გაკვეთილის გეგმა
პედაგოგი მ.ბასილიძე
საგანი ქართული ენა
კლასი მე-4
თემა არსებითი სახელის ბრუნება.
მიზანი არსებითი სახელის ბრუნების პრინციპის გაგება, მოსწავლემ უნდა შეძლოს ნიმუშის მიხედვით აბრუნოს თანხმოვანფუძიანი არსებითი სახელები, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, ჯგუფური მუშაობის შედეგად, შექმნან მცირე მოცულობის მოთხრობა ან ლექსი არსებითი სახელის ბრუნვითი ფორმების გამოყენებით.
აქტივობები: თხრობა, კითხვა-პასუხი, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია.
რესურსი პლაკატი “არსებითი სახელის ბრუნება” (მხატვარი: ზ.ძიძავა)
ლექსები.
გაკვეთილის მსვლელობა
დავალების შემოწმება 5 წთ
ახალი მასალის ახსნა და განმტკიცება 20 წთ
(მასწავლებელი თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით, მოსწავლეთა ინტერესის გაღვიძების მიზნით, თხზავს არჯაკელისა და ბეღურას შესახებ საინტერესო ამბავს. )
ჩვენი, ადამიანების საერთო სახლი დედამიწაა. Dედამიწაზე ქართველების სამკვიდრებელი საქართველოა. საქართველო ლამაზია მოხატული მთებით, მდელოებით, მოჩუხჩუხე მდინარეებით, ხშირი ტყეებით.(თხრობისას მიუთითებს ნახატზე)
დიახ, ეს ის ტყეა, რომლის შესახებაც პოეტს უთქვამს:
“ტყეს ნურავის აჩეხინებთ
ყმაწვილებო, ჩემო,
სოკოს, მარწყვის, წყაროს წყალის
არ დავკარგოთ გემო.”
ტყის პირას ცხოვრობდა ბეღურა და ხვიარა არჯაკელი.
და აი, შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს ბეღურა არჯაკელს ეკითხება:
_ თქვი, არჯაკელო, ხვიარა’
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
_რა ვი, ღრუბელზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა.
_მეც სხვათა შორის ვიკითხე
სალაპარაკოდ კი არა…”
(ა.კალანდაძე)
_ ბავშვებო, მოდით დავფიქრდეთ, ვის ან რას შეიძლება ჩამოევლო ქსანზე?
_ ( ბავშვების პასუხები)
_თურმე ქსანზე ამ დროს პატარა,დარდიანმა ფოთოლმა ჩამოიარა. იცით რას დარდობდა? რას ჩიოდა?
ქარ-ი მოვარდა,
ქარ-მა მომაგნო,
ქარ-ს გავეკიდე,
ქარ-ის ბრალია,
ქარ-ით დაღლილი
ქარ-ად ვიქეცი,
ქარ-ო, როდემდის ვიქნები ასე!
_რა მოხდა? რა შეიცვალა ფოთოლმა?
_ მიმართულება, ადგილმდებარეობა.
_ახლა დავაკვირდეთ ფოთლის უკან დამალულ სიტყვას,-“ქარი”, რა შეიცვალა ამ სიტყვამ?
-ფორმა
_სახელის ფორმის ასეთ ცვლას, ბრუნება ეწოდება.
დავთვალოთ სახელი რამდენნაირად იცვლის ფორმას?
_ შვიდნაირად.
_ მოდით , ერთხელ კიდევ წავიკითხოთ და ჩამოვწეროთ თუ როგორ იცვლება სიტყვა “ქარი”.
(მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს არსებითი სახელის ”ქარი” ბრუნებას)
_სახელი შვიდნაირად იცვლის ფორმას, ანუ სახელს შვიდი ბრუნვის ფორმა აქვს. თითოეულ Bბრუნვას კი საკუთარი სახელი გააჩნია. დააკვირდით, მე ჩვენს მიერ ნაბრუნებ სიტყვას მივუწერ შესაბამის ბრუნვის სახელებს.(სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი)
მასწავლებელი აგრძელებს თხრობას : დავუბრუნდეთ ჩვენს ნახატს
ცხოვრებაში სევდას სიხარული ცვლის, ავდარს – დარი.
მზემ სხივები მოჰფინა დედამიწას, ღრუბელი მიმოფანტა.
მზე
მზე ელოდება ვენახში მეზვრეს,
მზემ გაიღვიძა დიდი ხანია,
მზეს დილის ცვარი ათინათს ესვრის,
მზის სიხარულით გაუხარია,
მზით ავსებულა ყველა მტევანი,
და მზედ ქცეულა წვეთი ყოველი,
ამაღლებულა მზეო, შენამდე
მადლიერ მიწის საგალობელი.
_დავაკვირდეთ ლექსში ბრუნვითი ფორმების თანმიმდევრობებს და ვაბრუნოთ სიტყვა ბალახი, ყვავილი. (ბავშვები აბრუნებენ სიტყვას ნიმუშის მიხედვით)
ჯგუფური მუშაობა. 15წთ.
კლასს ვყოფთ 6 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება, შექმნან მცირე მოცულობის მოთხრობა ან ლექსი, არსებითი სახელის ბრუნვითი ფორმების დახმარებით.
პრეზენტაცია. 5 წთ
ფასდება ჯგუფები.
ბოდიში მე ვარ ჩვეულებრივი მეექვსე კლასელი მოსწავლე და მაინტერესებს არსებითი სახელის ჯგუფები, წინადადების წევრები და შეჯიბრება მაქვს და რა შეიძლება დავუსვაადამიანსე არსებითი სახელის შესახებ კითხვა რომ მან ვერ მიპასუხოს?
ОтветитьУдалить