ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარება
ერთხელ, როდესაც ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი განმარტოებით ლოცულობდა, მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა: გიხაროდეს, უფალმა ამოგირჩია ყველა ქალს შორის. შენ შობ ძეს და სახელად დაარქმევ იესოს. ის იქნება ყველა ადამიანის მხსნელი.
მარიამს გაუკვირდა: როგორ მოხდება ეს, მე ხომ ქმარი არა მყავს?!
ანგელოზმა უპასუხა: ღმერთს ყველაფერი შეუძლია, სულიწმიდა გადმოვა შენზე და ღვთის ძალა დაგფარავს შენ, ამიტომ შენგან შობილს ძე ღვთისა ეწოდება და წმიდა იქნება.
მარიამმა დაუჯერა ანგელოზს და წარმოსთქვა:
„აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“.
როგორც კი პასუხი მიიღო, ანგელოზი გაუჩინარდა.
მარიამმა მორჩილებითა და დიდი რწმენით მიიღო ანგელოზის სიტყვები. ეს იყო ის სასიხარულო ცნობა, რომელსაც ადამის დროიდან ელოდნენ ადამიანები. მათ იცოდნენ, რომ ღვთისაგან რჩეულ ქალს უნდა ეშვა ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელიც გაათავისუფლებდა ადამიანებს ცოდვებისაგან.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№2 2003წ. 4-17 აპრილი
№2 2003წ. 4-17 აპრილი
*******************************************************************************************************************
იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში
ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე უფალი თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმისაკენ გაემართა. ქალაქს რომ მიუახლოვდნენ, ზეთისხილის მთასთან შეჩერდა და თავის ორ მოწაფეს უთხრა: როგორც კი შეხვალთ იმ დაბაში, რომელიც თქვენს თვალწინაა გადაშლილი, მაშინვე შენიშნავთ ერთი ღობის კარზე მიბმულ ვირსა და მის ჩოჩორს. ახსენით და ორივე აქ მომგვარეთ. თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, რომ უფალს სჭირდება ისინი და მაშინვე გამოგატანთ.
მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა: მოჰგვარეს ვირი და მისი ჩოჩორი. იესო შეჯდა ჩოჩორზე, რომელზედაც მოწაფეებმა სამოსელი დაუფინეს და იერუსალიმისაკენ გზა განაგრძო.
ხალხის უმრავლესობა სიხარულით ხვდებოდა მას. ზოგი სამოსელს უგებდა ფეხქვეშ, ზოგი ფინიკისა და პალმის ტროებს ჭრიდა და იმას უფენდა.
ისინი, ვინც წინ მიუღძოდნენ იესო ქრისტეს და ისინიც, ვინც უკან მიჰყვებოდნენ, ხმამაღლა ადიდებდნენ მას და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“
მთელი ქალაქი შეძრა იესოს გამოჩენამ. იგი შევიდა იერუსალიმის ტაძარში და მრავალი სასაწაული მოახდინა. დიდებთან ერთად იესო ქრისტეს შესახვედრად უამრავი პატარა ბავშვი იყო მოსული. ისინი დიდებს ბაძავდნენ და მათთან ერთად ადიდებდნენ უფალს.
იესოს მტრებს შეშურდათ მისი; განრისხდნენ და მკაცრად მიმართეს მას: არ გესმის, რას ამბობენ? შენ, როგორც ღმერთს, ისე გადიდებენ. რატომ არ გააჩუმებ მათ?
იესომ მიუგო: არ გაგიგიათ, რომ ჩვილი ბავშვები ქებით დაამტკიცებენ უფლის მოსვლას? ეგენი თუ გაჩუმდებიან, ქვები იღაღადებენ ღვთის ქება-დიდებას.
როცა მოსაღამოვდა, უფალმა დატოვა იერუსალიმი და ბეთანიაში წავიდა.
ამ დიდებული დღის მოსაგონებლად ქრისტიანები საზეიმო წირვა-ლოცვას ასრულებენ და ასე დღესასწაულობენ იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში. მაგრამ ვინაიდან, ცხელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ფინიკისა და პალმის რტოები ძნელად მოიპოვება, ქართველები მის ნაცვლად სიმბოლურად უფალს ბზის ტოტებს უფენენ და ასე გამოხატავენ მისდამი თაყვანისცემას.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№3 2003წ. 18 აპრილი
№3 2003წ. 18 აპრილი
****************************************************************************************************************************************
ბზასთან ერთად ღვთის კურთხევა, სულიერი და ფიზიკური ძალა შეგვაქვს შინ და ღვთის მადლი დამკვიდრდება ჩვენს სახლებსა და მთელ ქვეყანაზე.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
Комментариев нет:
Отправить комментарий