Ярлыки

понедельник, 28 мая 2012 г.

”უსუნო ყვავილი” + აპლიკაცია

   16 მაისს  კალსის სტუმრები გახლდათ: ლილი ბებიკო (გიორგი დემინაშვილის ბებო) და გურანდა დეიდა(დათუნა ალუდაურის დედიკო).ქ.ნ. გურანდამ ბავშვებს წაუკითხა ი.გოგებაშვილის მოთხრობა ” უსუნო ყვავილი”, ქ.ნ. ლილი კი ბავშვებს ესაუბრა ყვავილების მრავალფეროვნების შესახებ და დაეხმარა მათ ყვავილების თემაზე შეექმნათ აპლიკაციები.
   შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს საზეიმოდ გადავეცი ” დიპლომი”-საკლასო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის.


пятница, 25 мая 2012 г.

ღვთაების მონასტერი


    ღვთაების მონასტერი  შედგება :      
ღვთაების,  წმინდა გიორგის,     ღვთისმშობლის და ანტონ მარტომყოფელის სახელობის ტაძრებისაგან,  აგრეთვე ანტონ მარტომყოფელის სვეტისაგან.
   ეს სვეტი თვითონ წმინდა ანტონმა ააშენა თავისი ხელით და იქ მარტო მყოფმა გაატარა სიცოცხლის ბოლო თხუთმეტი წელიწადი.

    ღირსი მამა ანტონი -იოანე ზედაზნელის მოწაფე, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა VI
საუკუნეში.  იგი ერთ-ერთი იყო იმ ცამეტ ასურელ მამათგან,  რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გადასარჩენად. 
     მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც იესო ქრისტეს ხელთუქმნელი სახე იყო გამოხატული.ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.ეს ხატი დღესაც მონასტერშია და უხილავად და ხილულად საწაულმოქმედებს ახდენს.  ამ ხატის პატივსაცემად მამა ანტონის მიერ დაარსებულ მონასტერს ღვთაების სავანე ეწოდა.

 მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს.
    მან  აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დაგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას.
    თვითონ ანტონმა ააშენა თავისთვის მთის მწვერვალზე ექვსი საჟენი სვეტი ანუ კოშკი, იქ დაეყუდა და მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. მხოლოდ ხანდახან  ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად.ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების დროს მამა ანტონი დაჩოქილი იყო მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობდა.
    გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში.
    ღირსი მამა ანტონი  (მესვეტე)  დაკრძალულია ღვთაების სავანის მთავარ ტაძარში.
        მის საფლავთან რწმენით მისულნი იღებენ ნუგეშსა და კურნებასხოლო მისი საფლავის  კანდელის ზეთი სამკურნალოა.

   
  

   
   

пятница, 11 мая 2012 г.

მოტივაციის გავლენა სწავლაზე


5-6 წლის ასაკში ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია, ხოლო 6-7 წლიდან წამყვანი ქცევა სწავლა ხდება.
      წამყვანი მოტივი - სწავლა
      სწავლის მოტივები მოტივთა ორ ჯგუფს აერთიანებს.
     პირველ ჯგუფს მიეკუთვნება - ბავშვის შემეცნებითი ინტერესები, ინტელექტუალური აქტივობის მოთხოვნილება.
     მეორე ჯგუფს ქმნის სწავლის ფართო სოციალური მოტივები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, მათგან შექებისა და აღიარების მიღების მოთხოვნილებასთან; ასევე - ბავშვის სურვილი, დაიკავოს განსაზღვრული ადგილი სოციალური ურთიერთობის სფეროში.
     ამრიგად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან სწავლის მოტივებს ფსიქოგენური და სოციოგენური მოთხოვნილებები განსაზღვრავს.
     რა ეხმარება მასწავლებელს სწავლის მოტივაციის ფორმირებაში?
სწავლის მოტივაციისა და ნებელობის განსავითარებლად შეიძლება გამოვიყენოთ სახალისო სიტუაციები; მაგ.გამოცანის ეფექტი . ყველა ბავშვს უყვარს გამოცანები, რებუსები, კროსვორდები. მსგავსი აქტივობები საგრძნობლად აცოცხლებს სასწავლო პროცესს.
      მოტივაციის განვითარებას დიდად უწყობს ხელს, როდესაც მოსწავლე გრძნობს, რომ მას ენდობიან და მისი წარმატებისა სჯერათ.
     მაგრამ არსებობს ფაქტორთა წყება, რომლებიც მოტივაციაზე უარყოფითად აისახება. მაგალითად, კვლევებით დადგენილია, რომ მოტივაციას აქრობს გადაღლა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაწყებით კლასებში საგაკვეთილო პროცესში მოძრავი პაუზების გამოყენება.
     მოტივაციის ფორმირებას ხელს უშლის სტრესიც. ის უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს ახალი გარემოს ან ინფორმაციის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სტრესის ოპტიმალური დონე. კვლევებით დადგენილია, რომ სტრესის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს კლასის საჭიროებათა გაცნობა, სწავლების ორგანიზების ფორმათა ცვლილება, სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, შეფასების კრიტერიუმების წინასწარი გაცნობა, მოსწავლეებისადმი მასწავლებლის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, საუბრის მშვიდი და გაწონასწორებული კილო.
     კარგი მასწავლებელი ყოველთვის ქმნის მოტივაციას. ამისთვის მასწავლებლები შემდეგ გზებს მიმართავენ: 1) ყველა მოსწავლეს ერთნაირად პოზიტიურად ეპყრობიან, არ გამოარჩევენ ფავორიტებს; 2) ამხნევებენ მოსწავლეებს სირთულეების დროს; 3) მოსწავლის მიღწევებს ადარებენ მხოლოდ მისსავე შედეგებს და არა სხვა მოსწავლეებისას; 4) ხელს უწყობენ მოსწავლეებს მეტაკოგნიტური სტრატეგიების გამოყენებაში (მიზნის დასახვა, სწავლების პროცესის თვითკონტროლი) ;5) მოსწავლეებისა და კლასის საჭიროებათა გათვალისწინებით, ზრუნავენ მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებაზე.

понедельник, 7 мая 2012 г.

ბებიკოები ზღაპრებს კითხულობენ

3 მაისს ჩვენი კლასის სტუმრები იყვნენ ულამაზესი ბებიკოები: გულიკო ბუწურაძე, სოფიკო კახნიაშვილი,მარინა პატარქლიშვილი,ლალი ბულბულაშვილი. მათ პატარებს წაუკითხეს ზღაპარი: ”ნაცარქექია”. მოსწავლეები სიამოვნებით და ხალისით უსმენდნენ მათთვის საყვარელ ზღაპარს. ბავშვებმა მათ ლექსები მიუძღვნეს.ბებიკოებმა კი გოგონებს სწორად სიარულის მანერა აჩვენეს და  სახალისო პოდიუმი მოვაწყვეთ :)
                                                                                
                                                                                            
                                       

среда, 2 мая 2012 г.

ბოლო ანდერძი

   გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი გახლავთ კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი
    2001 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მარკესის ე.წ. ანდერძი კოდური სახელწოდებით "ჩალის თოჯინა"
       მაშ ასე, გაბრიელ გარსია მარკესი წარმოგიდგენთ თავის ბოლო ნამუშევარს.....
  “  თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, 
ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ...
დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას..ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს, მესმის რომ თითოეულს სურს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს, ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შიშვლად გულაღმა  დავწვებოდი
 მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც..
       ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას, ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავ
დი ბენედეტის ლექსსმდა სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს.
ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა..
           ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა...არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს, დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან  ფიქრობენ რა რომ 
შეყვარება  აღარ ძალუძს როცა ბერდებია.მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან ,
როცა კარგავენ შეყვარების უნარს..პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ 
 ფრენის სწავლის ფრთებს მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან 
ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან ხალხოო.....დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი 
ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც,
რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასდროს გაუშვებს მას.
    ვიწვალე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლება შეიძლება თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები..
         რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინერეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და   შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე.
 რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად 
მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი 
"მიყვარხარ" თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი...
            ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ეხლა მე ვცდები და დღეს   მეტი არაფერი დაგრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებ...
  ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული -ახალგაზრდას თუ მოხუცს,  შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს, 
ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი
   დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდ
ება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ 
დაკავებულობის გამო ვერ          შეასრულე შენი საყვარელი ადამიანის უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმათ ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა ""ვწუხვარ"" , ""მაპატიე"" , ""გეთაყვა"" , ""გმადლობთ"" , და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით..
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე  მათ გამოსათხოვებლად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია 
თითოეული მათგანი შენთვის."