Ярлыки

понедельник, 2 апреля 2012 г.

პორტუგალიის სკოლაში

ლისაბონში ვესტუმრეთ ვასკო და გამას სახელობის სკოლას. ერთ ეზოში იყო დაწყებითი,საბაზო და სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებები,მხოლოდ სხვადასხვა შენობებში.
მომეწონა სკოლის დირექციის დახვედრა, დარბაზი, სათამაშო მოედანი... ყველაზე მეტად კი ბიბლიოთეკით აღვფრთოვანდით. ბიბლიოთეკაში იყო უამრავი წიგნი, ადგილი დასვენებისა და ტელევიზორის საყურებლად, კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ადგილი, საგამოფენო სივრცე. განსაკუთრებით მომეწონა ბიბლიოთეკასთან მიბმული ”ამბების მოსაყოლი ოთახი”. აქ წრეზე იდგა პატარა ტუფის კუბურები ,სადაც ბავშვები სხდებიან და ყვებიან ამბებს,განიხილავენ ზღაპარსა თუ მოთხრობას,შემდეგ მიდიან საკლასო ოთახებში და წერენ თემებს.
საგაკვეთილო პროცესი თითქმის მსგავსია,იქაც ცელქობენ მოსწავლეები,იქაც იღიმის და ცოტას ბრაზობს მასწავლებელი:)
ბუკებით სწავლას იწყებენ მეორე კლასიდან.
ახლა კი, გთხოვთ , დაათვალიეროთ სკოლაში გადაღებული სურათები :)


ეს გახლავთ ერთ-ერთი აქტივობა ,რომელიც ჩემმა პორტუგალიელმა კოლეგამ გამოიყენა მათემატიკის გაკვეთილზე .(მოსწავლეთა ასაკი-6 წელი)
კადნიერებად არ ჩამითვალოთ და ჩემი მოსწავლეები უფრო ყოჩაღები არიან :)

2 комментария:

  1. მარეხ, დიდი მადლობა რომ ყველაფერს ასე ერთად ლამახად მოუყარე თავი <3 <3 <3

    ОтветитьУдалить