ბზა მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. შეიცავს 70-მდე სახეობას. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: კოლხური ბზა (Buxus colchica) და ჰირკანული ბზა (Buxus hyrcana). საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა (Buxus sempervirens); წვრილფოთოლა ბზა (Buxus microphylla); იაპონური ბზა (Buxus japonica) და ბალეარული ბზა (Buxus balearica).
ბზა იზრდება ნელა და 500-600 წელს ცოცხლობს. ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადანაწვენით. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. იყენებენ როგორც კოჟრებს ასევე მის მერქანს სხვადასხვა დანიშნულებისამებრ : სამხედრო,საყოფაცხოვრებო და რელიგიური
ნივთების დასამზადებლად. საქართველოში ხეზე კვეთისთვის გამოიყენება კოლხური ბზა, რომელიც თავისი ფერით და ხარისხით დანარჩენ ბზის ჯიშებთან შედარებით უკეთესია. ოდითგან მას გამოიყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულებისამებრ : სამხედრო, საყოფაცხოვრებო და რელიგიური ნივთების დასამზადებლად.
ძველი დროის სამხედრო აღჭურვილობაში შედიოდა ბზისგან დამზადებული მშვილდი და ისრები, ასევე მზადდებოდა საბრძოლო შუბები და სხვა. ბზა თავისი უნიკალური თვისების გამო ცეცხლზე მოხარშვას ექვემდებარება და ადვილად დასამორჩილებელია სხვადასხა ფორმის მისაღებად.
ბზა წყალში 80-100 წელი არ ლპება და სწორედ ამიტომაც გაჰქონდა ბერძნებს
ქართული ბზა გემთმშენებლობისთვის.
საყოფაცხოვრებო ნივთებიდან კი აღსანიშნავია გუთნის სახნისი, ერქვანი-გუთნის სახელური.ფილთაქვა, ჯამი, სანაყი,კოვზი, შანდალი, სადგისი,სავარცხელი,ყაისნაღი და საქსოვი ჩხირები, ქალის სამკაულები, საკერავი ნემსი, საკისარის ბურთები, კარი და ფანჯარა, სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი და სხვა. კეთდებოდა დედა ბოძი, რომელსაც სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა. ბზა ასევე გამოიყენება ხელოვნებაში ქანდაკებისათვის .
საეკლესიო ხელოვნებაში ბზას დიდი ადგილი უკავია, მისგან ძირითადად მზადდება ისეთი ძვირფასი ნივთები როგორიცაა:ჯვრები, ხატები, მედალიონები, კრიალოსნები და სხვა.
ბზა წითელ წიგნშია შეტანილი და მისი მასიურად მოჭრა აკძალულია და ისჯება კანონით.
Комментариев нет:
Отправить комментарий