Ярлыки

четверг, 9 февраля 2012 г.

”დილა ჩვენს ეზოში”-ქართულისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი

გაკვეთილის თემა


დილა ჩვენს ეზოში

სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება

საფეხური -დაწყებითი
კლასი I

ინტეგრირებული საგნებ:
ქართული, ინფორმატიკა


მოსწავლეთა რაოდენობა

29


აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები

მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის წაკითხვა,ტექსტის შინაარსის გაგება,კითხვებზე სწორი პასუხის შერჩევა. ილუსტრაციების დახმარებით წინადადების შედგენა.
ისტ-ის ინტეგრაცია - ისტ-ის გამოყენება შემოქმედებითი თვალსაზრისით (მაგ:სლაიდზე მოთვასებული ფოტოების გამოყენებით მოთხრობის შედგენა ).


ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ქართ I.1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია;შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
*მონაწილეობა სიტუაციურ თამაშებში.საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს.
ქართ I.2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
*აღწერს ილუსტრაციას. მინიშნებებზე,ილუსტრაციებზე დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს.
ქართ I.8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის წაკითხვა და გაგება.
· დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს პირობას.იგებს და ასრულებს მარტივი ენით დაწერილ სამ ან ოთხსაფეხურიან ინსტრუქციებს
ის ექ. 1.3 . მოსწავლეს შეუძლია ისტ. პროდუქტის შესაწმნელი საშუალბების გამოყენება.
· იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას.
· ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში.9მაგ.ქმნის ნახატს)
ის.ტექ. 1.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
* იყენებს კომუნიკაციის საშუალებას მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას( იღებს და აგზავნის ტესტს.ფლობს ბუკში ჩატვირთულ მოსწავლის პროგრამას)


წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა,ხაზების გამოყენებით დავალების მონიშვნა,შრიფტისა და ფერის შეცვლა.
შეფასების საგანი და პროცედურები

სიტყვიერი კომენტარი
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ბუკები,პროექტორი,წინასწარ გამზადებული სავარჯოშო ტესტები.დედაენის სახელმძღვანელო.ვიდეო მასალა: მოთხრობის შესადგენად გამზადებული სლაიდი,განტვირთვისათვის ბასტი- ბუბუსა და დუეტი ჯორჯიას მუსიკალური კლიპი,
მასალის მოსამზადებლად გამოყენებული ვებგვერდი:
http://www.youtube.com/watch?v=akexxTh-7SY


გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა1. მოტივაციისთვის თოჯინა პეპი წაგვიკითხავს ლექსს ”დილით ადრე მიტომ ვდგები” (სახალისო დავალებები პეპის ბავშვებისთვის მოაქვს ხოლმე სხვადასხვა გაკვეთილზე) (5 წთ)
ადრე ვდგები
დილით ადრე მიტომ ვდგები,
მამა უნდა გავაცილო.
მთელი დრე რომ მხნედ შრომობდეს
კოცნა უნდა დავაწიო.
დედას უნდა დავეხმარო,
ძმის აკვანი დავარწიო.
ბებო უნდა გავახარო,
პაპა უნდა გავაცინო.
მერე მეც ხომ უნდა დავწვე
თოჯინა რომ დავაძინო?!
/გიორგი წერეთელი/

აქტივობა2. ამბის შედგენა: მე მიხარია,როცა...
სლაიდზე მოცემული დახმარებით ვადგენთ მოთხრობას,რომელი იწყება სიტყვებით- ”მე მიხარი,როცა... ” ვიყენებ თამაშ-მეთოდს- ” დიდი კალამი” , მასწავლებელი წერს მოსწავლეთა მიერ ნაკარნახევ წინადადებებს. შემდეგ კი გუნდურად ვკითხულობთ გუნდურად შედგენილ ამბავს. (5 წთ)
აქტივობა3. შედგენილი ტექსტის წაკითხვა გუნდურად. (2წთ)

აქტივობა 4 მოტორული თამაში ”გათენდა” (3წთ)
მასწავლებელი: დაღამდა-მოსწ.ჩაიჯდებიან|,გათენდა-ადგებიან,მზე ამოვიდა-ხელებს მაღლა სწევენ,მივესალმოთ მზეს-გამარჯობა მზეო,თან ამბობენ,თან ხტებიან.
გავიხსენოთ სიტყვები,რომელიც დილით გავიგონეთ და ერთად დავიძახოთ-მოსწავლეები ერთად ამბობენ იმ სიტყვებსა თუ ბგერებს რომელიც გაღვიძებისას შემოესმათ.მასწავლებელი აგრძელებს ინსტრუქციებს :საწოლიდან წამოვხტით,ჩავიცვით,ვისაუზმმეთ და სკოლისაკენ გავემართეთ,მერხებს მივუსხედით და გაკვეთილისთვის მოვემზადეთ.(მოსწავლეები შესაბამის ვარჯიშს შეასრულებენ და მერხთან სხდებიან)
აქტივობა5.
ტექსტის-”დილა ჩვენს ეზოში” -წაკითხვა მასწავლებლის მიერ. (2წთ)
აქტივობა 6. კითხვა პასუხი. (4-5წთ)
სად მიიჩქარის დაჩი ყოველ დილით?
დედას რით გაახარებს?
მამას რით გაახარებს?
ბეღურას რისი იმედი აქვს,როგორ მოიქცევა დაჩი რომ გაიზრდებაო?
რას ნიშნავს ბუნება უნდა გავუფრთხილდეთ?
აქტივობა 7 ტექსტის წაკითხვა მოსწავლეების მიერ. (4-5წთ)
აქტივობა 8 მოტორული სავარჯიშო განტვირთვისათვის-ცეკვითი ვარჯიში (3 წთ)
აქტივობა 9 ტესტის შესრულება ბუკის გამოყენებით (5წთ)
აქტივობა10. შეფასება ,სიტყვიერი კომენტარი.

მოთხრობის შედგენისთვის განკუთვნილი სლაიდი:

Комментариев нет:

Отправить комментарий