Ярлыки

понедельник, 21 декабря 2009 г.

პროექტის გეგმა: ”მე ვიწყებ ჩემი ქალაქის გაცნობას”.

პროექტის სახელი : ვიწყებ ჩემი ქალაქის გაცნობას

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან თბილისის რამოდენიმე ღირშესანიშნაობას, რაც მათი ასაკისთვის საჭირო, გასაგები და საინტერესოა.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ლეგენდას თბილისის დაარსების შესახებ, მოიძიებენ ინფორმაციას მეტეხის ტაძარზე, რადგან ამ ადგილიდან ეყრებოდა საფუძველი თბილისს და აქვეა ვახტანგ მეფის ძეგლი, მოიძიებენ ინფორმაციას საკუთარ უბანზე(მათთვის თბილისი ხომ საკუთარი უბნიდან იწყება),საკუთარ სკოლაზე, “თოჯინების თეატრზე”, ”ე.ახვლედიანის სახ. ბავშვთა გალერეაზე”, ზოოპარკსა და ცირკზე, მთაწმინდის პანთეონსა და გასართობ პარკზე “ბომბორა”. მოეწყობა ექსკურსიები ზოოპარკსა და მთაწმინდაზე. ეწვევიან “თოჯინების მუზეუმს”. პროექტის დასკვნით ეტაპზე მეწყობა პრეზენტაცია, გაკეთდება სტენდი, წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
მოსწავლეთა ასაკი : 7-11-12 წელი

ვადები და ხანგრძლივობა : 2-3 კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, დაენიშნებათ უფროსკლასელები ჯგუფის ხელმძღვანელებად და გადანაწილდება დავალებები.

მოსალოდნელი შედეგები: ჩატარებული კვლევის შედეგად ბავშვები გაიგებენ სასურველ ინფორმაციებს მათი ქალაქისა და საყვარელი ადგილების შესახებ. შეიქმნება ბლოგი

სარგებლობა სხვებისათვის: მოცემულ თემაზე მოძიებულ მასალას დაამუშავებენ და კომპაქტური სახით ჩაწერენ უფროსკლასელიები. სკოლის მოსწავლეებისათვის მისაბაძი იქნება ენთუზიაზმი, ასაკით პატარების დახმარება,რაიმე ახლისა და საინტერესოს შექმნის მცდელობა; მეტი ინტერესით გაეცნობიან თბილისს , მოისმენენ ახალ ისტორიებს,
შექმნილი ბლოგის საშუალებით, დაინტერესებული პირები გაეცნობიან მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, აღნიშნულ საკითხზე.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.II.5 კითხულობს და იგებს მცირე მოცულობის ტექსტებს.
*ადეკვატურად პასუხობს წაკითხული ტექსტის ირგვლივ კითხვებს.
*შეუძლია ადაპტირებულ წერილობით წყაროებზე მუშაობა.
ქართ.II.8 მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს მცირე მოცულობის ტექსტებს ნაცნობი ლექსიკონის გამოყენებით.
ისტ.ქ
ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით.

პროექტის ფასილიტატორი: მარეხ ბასილიძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:m.basilidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий