამალი შემოხვდა და ჰკითხა:
მამალი: გვრიტო, გვრიტო, სად მიდიხარო?
გვრიტი: შვილების საძებნელადო.
მამალი: მოდი, მეც შენი მშველელი ვიქნებიო.
გვრიტი: ძალიან კარგიო, მშველელი და ამხანაგი კაცს სწორედ გაჭირვების ჟამს უნდა.
მთხრობელი 2. წავიდნენ ორნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი. იარეს, იარეს და წინ მახათი შემოეყარათ.
მახათი: გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო?
გვრიტი: შვილების საძებნელადო.
მახათი: ეგ მამალი რაღად მოგდევსო?
გვრიტი: ჩემ საშველად მოდისო.
მახათი: მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო.
გვრიტი: ძალიან კარგიო, - მიუგო გვრიტმა.
მთხრობელი 1. შეუერთდა მახათიც და გაუდგნენ გზას სამნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მახათი და მამალი მისდევენ, იარეს, იარეს და ახლა ფილთაქვა შემოხვდათ.
ფილთაქვა: გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო?
გვრიტი: შვილების საძებნელადო.
ფილთღაქვა: ეგ მახათი და მამალი რაღად მოგდევენო?
გვრიტი: ჩემ საშველად მოდიანო.
ფილთაქვა: მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო.
გვრიტი: ძალიან კარგიო.
მთხრობელი 2. შეუერთდა ფილთაქვაც და წავიდნენ ოთხნი. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი, მახათი და ფილთაქვა მისდევენ. იარეს, იარეს და ახლა ვირი შემოხვდათ.
გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო? - ჰკითხა ვირმა.
გვრიტი: შვილების საძებნელადო.
ვირი: ეგ მამალი, მახათი და ფილთაქვა რაღად მოგდევენო?
გვრიტი: ჩემ საშველად მოდიანო.
ვირი: მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო.
გვრიტი: ძალიან კარგიო.
მთხრობელი 1. შეუერთდა ვირიც და წავიდნენ ხუთნი. შუაღამისას ერთ სოფელში შევიდნენ, დაუგდეს ყური და ერთი სახლიდან პატარა გვრიტების ღუღუნი გაიგონეს. მივიდნენ სახლთან, შევიდნენ ეზოში და საომრად მოემზადნენ: ვირი სახლის კარებთან აიტუზა, მახათი ჭუჭრუტანიდან შეძვრა და ბუხრის პირას დაერჭო, გვრიტი, მამალი და ფილთაქვა ერდოდან ჩავიდნენ. მამალი ბუხრის თავზე შემოჯდა, ფილთაქვა ნაღვერდალში ჩაეფლო, ხოლო გვრიტი გალიასთან მიფრინდა და ბარტყების გამოხსნას შეუდგა.
მთხრობელი 2. დედის დანახვაზე ბარტყებმა ერთი ჭყიპინი და კრუშ-კრუში ატეხეს. ხმაურზე კაცს გამოეღვიძა, წამოვარდა ლოგინიდან და, რომ გაეგო, სიბნელეში რა ხდებოდა, ბუხართან ცეცხლის ასანთებად მივიდა. გაჩხრიკა თუ არა ნაღვერდალი, ფილთაქვა გასკდა და ნაცარი თვალებში შეეყარა. კაცი შეშინდა, უკან დაიწია და ბარძაყში ახლა მახათი შეერჭო. ამ დროს მაღლიდან მამალმაც დაჰყივლა. კაცს შეეშინდა და გულგახეთქილი გარეთ გავარდა. კარებთან ვირი დახვდა და გვერდებში ისეთი წიხლები უტყუპა, რომ სამი ყირა გადაატარა.
მთხრობელი 1. ამასობაში გვრიტმა გალია გახსნა, გამოიყვანა თავისი ბარტყები, შეისხა ფრთებზე და გახარებულმა ბუდისაკენ გააფრინა.
სიმღერა:r.laRiZis მეგობარი”

пятница, 11 ноября 2011 г.

თამაშის როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში

თამაში 5-6 წლის ბავშვის წამყვანი ქცევის ფორმაა. თამაშში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები და პიროვნული თავისებურებები.ამ დროს განვითარებას იწყებს ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება.
თამაშის ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედებაც,რომელიც მოგვიანებით ქცევის წამყვანი ფორმა ხდება.სწავლა შემოაქვს მოზრდილს (მასწავლებელს,აღმზრდელს,მშობელს),ის უშუალოდ არ აღმოცენდება თამაშიდან.
5-6- წლის ასაკის ბავშვი სწავლას თამაშში იწყებს.იგი მას ისე ეკიდება,როგორც გარკვეული წესების მქონე თავისებურ როლურ თამაშს.ასრულებს რა ამ წესებს,ბავშვი შეუმჩნევლად ეუფლება ელემენტარულ სასწავლო მოქმედებას.მას უყალიბდება სწავლის მოტივი და სურვილი.
5-6- წლის ასაკის ბავშვებისთვის ტიპიურია: მოტორული თამაშები,თამაში -”ბრძოლა-ძალების მოსინჯვა”,როლური და წესებიანი თამაში.
აქტივობა -”მანქნები”
მიზანი:განტვირთვა,გუნება-განწყობის ამაღლება;
მიმდინარეობა:ყველა მოსწავლე ხელებს წევს მაღლა და ”პი-პი”-ს ძახილით იწყებს მოძრაობას ოთახში.წამყვანი დაიძახებს რაიმე ციფრს და ყველა უნდა გაერთიანდეს შესაბამისი რაოდენობის ჯგუფებად.წამყვანიც ცდილობს,რომელიმე ჯგუფში მოხვდეს...ვინც ვერ მოასწრებს და მარტო დარჩება წამყვანი ხდება.ეს თამაში შეიძლება გამოვიყენოთ მცირე ჯგუფის შესქმნელად.1-2 რაუნდის შემდეგ ვასახელებთ იმ ციფრს,რამხელა ჯგუფიც გვინდა შევქმნათ.
აქტივობა -დოღი და ოპერატორი
მიზანი:განტვირთვა,გუნება-განწყობის ამაღლება;
მიმდინარეობა:ბავშვები დგებიან წრეში. მასწავლებელი აწვდის ინსტრუქციას: ” წარმოიდგინეთ,რომ მე ოპერატორი ვარ.გადავიღე დოღი,მაგრამ ხმა გამიფუჭდა.თქვენ ყველანი უნდა დამეხმაროთ გახმოვანებაში.როცა ვახმოვანებთ ცხენების სირბილს ასფალტზე,მაშინ ხელებს ვირტყამთ მკერდზე,ბალახზე სირბილისას - ფეხებზე,გუბეების გადალახვისას -ლოყებზე,როცა ცხენები ახტებიან ბარიერს მაშინ იძახიტ ”ჰოპ-ჰოპს”, მაყურებლის ოვაციაზე _ ”უუუუ”.ჯგუფი ასრულებს მოძრაობებს სინქრონულად,რაც ეხმარება ჯგუფს შეჭიდულობის გაზრდაში.
გამოყენებული ლიტერატურა. ნ.ლაბარტყავა;მ.მელიქიშვილი;თ.კერძაია-” 5წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებანი”.