შეფასება დაწყებით
კლასში
(სსიპ ქალაქ თბილისის
N 157 საჯარო სკოლა)
შეფასების მიზანია:
·
სწავლა–სწავლების ხარისხის მართვა;
·
მოსწავლის ხელშეწყობა სწავლაში;
·
ძლიერი და
სუსტი მხარეების გამოვლენა;
·
სასწავლო პროგრამების ეფექტიანობის განსაზღვრა და
სრულყოფა;
·
მშობლების ჩართვა სწავლების პროცესში და
მათთან კომუნიკაციის გამყარება.
I საფეხური
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულია - “ I-IV კლასებში
მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა,
საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს
მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს
მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების
უკეთ გამოსავლენად.” (მუხლი 17. აკადემიური
მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა ) მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ საგნის მასწავლებელი უნდა ფლობდნენ ინფორმაციას თითოეული მოსწავლის
მოსწრების შესახებ. უნდა ფასდებოდეს ინფორმაციის ფლობა, უნარ-ჩვევები, კომუნიკაციური
უნარები, შემოქმე-დებითობა.
შეფასების
ფორმად გამოყენებულია:
გარკვეული
პირობითი
ნიშნები – მოსწავლეთა წარმატების აღიარებისა და სწავლის მოტივაციის ამაღლებისათვის. მოსწავლე ფასდება მთელი სემესტრის განმავლობაში.
მოკლევადიანი
სიტყვიერი
და
წერილობითი
კომენტარი – მოსწავლეთა
სწავლაში წარმატების მიღწევაში დახმარებისათვის, სირთულეების დაძლევის გზების ჩვენე-ბისა და რჩევებისათვის საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენისათვის.
ფასდება
მთელი სემესტრის განმავლობაში.
შემაჯამებელი
წერილობითი
კომენტარი – სემესტრის
ბოლოს მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში მოსწავლეთა შესაბამისობის ჩვენებისათვის. შეფასება ხდება, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეფასების სქემების, რუბრიკების ფორმით. ფასდება სემესტრის ბოლოს.
კათედრის თავმჯდომარე : მ. ბასილიძე
მდივანი : მ. არქანია
Комментариев нет:
Отправить комментарий