ღვთაების მონასტერი შედგება :
ღვთაების, წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის და ანტონ მარტომყოფელის სახელობის ტაძრებისაგან, აგრეთვე ანტონ მარტომყოფელის სვეტისაგან.
ღვთაების, წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის და ანტონ მარტომყოფელის სახელობის ტაძრებისაგან, აგრეთვე ანტონ მარტომყოფელის
ეს სვეტი
თვითონ წმინდა ანტონმა ააშენა თავისი ხელით და იქ მარტო მყოფმა
გაატარა სიცოცხლის ბოლო თხუთმეტი წელიწადი.
ღირსი მამა
ანტონი -იოანე ზედაზნელის მოწაფე, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა VI
საუკუნეში. იგი ერთ-ერთი იყო იმ ცამეტ ასურელ
მამათგან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გადასარჩენად.
მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც იესო ქრისტეს ხელთუქმნელი სახე იყო გამოხატული.ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა.ეს ხატი დღესაც მონასტერშია და უხილავად და ხილულად საწაულმოქმედებს ახდენს. ამ ხატის პატივსაცემად მამა ანტონის მიერ დაარსებულ მონასტერს ღვთაების სავანე ეწოდა.
მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს.
მან აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დაგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას.
თვითონ ანტონმა ააშენა თავისთვის მთის მწვერვალზე ექვსი საჟენი სვეტი ანუ კოშკი, იქ დაეყუდა და მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად.ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების დროს მამა ანტონი დაჩოქილი იყო მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობდა.
გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში.
ღირსი მამა ანტონი (მესვეტე) დაკრძალულია ღვთაების სავანის მთავარ ტაძარში.
მის საფლავთან რწმენით მისულნი იღებენ ნუგეშსა და კურნებას, ხოლო მისი საფლავის კანდელის ზეთი სამკურნალოა.
მის საფლავთან რწმენით მისულნი იღებენ ნუგეშსა და კურნებას, ხოლო მისი საფლავის კანდელის ზეთი სამკურნალოა.
Комментариев нет:
Отправить комментарий