თამაში 5-6 წლის ბავშვის წამყვანი ქცევის ფორმაა. თამაშში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები და პიროვნული თავისებურებები.ამ დროს განვითარებას იწყებს ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება.
თამაშის ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედებაც,რომელიც მოგვიანებით ქცევის წამყვანი ფორმა ხდება.სწავლა შემოაქვს მოზრდილს (მასწავლებელს,აღმზრდელს,მშობელს),ის უშუალოდ არ აღმოცენდება თამაშიდან.
5-6- წლის ასაკის ბავშვი სწავლას თამაშში იწყებს.იგი მას ისე ეკიდება,როგორც გარკვეული წესების მქონე თავისებურ როლურ თამაშს.ასრულებს რა ამ წესებს,ბავშვი შეუმჩნევლად ეუფლება ელემენტარულ სასწავლო მოქმედებას.მას უყალიბდება სწავლის მოტივი და სურვილი.
5-6- წლის ასაკის ბავშვებისთვის ტიპიურია: მოტორული თამაშები,თამაში -”ბრძოლა-ძალების მოსინჯვა”,როლური და წესებიანი თამაში.
აქტივობა -”მანქნები”
მიზანი:განტვირთვა,გუნება-განწყობის ამაღლება;
მიმდინარეობა:ყველა მოსწავლე ხელებს წევს მაღლა და ”პი-პი”-ს ძახილით იწყებს მოძრაობას ოთახში.წამყვანი დაიძახებს რაიმე ციფრს და ყველა უნდა გაერთიანდეს შესაბამისი რაოდენობის ჯგუფებად.წამყვანიც ცდილობს,რომელიმე ჯგუფში მოხვდეს...ვინც ვერ მოასწრებს და მარტო დარჩება წამყვანი ხდება.ეს თამაში შეიძლება გამოვიყენოთ მცირე ჯგუფის შესქმნელად.1-2 რაუნდის შემდეგ ვასახელებთ იმ ციფრს,რამხელა ჯგუფიც გვინდა შევქმნათ.
აქტივობა -დოღი და ოპერატორი
მიზანი:განტვირთვა,გუნება-განწყობის ამაღლება;
მიმდინარეობა:ბავშვები დგებიან წრეში. მასწავლებელი აწვდის ინსტრუქციას: ” წარმოიდგინეთ,რომ მე ოპერატორი ვარ.გადავიღე დოღი,მაგრამ ხმა გამიფუჭდა.თქვენ ყველანი უნდა დამეხმაროთ გახმოვანებაში.როცა ვახმოვანებთ ცხენების სირბილს ასფალტზე,მაშინ ხელებს ვირტყამთ მკერდზე,ბალახზე სირბილისას - ფეხებზე,გუბეების გადალახვისას -ლოყებზე,როცა ცხენები ახტებიან ბარიერს მაშინ იძახიტ ”ჰოპ-ჰოპს”, მაყურებლის ოვაციაზე _ ”უუუუ”.ჯგუფი ასრულებს მოძრაობებს სინქრონულად,რაც ეხმარება ჯგუფს შეჭიდულობის გაზრდაში.
გამოყენებული ლიტერატურა. ნ.ლაბარტყავა;მ.მელიქიშვილი;თ.კერძაია-” 5წლის ასაკის ბავშვის სწავლა-სწავლების თავისებურებანი”.
Комментариев нет:
Отправить комментарий