ტოროლას ხმა:
ბულბულის ხმა:
გუგულის ხმა
ბულბულის ხმა:
გუგულის ხმა
კოდალას ხმა
გაკვეთილის თემა | ფრინველის ხმები |
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება | საფეხური -დაწყებითი კლასი I ინტეგრირებული საგნების დასახელება: ქართული, ბუნება, ხელოვნება, ინფორმატიკა |
მოსწავლეთა რაოდენობა | 29 |
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები | მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის წაკითხვა,ტექსტის შინაარსის გაგება,კითხვებზე სწორი პასუხის შერჩევა. ილუსტრაციების დახმარებით წინადადების შედგენა. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ზოგიერთი გარეული ფრინველის ამოცნობა და დასახელება.შეზლონ ხმიანობის მიხედვიტ ზოგიერთი ფრინველის გარჩევა. ისტ-ის ინტეგრაცია - ისტ-ის გამოყენება შემოქმედებითი თვალსაზრისით (მაგ:სლაიდზე მოთვასებული ფოტოების გამოყენებით მოთხრობის შედგენა ). ბუკში ნახატის შესრულება. |
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები | ბუნ1.2.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით. · აჯგუფებს გარეულ და შინაურ ფრინველებს,აღწერს მათ განმასხვავებელ ნიშნებს. · ცხოველების მრავალფეროვნების გამოსავლენად სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს. ქართ I.2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.· აღწერს ილუსტრაციას. მინიშნებებზე,ილუსტრაციებზე დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს. ქართ I.8. მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის წაკითხვა და გაგება.· დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს პირობას.იგებს და ასრულებს მარტივი ენით დაწერილ სამ ან ოთხსაფეხურიან ინსტრუქციებს ის ტექ. 1.3 . მოსწავლეს შეუძლია ისტ. პროდუქტის შესაწმნელი საშუალბების გამოყენება.· იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას. · ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში.(მაგ.ქმნის ნახატს) ის.ტექ. 1.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება. * იყენებს კომუნიკაციის საშუალებას მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას( იღებს და აგზავნის ტესტს.ფლობს ბუკში ჩატვირთულ მოსწავლის პროგრამას) |
წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა,ხაზების გამოყენებით დავალების მონიშვნა,შრიფტისა და ფერის შეცვლა.მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ნახატის შესრულება. |
შეფასების საგანი და პროცედურები | სიტყვიერი კომენტარი |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | ბუკები,პროექტორი,წინასწარ გამზადებული სავარჯოშო ტესტები..ბუნების სახელმძღვანელო.დაფა,ცარცი,ფერადი ფანქრები.ვიდეო მასალა: ფრინველების სურათებით გამზადებული სლაიდი,ფრინველთა ხმების ჩანაწერი მასალის მოსამზადებლად გამოყენებული ვებგვერდი: http://www.univers-nature.com/dossiers/chant-des-oiseaux.html http://www.universal-soundbank.com/oiseaux3.htm |
აქტივობათა თანმიმდევრობა
აქტივობა1. მოტივაციისთვის, მასწავლებელი რთავს ბულბულის გალობას, და სთხოვს მოსწავლეებს წყვილებად დახატონ თავიანთი წარმოდგენით , თუ როგორ ფრინველს შეიძლება ჰქონდეს ასეთი ხმა (5-7 წთ)
აქტივობა 2. მასწავლებელი კვლავ ასმენიენბს ბავშვებს ბულბულის გალობას და უჩვენებს ბულბულის სურათს. მოსწავლეები საკუთარ ნამუშევარს სეადარებენ რეალურ ფრინველს. ( 3 წთ)
აქტივობა 3. ვათვალიერებთ სლაიდს ფრინველების სურათებით. (3 წთ)
აქტივობა 4. ბუკებში ტესტზე მუშაობა. (3 წთ)
ტესტზე მოცემულია ფრინველების სურათები და სახელწოდებები,მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მათი ერთმანეთთან სწორად დაკავშირება და მოსწავლის პროგრამის დახმარებით მასწავლებლისთვის შესრულებული ტექსტის გადაგზავნა.
აქტივობა 5. მოტორული ვარჯიში ”ფრივნელი და მწერი”: ( 2 წთ)
მასწავლებლის ინსტრუქციაზე მოსწავლეები ასრულებენ ვარჯიშს.
გათენდა-მერხებიდან წამოდგებიან,მზემ გამოანათა-ხელებს მაღლა სწევენ,ფრინველებმა გაიღვიძეს-ხელებს განზე შლიან და ფრენიის იმიტაციას ცდილობენ,უცებ ქარი ამოვარდა-ხელებს სწრაფად ამოძრავებენ,შესინებული ბეღურა ბუდეში ჩაფრინდა-მერხთან სხდებიან. ზის ბეღურა ბუდეში და უცებ ხის ტოტზე მწერი შეამჩნია,უყურებს მწერს,მწერი კი თამამდ დანავარდობს ზევით-ქვევით.მასწავლებელი დაფის კიდეებს აყოლებს საჩვენებელ ჯოხს რომ მოსწავლეებმა თვალი მიადევნონ,ამგვარად თვალის ვარჯიშიც გამოგვივა.უკვე მზად ვართ შემდეგ აქტივობაზე გადასასვლელად.
აქტივობა 6 . მუშობა დაფაზე . აუდიო-ვიზუალური ტესტი - ”რა როგორ ხმიანობს?. (10 წთ)
დაფაზე ორ მწკრივად ჩამოწერილია ფრინველათა სახელები და მათი ხმიანობის აღმნიშვნელი სიტყვები.
მასწავლებელი:ფრინველები სხვადასხვაგვარ ბგერებს გამოსცემენ,ზოგი გალობს,ზოგი ჭიკჭჳკებს,ზოგი ჯღურტულებს. ზოგიერთი ხმა სასიამოვნო მოსასმენია,ზოგი ფრინველის ხმა კი არასასიამოვნოდ ისმინება. შევეცადოთ,ფრივნელები დავაკავშიროთ მათ ხმიანობასთან. მოსწავლეები ისმენე ხმას,ათვალირებენ სურათბს,კითხულობენ დაფაზე ჩამოწერილ სიტყვებს და აერთებენ სწორად.
აქტივობა 7 .მოტორული თამაში ”მერცხლები” ( 2წთ)
ვარჯიში სრულდება ლექსის თანხლებით:
ფეხზე წამოვფრინდებით,
მერცხლებივით ფრთებს გავშლით,
ბუქნი,ბუქნი,ბუნები,
ვავარჯიშოთ მუხლები.
აქტივობა 8. შეჯამება. ასლაიდს ვაჩვნებთ იმ სავარაუდო კითხვებით,რაც შესაძლოა მათ გასჩენოდათ გაკვეთილის მსვლელობისას,რათა ინტერესით ჩაერთონ პროექტის მომდევნო ეტაპების განხორციელებაში. (5 წთ)
დავალებად ეძლევათ სახლში ნანახის მიხედვით ნახატების შესრულება.
Комментариев нет:
Отправить комментарий