Ярлыки

четверг, 19 апреля 2012 г.

იაპონური სკოლა


        თურმე ,იაპონიაში,ომის შემდეგ განათლების სისტემაში გაჩნდა ასეთი დევიზი: „ჩვენ ვცხოვრობთ და ვარსებობთ ერთმანეთისთვის“. ამ სულისკვეთებას ადამიანი თანამედროვე იაპონიაში ყველგან იგრძნობს.
       ოგორია იაპონური სკოლა დღეს?
       მასწავლებელს იაპონიაში დიდი ავტორიტეტი აქვს. იაპონიაში ძალიან რთულია, ადამიანმა მასწავლებლობის უფლება მოიპოვოს. უნივერსიტეტში 4 წლის სწავლის შემდეგ, სადაც ახალგაზრდები კონკრეტულ მეცნიერებასთან ერთად, პედაგოგიურ მეცნიერებებს, ფსიქოლოგიასა და სკოლის სასწავლო პროგრამის ზოგად კურსს ეუფლებიან, მასწავლებლობის უფლების მოპოვებისა და დასაქმებისთვის, აბარებენ სამ ურთულეს გამოცდას პედაგოგიურ უნარ-ჩვევებში, კონკრეტულ საგანსა და ზოგად განათლებაში.
      განათლების მიხედვით ხდება პედაგოგთა განაწილება სკოლებშიც. იაპონური სკოლა დაყოფილია საფეხურების მიხედვით. დაწყებითი სკოლა  (1-6 ლასი); საბაზო სკოლა (7-9 კლასი); საშუალო სკოლა (10-12 კლასი).  საშუალო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად, მოსწავლეებიც 5 გამოცდას აბარებენ, რაშიც გასაუბრებაც შედის. საშუალო სკოლაში სწავლა ფასიანია. საშუალო სკოლაში მათემატიკური და ტექნიკური საგნები განსაკუთრებული სირთულით ისწავლება. საბაზო სკოლაში კი მეტი დავირთვა აქვს იაპონურ ენასა და ლიტერატურას, ასევე, საფუძვლიანად ისწავლება იაპონიისა და მსოფლიოს ისტორია და გეოგრაფია, პოლიტეკონომია და ესთეტიკური მეცნიერებები. ხოლო დაწყებით სკოლაში მთელი აქცენტი გადატანილია იეროგლიფების შესწავლასა და კალიგრაფიაზე, საყოფაცხოვრებო კულტურის ჩამოყალიბებასა და ფიზიკურ განვითარებაზე.

          გარდა იმისა, რომ ყველა სკოლას აქვს საკუთარი ტრადიციები, ასევე, ბევრ მათგანს აქვს საკუთარი მეურნეობა, სახელოსნო და მაღაზია. სკოლის კუთვნილ მაღაზიაში მოსწავლეები ყიდიან თავიანთ ნაკეთობებს და ნაწარმს, საიდანაც მოგებას თავადაც იღებენ და მნიშვნელოვან ნაწილს ქველმოქმედებას ახმარენ.
აღსანიშნავია, რომ იაპონელი მოსწავლეები ძალიან ბევრს მოგზაურობენ საკუთარ ქვეყანაში, რის ორგანიზებასაც მშობლებთან ერთად სკოლა ანხორციელებს. ყველა ქალაქის აეროპორტებსა თუ რკინიგზის სადგურებში შეხვდებით სასკოლო ფორმაში გამოწყობილ მოსწავლეებს, მასწავლებლებთან ერთად. სკოლაში ყოველი შაბათი ასეთი ღონისძიებებით არის დატვირთული და გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამაში. იაპონელი ბავშვები ზაფხულში სამი თვის ნაცვლად, 40 დღეს ისვენებენ. 
    იაპონიაში არსებობს სპეციალური სკოლებიც, სადაც მძიმედ დაავადებული ბავშვები სწავლობენ. ასეთ ბავშვებს სახელმწიფო ყველა დონეზე აფინანსებს და მთელი ცხოვრების განმავლობაში მეურვეობს. სპეციალურ სკოლებში მოსწავლეები სპეციალური პროგრამებით სწავლობენ ყოფით უნარებს, მაგალითად: ჩაცმას, გახდას, დაბანას, ჭამას და .. თუმცა იაპონურიც, მათემატიკაც და ფიზკულტურაც აუცილებელი საგნებია. ამ შემთხვევაში სკოლის მთავარი ამოცანაა, მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლება და შრომის უნარის განვითარება. იაპონური სპეციალური სკოლების დიდი მიღწევაა, რომ საშუალო სკოლის ასაკში მოსწავლეთა უმრავლესობას შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. ასეთი ბავშვები წელიწადში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში, გადიან სწავლებასა და პრაქტიკას ქარხნებში, ფაბრიკებში, სახელოსნოებში, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ საქმდებიან კიდეც.
     იაპონელები სკოლამდელი აღზრდის თვალსაზრისითაც გამოირჩევიან, რადგან იაპონელი ბავშვების 80% საბავშვო ბაღში დადის, რაც მსოფლიო პრაქტიკაში, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, ინგლისში 40%-ია, ხოლო ამერიკაში ეს მაჩვენებელი 30%-მდე დავიდა. სამაგიეროდ, ამ ქვეყნებში დღითიდღე იზრდება დაკვეთა ძიძების ინსტიტუტზე.
   იაპონური საგანმანათლებლო პოლიტიკის მიხედვით კი, როგორც სკოლაში, ასევე საბავშვო ბაღებში ბავშვებს ასწავლიან და უვითარებენ ჯგუფური მუშაობისა და საზოგადოებაში ცხოვრების უნარებს. მაგალითად,  სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე, ყველა კლასში, მოსწავლეებს თვეში ორჯერ უტარდებათ გაკვეთილი ადამიანის უფლებების შესახებ, ხოლო კვირაში 2 გაკვეთილი საკლასო საათი აქვთ, რომლის დროსაც მოსწავლეები დისკუსიებსა და პრეზენტაციებს მართავენ. ამასთან ერთად, მოსწავლეები სწავლობენ საზოგადოებათმცოდნეობასა და მორალს“.
    ამ ქვეყანაში, მაღალი ეკონომიკური განვითარების პარალელურად, მაღალი ხარისხის განათლება ხორციელდება .

Комментариев нет:

Отправить комментарий